ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
marine |
Mar 7 2008, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.) ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა. კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო. ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2008, 02:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა
წირვა-ლოცვაზე მამა დავითმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის საჭიროა დაიწეროს კანკელის ხატები. ხატმწერმა ორ ხატში მოითხოვა 800$ და ორშიც 1000$ თუ ვინმეს სურვილი გაქვთ რომ მცირედი წვლილი შეიტანოთ, შეგიძლიათ მე დამიკავშირდეთ, ან დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე სკოლაში არსებულ ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესიაში მიხვიდეთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ეკატო |
Apr 7 2008, 09:55 PM
პოსტი
#3
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა წირვა-ლოცვაზე მამა დავითმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის საჭიროა დაიწეროს კანკელის ხატები. ხატმწერმა ორ ხატში მოითხოვა 800$ და ორშიც 1000$ თუ ვინმეს სურვილი გაქვთ რომ მცირედი წვლილი შეიტანოთ, შეგიძლიათ მე დამიკავშირდეთ, ან დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე სკოლაში არსებულ ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესიაში მიხვიდეთ. როგორც მე ვიცი მთლიანი თანხა უკვე შემოწირულია ამ ხატებისთვის, დღეს ასე გამოაცხადა მამაომ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი