IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მსოფლიოს მუზეუმები
marine
პოსტი Feb 27 2008, 12:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საფრანგეთი

ლუვრი

IPB-ს სურათი

მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს.

1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები.

XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით.

ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr


დ’ ორსეს მუზეუმი

IPB-ს სურათი

დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს.

თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი).

შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით.

დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.).

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

IPB-ს სურათი

პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი).
პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი.

პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr



http://www.georgianmuseums.ge/World/France.html


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Apr 8 2008, 03:34 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ალბერტინის გრაფიკული კოლექცია, ვენა IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

კოლექცია საფუძველი ჩაუყარა ჰერცოგ ალბერტ სასკონსკიმ (1738-1822), რომელიც გახლდათ მარია-ხრისტინის (იმპერატრიცა მარია-ტერეზას საყვარელი შვილი) მეუღლე. თითქმის ორმოცდაათი წელი აგროვებდა თავისი კოლექციისთვის გრაფიკულ ნახატებს და გრავიურებს, რომელზეც დახარჯა თავისი მემკვიდრეობის (მეუგლისგან მიღებული) უამრავი თანხა. ჰერცოგის გარდაცველბის შემდეგ ეს საქმე მისმა მეკვიდრეებმა გააგრძელეს. როდეს გაბსბგურგების სახლი დაეცა, ალბერტ სასკონსკის კოლექცია შეუერთეს ყოფილ იმპერატორის ბიბლიოთეის კოლექციას, ხოლო 1921 წელს ყველასთვის დასათვალიერებლად გამოფინეს, სახელწოდებით: "ალბერტინას კოლექციის გრაფიკა"
დღეს ალბერტინის კოლექციაში შედის 65 000 გრაფიკუნი ნამუშევარი და მილიონამდე გრავიურა ძველი და თანამედროვე ოსტატების შესრულებით. აქ ინახება ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რუბენსის, დიურერის, რემბრანტის, ალტდორფერის შემოქმედება. რათმაუნდა ძველი ოსტატების ნახატები ალბერტინის კოლექციის სიამყეა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი მათგანი არსად არ არის იმ რაოდენობით წარმოდეგენილ, როგორც აქ (მაგ. დიურერის 130 გრავიურა). მაგრამ მე-19-20სს. გრაფიკული ხელოვნების ნაწილიც საკმაოდ მრავლაფეროვანია. მასში შედის გუსტავ კლიმტის, ოსკარ კოკოშკას, ეგონ შილეს და სხვა მხატვრების ნამუშევრები.
ამასთანავე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნაკრები ( 25 000 გეგმა, ეტიუდი და მაკეტი), აგრეთვე მინიატურები და ფოტოგრაფია. სამწუხაროდ ამ სიმდიდრის ერთბაშად ნახვა შეუძლებელია. გრაფიკულო ნამუშევრები მოითხოვს განათებისა და ტემპერატურის გასაკუთრებულ შენახვის რეჟიმს. ამიტომ ალბერტინში არ არის მუდმივი ექსპოზიცია-მხოლოდ დორებიტი გამოფენები (ერთი მეორეს ცვალებადობით და ყოველთვის ძალიან შინაარსიანი).
თანამედროვე - "საგამოფენო" - ეტაპი გრაფიკული კოლექციი ისტორიაში დაიწყო რამედნიმე წლის წინ. მანამდე დიდი ხანი დაკეტილი იყო სარემონტოდ. ალბერტინის შენობის რესტავრაცია (ჰერცოგი ალბერტ საქსონსკის ყოფილი სასახლის, რომელიც აშენებული იქნა მე-18 საიკუნეში), სახელმწმიფოს დაუჯდა 80 000 000 ევრო. და შედეგმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა: გალერეეის Oტახები გაფართოებული იქნა, ყველფერი განახლდა შიგნითაც და გარეთაც. ხოლო სპეციალური მოწყობილობა, რომელიც რემონტის დროს დატანილი იქნა შენობაში, შეზღუდული მოძრაობის ადმინებსაც აძლევს საშუალებას, რომ დაათვალიერონ კოლექცია.
ახლა ალბერტინას შეუძლია თავის დამთვალიერებელს შესთავაზოს მრავალფეროვანი "დროის გატარება"-სტანდარტული ექსკურსიებიდან მთლიან პროგრამამდე. ასევე აქ არის სასკოლო გაკვეთლები.
პირველი გამოფენა, დაეთმო ედვარდ მუნკს. იგი, საზეიმოდ გაიხსნა 2003 წლის 14 მარტს. მას მოჰყვა "ალბერტ დიურერის" გამოფენა, ასევე "გუსტავ კლიმტიდან პაულო კლემდე", "პოპარტი და მინიმალიზმი", "რემბრანტ", "პიტერ პაულ რუბენს", და ა.შ.
ტურისტები, რომლებიც ვენას სტუმრრობენ, თვიანთ მარშრუტებს გეგმავენ ალბერტინის გალერეის გვერდის ავლით. ჩქარობენ მხატვრულ-ისტორიული მუზეუმის და ავსტრიის გალერეის დათვალიერებას. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბერტინის გრაფიული ნამუშევრების კოლექცია. რის ნახვაც აქ შეიძლება, სხვაგან ვერსად შეხვდებით.

IPB-ს სურათი
ლუკას კრანახი

IPB-ს სურათი
ალბერტ დიურერი

IPB-ს სურათი
ალბერტ ალტდორფერფერი

IPB-ს სურათი
მიქელანჯელო

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
იერონიმუს ბოსხი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მსოფლიოს მუზეუმები   Feb 27 2008, 12:30 PM
KAIROS   კარგი თემებია მარი...   Feb 27 2008, 02:04 PM
marine   KAIROS გმადლობ, კაიროს,...   Feb 27 2008, 02:25 PM
marine   იტალია უფიცის გალ...   Feb 27 2008, 05:19 PM
zviadauri   იტალია უფიცის გალ...   Feb 27 2008, 06:10 PM
KAIROS   მარინე, მაშინ შენ დ...   Feb 27 2008, 06:42 PM
likka   არასდროს დამავიწყ...   Feb 27 2008, 07:10 PM
tamuna m   მარინე, აქ ნაკლება...   Feb 27 2008, 07:43 PM
marine   მარინე, აქ ნაკლება...   Feb 28 2008, 12:03 PM
tamuna m   მსოფლიო მუზეუმები...   Feb 27 2008, 08:24 PM
tamara   http://www.metmuseum.org/toah/hm/03/hm03.htm http:...   Feb 28 2008, 12:15 AM
KAIROS   აუფ დახურა თამარამ...   Feb 28 2008, 12:18 AM
tamara   ირანის მუზეუმი - ა...   Feb 28 2008, 12:19 AM
marine   ვატიკანის მუზეუმე...   Feb 28 2008, 12:17 PM
marine   დრეზდენის სურათებ...   Mar 5 2008, 04:24 PM
ketino   საინტერესო ინფოა.. :...   Mar 5 2008, 06:29 PM
marine   პრადო - ესპანეთის ნ...   Mar 6 2008, 11:53 AM
tamuna m   ლონდონის ნაციონალ...   Mar 20 2008, 12:16 PM
tamuna m   [size=3]სოლომონ რ. გუგენ...   Mar 20 2008, 05:30 PM
tamuna m   http://i022.radikal.ru/0803/e3/92d98b73ecd8.jpg ...   Mar 21 2008, 06:32 PM
KAIROS   მე რაც ესთეტიური ს...   Apr 6 2008, 03:58 AM
tamuna m   ამ თემაში მეგონა ა...   Apr 6 2008, 03:07 PM
KAIROS   გპირდები ამ თემას ...   Apr 6 2008, 05:28 PM
ქეთუ   რა კარგი თემაა :) აქ...   Apr 6 2008, 09:04 PM
ქეთუ   Sir Anthony Van Dyck(1599-16410 "ქრი...   Apr 6 2008, 10:35 PM
tamuna m   სად იყავით აქმდე? გ...   Apr 6 2008, 10:42 PM
tamuna m   [size=4]ალბერტინის გრა...   Apr 8 2008, 03:34 PM
KAIROS   მოკლედ არ ხუმრობ, შ...   Apr 9 2008, 03:46 AM
tamuna m   უძველესი კულტურებ...   Apr 9 2008, 12:13 PM
k@the   კაიროსის რჩევით ამ...   May 21 2008, 04:31 PM
ekato   ამ თემაში ერთხელ რ...   May 21 2008, 11:56 PM
KAIROS   ნუ ახლა მე სულ ახლა...   Sep 24 2008, 01:34 AM
ნაინა   არაჩვეულებრივია, თ...   Sep 24 2008, 02:13 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 12:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience