ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2008, 04:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე, ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს. ჩაშავებია თვალები ღამეს და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას. მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს, რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს, ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ, რომ მოვერიო სიცარიელეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Apr 8 2008, 04:15 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
* * * გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე, ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს. ჩაშავებია თვალები ღამეს და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას. მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს, რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს, ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ, რომ მოვერიო სიცარიელეს. მშვენიერია, მომეწონა -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Apr 8 2008, 04:23 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მშვენიერია, მომეწონა მადლობა, თიკუნა მე ეს თბილი ლექსიც მომწონს: ოქტომბერი არ მავიწყდება დუღილი მაჭრის, საამო სურნელს ირგვლივ რომ ჰფენდა; შენ ამშრალებდი საღვინეს ნაჭრით და აცინებდი ლოთ ქმარზე დედას. ბავშვებს ყურებზეც ეცხოთ თათარა არ გაწყრომიხარ, ეს მიკვირს შენგან, დედასთან იყავ, იყავ აგარას და ბახუსს ჟამი თრობისა ედგა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Apr 8 2008, 04:34 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მადლობა, თიკუნა მე ეს თბილი ლექსიც მომწონს: მეც მომეწონა, მარი მართლა ძალიან თბილი ლექსია. წარმოვიდგინე რთველი სოფლად -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი