წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 8 2008, 04:52 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)
შობა-ახალი წელიწადი სვანეთში შობის წინა დღეს მთელ სვანეთში თითქმის დილიდან საღამომდის არა რას სჭამენ, არც დიდები და არც პატარები. მთელი დღე მზადებაში არიან. მაგივრათ საღამოს კორკოტს მიაძღებიან. შობა დღეს, როგორც კი მამალი იყივლებს, მცხობელი დედაკაცი ადგება და ყველიან პურებს გამოაცხობს. როცა ის ცხობას გაატავებს და მზად იქნება ცხელ-ცხელ ყველიან პურები, ერთი ყმაწვილი 10-12 წლისა, ადგება საწოლიდან, შიშველ-ტიტველი გავა კარში, დადგება სახლის მარჯვნივ და შემოუვლის სამჯერ. მიას ამ დროს სრულებიტ არა აცვია რა. სულ შისველ-ტიტველი არის ამ უშველებელ ნამქერიან თოვლში და იძახის: "ნიშგვეი ქვითი ჰარინკიარი!" ესე იგი: როგორც მე ეხლა შიშველი და ცარიელი ვარ, ეგრე ცარიელი გაუშვი, ღმერთო, ჩვენგან ჩვენი ქურდიო. ახალი წლის წინა ღამეს სვანეთში სულ საღამოდან დაწყებული შუაღამემდე აცხობენ ბევრ პატარა ყველიან პურებს, ამასთანავე ერთ დიდს გამოაცხობენ, რომელსაც შუაზე ჯვარი ექნება გამოსახული. მოიტანენ თაფლს, ყველს, ხორს და სხვა , ჩააწყობენ გილდელში და კარებთან დაკიდებენ, რომ მაკვლიელს მზად დახვდეს. როგორც ირიჟრაჟებს, უფროსი კაცი ოჯახში ადგება და ცეცხლს დანთებს, რომელიც სულის შებერვით უნდა გააჩაღოს, ამიტომ ის ბევრ წვალებაშია და ბოლოს კალთის ქნევასაც იშველიებს. ის კაცი გააღვიძებს მწყაზარ დედაკაცს, დედაკაცი კი გააღვიძებს ერთ ყმაწვილს. ესენი უნდა იყვნენ ყველაზე კეთილი ხასიათისანი ოჯახში. მამაკაცი ახსნის ხარს, რომელიც ყველაზე დიდი ტანის არის საქონელში, მოაბამს თოკს რქებში და წინ გაუძღვება. ბავშვი ხარს მისდევს. დედაკაცს ხორაგიანი გიდელი ჰკლიდია ზურგზე. სანამ სახლში არ დავრუნდებიან, ამათ ხმა არ უნდა მაოიღონ, ე.ი. არ უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. მივლენ წყალზე და ხარს წყალს ასმევენ. შემდეგ დაბრუნდებიან სახლში, მივლენ კალოზე და თოვლის ზვინს დასდგამენ. შუაზე ნაძვის ხეს ჩაურჭობენ, შემოუვლიან ამას გარშემო და შევლენ სახლში. სანამ მაკვლიელები მობრუნდებიან, სახლში ყველანი ადგებიან. როცა მაკვლიელები კარს მიადგებიან, წინამძღოლი კაცი იძახის: "ყორ მიკარ, ყორ მიკარ!" (კარი გამიღეთ!) ღმერთემაში ხელწიფეშ ჟურ ამღვე, ყორ მიკარ." (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ). შედის სახლში, სამჯერ კერას შემოუვლის, ეხვეწებიან ყველანი ღმერთს, განსაკუთრებით მაკლიელი კაცი, რომელიც ხარს მიუძღვება, შემდეგ ყველა დაჯდება თავის საჯდომზე.. მაკვლიელი კაცი აიღებს ხელში ყველაზე დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობს მასზედ ყველს, ხორცს, თაფლს პურს და ვერცხლის ფულს, დაჰყვება თავიდან და ყველას მიულოცავს. პირველად ვინც უფროსია, იმასთან მივა, მოაკიდებინებს მასზედ ხელს და ატრიალბინებს მარჯვნივ, მაკლიელი ეუბნება: "ღმერთმა მრავალ წელიწადს მოგასწროს, ცოლ-შვილი გიცოცხლოს, გაგამრავლოს, მტერს გაშOროს" და სხვა. მერმე აკბეჩინებს დიდ პურზე, რაც იმ პურზე ეწყო, ყველას ხელში ჩაუყრის. კიდევ დააწყობს იმოდენას მაზედ და ახლა სხვას მოულოცავს. ამნაირად ყველას. ამ დროს ყველამ უნდა დაიაროს მთელი სოფელი და მოალოცვინოს ყველას. ახალწელიწადს არ შეიძლება უარი რამეზე გამოაცხადოს, რაც უნდა სთხოვოთ; ამიტომ, როდესაც ვინმე მოვა, წინსწარ აჩუქებს რამეს, სანამ ის რაიმეს სთხოვს-თუ უარი ვუთხარი ვინმეს, ის დამწყევლისო და მტელ წელიწადს დაწყევლილი ვიქნებიო. ამ დღეს ან მეორე დღეს, ვინც მონადირეა, ნიშანს დაიდგამს და თუ კარგად ამოიღო ნიშანი, მთელს წელიწადს დაბედნიერებული იქნება თოფის სროლაში და ბევრს ინადირებს; თუ ნიშანს დააცილა, შენი მტრისას იმას გულს შემოეყრება-მთელი წლის განმავლობაში ვერას მოვკლავო. ეს არის მისი წინასწარმეტყველი. მოტავდა ახლიწელიწადი ჩვენი სვანები ნათლისღებას ელიან. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი