IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamara
პოსტი Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში,
რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში,
და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში.
ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა...
და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს...



ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც


ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა”


ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Apr 8 2008, 04:52 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

შობა-ახალი წელიწადი სვანეთში

შობის წინა დღეს მთელ სვანეთში თითქმის დილიდან საღამომდის არა რას სჭამენ, არც დიდები და არც პატარები. მთელი დღე მზადებაში არიან. მაგივრათ საღამოს კორკოტს მიაძღებიან.
შობა დღეს, როგორც კი მამალი იყივლებს, მცხობელი დედაკაცი ადგება და ყველიან პურებს გამოაცხობს. როცა ის ცხობას გაატავებს და მზად იქნება ცხელ-ცხელ ყველიან პურები, ერთი ყმაწვილი 10-12 წლისა, ადგება საწოლიდან, შიშველ-ტიტველი გავა კარში, დადგება სახლის მარჯვნივ და შემოუვლის სამჯერ. მიას ამ დროს სრულებიტ არა აცვია რა. სულ შისველ-ტიტველი არის ამ უშველებელ ნამქერიან თოვლში და იძახის: "ნიშგვეი ქვითი ჰარინკიარი!" ესე იგი: როგორც მე ეხლა შიშველი და ცარიელი ვარ, ეგრე ცარიელი გაუშვი, ღმერთო, ჩვენგან ჩვენი ქურდიო.
ახალი წლის წინა ღამეს სვანეთში სულ საღამოდან დაწყებული შუაღამემდე აცხობენ ბევრ პატარა ყველიან პურებს, ამასთანავე ერთ დიდს გამოაცხობენ, რომელსაც შუაზე ჯვარი ექნება გამოსახული. მოიტანენ თაფლს, ყველს, ხორს და სხვა , ჩააწყობენ გილდელში და კარებთან დაკიდებენ, რომ მაკვლიელს მზად დახვდეს. როგორც ირიჟრაჟებს, უფროსი კაცი ოჯახში ადგება და ცეცხლს დანთებს, რომელიც სულის შებერვით უნდა გააჩაღოს, ამიტომ ის ბევრ წვალებაშია და ბოლოს კალთის ქნევასაც იშველიებს.
ის კაცი გააღვიძებს მწყაზარ დედაკაცს, დედაკაცი კი გააღვიძებს ერთ ყმაწვილს. ესენი უნდა იყვნენ ყველაზე კეთილი ხასიათისანი ოჯახში. მამაკაცი ახსნის ხარს, რომელიც ყველაზე დიდი ტანის არის საქონელში, მოაბამს თოკს რქებში და წინ გაუძღვება. ბავშვი ხარს მისდევს. დედაკაცს ხორაგიანი გიდელი ჰკლიდია ზურგზე. სანამ სახლში არ დავრუნდებიან, ამათ ხმა არ უნდა მაოიღონ, ე.ი. არ უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. მივლენ წყალზე და ხარს წყალს ასმევენ. შემდეგ დაბრუნდებიან სახლში, მივლენ კალოზე და თოვლის ზვინს დასდგამენ. შუაზე ნაძვის ხეს ჩაურჭობენ, შემოუვლიან ამას გარშემო და შევლენ სახლში. სანამ მაკვლიელები მობრუნდებიან, სახლში ყველანი ადგებიან. როცა მაკვლიელები კარს მიადგებიან, წინამძღოლი კაცი იძახის: "ყორ მიკარ, ყორ მიკარ!" (კარი გამიღეთ!) ღმერთემაში ხელწიფეშ ჟურ ამღვე, ყორ მიკარ." (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ). შედის სახლში, სამჯერ კერას შემოუვლის, ეხვეწებიან ყველანი ღმერთს, განსაკუთრებით მაკლიელი კაცი, რომელიც ხარს მიუძღვება, შემდეგ ყველა დაჯდება თავის საჯდომზე.. მაკვლიელი კაცი აიღებს ხელში ყველაზე დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობს მასზედ ყველს, ხორცს, თაფლს პურს და ვერცხლის ფულს, დაჰყვება თავიდან და ყველას მიულოცავს. პირველად ვინც უფროსია, იმასთან მივა, მოაკიდებინებს მასზედ ხელს და ატრიალბინებს მარჯვნივ, მაკლიელი ეუბნება: "ღმერთმა მრავალ წელიწადს მოგასწროს, ცოლ-შვილი გიცოცხლოს, გაგამრავლოს, მტერს გაშOროს" და სხვა. მერმე აკბეჩინებს დიდ პურზე, რაც იმ პურზე ეწყო, ყველას ხელში ჩაუყრის. კიდევ დააწყობს იმოდენას მაზედ და ახლა სხვას მოულოცავს. ამნაირად ყველას. ამ დროს ყველამ უნდა დაიაროს მთელი სოფელი და მოალოცვინოს ყველას. ახალწელიწადს არ შეიძლება უარი რამეზე გამოაცხადოს, რაც უნდა სთხოვოთ; ამიტომ, როდესაც ვინმე მოვა, წინსწარ აჩუქებს რამეს, სანამ ის რაიმეს სთხოვს-თუ უარი ვუთხარი ვინმეს, ის დამწყევლისო და მტელ წელიწადს დაწყევლილი ვიქნებიო.
ამ დღეს ან მეორე დღეს, ვინც მონადირეა, ნიშანს დაიდგამს და თუ კარგად ამოიღო ნიშანი, მთელს წელიწადს დაბედნიერებული იქნება თოფის სროლაში და ბევრს ინადირებს; თუ ნიშანს დააცილა, შენი მტრისას იმას გულს შემოეყრება-მთელი წლის განმავლობაში ვერას მოვკლავო. ეს არის მისი წინასწარმეტყველი.
მოტავდა ახლიწელიწადი ჩვენი სვანები ნათლისღებას ელიან.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamara   წარმართული საქართველო   Dec 15 2007, 01:43 AM
staywhite   თამარ, როცა მოიცლი á...   Dec 15 2007, 10:54 AM
tamara   რა თქმა უნდა გავაგá...   Dec 15 2007, 01:08 PM
tamara   საინტერესო იქნებოá...   Dec 15 2007, 02:29 PM
marine   საქართველოში სარწá...   Dec 18 2007, 01:38 PM
tamara   ვერძი, ირემი და ხარá...   Dec 19 2007, 04:12 PM
marine   ხარი და ირემი კი ვი...   Dec 19 2007, 04:19 PM
tamara   კი ვაპირებ, ნელ ნელá...   Dec 19 2007, 04:42 PM
marine   კი ვაპირებ, ნელ ნელ...   Dec 19 2007, 04:43 PM
tamara   ხარი და ირემი უძვეáƒ...   Dec 19 2007, 11:55 PM
tamara   საქართველო უძველეá...   Dec 29 2007, 02:24 AM
laziale   მაგარი თემააა :) საი...   Feb 7 2008, 04:26 PM
tamuna m   მაგარი თემააა :) საáƒ...   Feb 21 2008, 09:29 PM
თემო   მინდა თემა გავხსნა...   Feb 7 2008, 04:46 PM
marine   მინდა თემა გავხსნáƒ...   Feb 7 2008, 05:05 PM
marine   tamara საქართველოში ვა...   Feb 19 2008, 05:49 PM
tamuna m   თამარ, აქ რაგაცეებáƒ...   Feb 21 2008, 02:42 PM
marine   ძველ ქართულ ასტრაáƒ...   Feb 21 2008, 05:53 PM
tamara   tamuna m მადლობა ძვირფა...   Feb 21 2008, 05:42 PM
tamuna m   თამარ, საიდანაც გაáƒ...   Feb 21 2008, 07:01 PM
tamuna m   მეგრული მითების პე...   Feb 21 2008, 08:45 PM
tamara   ბარბალე – ქართულ მáƒ...   Feb 21 2008, 08:59 PM
tamuna m   ქართველებს გაღმერá...   Feb 27 2008, 01:43 PM
marine   ქართველები მცენაáƒ...   Feb 27 2008, 02:37 PM
ალექსანდრე   თქვენ დარწმუნებულá...   Feb 27 2008, 02:03 PM
tamuna m   რა გითხრა მარინე? მá...   Feb 27 2008, 04:53 PM
marine   რა გითხრა მარინე? მ...   Feb 27 2008, 05:01 PM
tamuna m   ქრისტიანობი წინამá...   Feb 27 2008, 07:40 PM
tamuna m   ვაგრძელებ მითრას კ...   Feb 28 2008, 01:20 PM
marine   მიტრას კულტის ჩვეáƒ...   Feb 28 2008, 02:45 PM
tamuna m   ვაგრძელებ... ჩვენი áƒ...   Feb 29 2008, 11:27 PM
tamuna m   ფშავ-ხევსურეთში წმ...   Mar 1 2008, 02:26 PM
tamuna m   მითი, ლეგენდა, გადმá...   Mar 4 2008, 05:27 PM
tamuna m   რატომ არის საქრთვე...   Mar 4 2008, 05:44 PM
marine   რატომ არის საქრთვáƒ...   Mar 5 2008, 10:39 AM
tamara   ალი – ქართულ მითოლáƒ...   Mar 4 2008, 07:39 PM
tamara   გახუა მეგრელაური áƒ...   Mar 4 2008, 08:24 PM
tamuna m   დალი და მონადირე აáƒ...   Mar 4 2008, 08:42 PM
tamuna m   როგორ გაჩნდა ქვეყა...   Mar 4 2008, 09:01 PM
tamuna m   დალი და მონადირე მáƒ...   Mar 5 2008, 12:04 PM
tamuna m   დევი -ბოხეენი ყოფიá...   Mar 5 2008, 02:23 PM
tamuna m   ნადირთა პატრონი და...   Mar 8 2008, 12:51 PM
tamuna m   მონადირე ნაკუწა ...   Mar 8 2008, 01:09 PM
tamuna m   კ ო პ ა ლ ა ძველ დროშ...   Mar 9 2008, 11:51 PM
tamuna m   ბაზალეთში ყოფილა ე...   Mar 11 2008, 12:01 PM
tamuna m   ............... დევსა და ეშმá...   Mar 11 2008, 12:51 PM
marine   მაღალია ფაშარაოს áƒ...   Mar 12 2008, 11:59 AM
tamuna m   წყლის კულტი (გიგი ხ...   Mar 12 2008, 07:59 PM
tamuna m   კამეჩი ძველად კამá...   Mar 12 2008, 08:43 PM
tamuna m   ვინ იყვნენ "პაპებ...   Mar 13 2008, 12:26 PM
tamuna m   გაგრძელება... წირვა...   Mar 15 2008, 01:13 PM
ketino   ასეთ საინტერესო ლე...   Mar 15 2008, 04:51 PM
tamuna m   ქეთინო, მე მაქვს წიá...   Mar 15 2008, 05:04 PM
tamuna m   ვინ იყვნენ "პაპებ...   Mar 15 2008, 05:40 PM
tamuna m   გვირგვინის კურთხეá...   Mar 15 2008, 06:16 PM
tamuna m   ყვავსაყდარა ენისე...   Mar 16 2008, 08:12 PM
tamuna m   რატომ არ ჩანს ქალიáƒ...   Mar 16 2008, 08:25 PM
tamara   tamuna m ძალიან საინტერá...   Mar 16 2008, 08:32 PM
tamuna m   ძალიან კარგი! მეც ...   Mar 16 2008, 10:03 PM
tamuna m   რატომ არ ეკარება ფáƒ...   Mar 17 2008, 11:24 AM
tamuna m   რატომ წივის ძერა ღ...   Mar 17 2008, 11:36 AM
tamuna m   ხარება და ხარხარებ...   Mar 18 2008, 04:50 PM
marine   tamuna m ღმერთმა გაგახა...   Mar 18 2008, 05:04 PM
tamuna m   ელია ხარაზი წმინდáƒ...   Mar 18 2008, 05:08 PM
tamuna m   ბუმბერაზი ოღუზები ...   Mar 18 2008, 05:19 PM
tamuna m   რატომ ჰქვია კახი იáƒ...   Mar 18 2008, 05:55 PM
tamuna m   ქალქვა შაბაშყეინი...   Mar 19 2008, 01:13 PM
tamuna m   მედავითნე და ყვავი...   Mar 19 2008, 07:00 PM
tamuna m   გურჯისტანის ხატი ე...   Mar 20 2008, 01:01 PM
tamuna m   ძარწემის წმინდა გი...   Mar 20 2008, 01:16 PM
tamuna m   ანდაზები: ა,ბ,გ,დ აგ...   Mar 25 2008, 06:46 PM
tamuna m   ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ ერთი áƒ...   Mar 27 2008, 03:06 PM
marine   ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ თუ ლხá...   Mar 27 2008, 03:13 PM
tamuna m   ო, ჟ, რ, ს, უ, ქ ობლის მ...   Mar 27 2008, 04:43 PM
tamuna m   ღ, ყ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ ღáƒ...   Mar 27 2008, 05:32 PM
tamuna m   რაჭველთა რწმენა (სáƒ...   Mar 31 2008, 06:06 PM
tamuna m   ასეთივე ხასიათისა ...   Mar 31 2008, 08:18 PM
tamuna m   რაჭველების საკულტá...   Apr 1 2008, 04:18 PM
tamuna m   იმერელთა რწმენა (ჯá...   Apr 1 2008, 05:18 PM
tamuna m   აი, ასეთი ახალი წელá...   Apr 3 2008, 12:10 PM
tamuna m   [b]სვანების რწმენა (...   Apr 8 2008, 04:52 PM
falestra   სვანეთიდან: ლამარá...   Apr 9 2008, 01:08 PM
tamuna m   falestra შენ გაიხარე! სá...   Apr 9 2008, 10:15 PM
falestra   tamuna m აბა ისე რა სვანáƒ...   Apr 10 2008, 12:31 AM
ართი ვარდი   falestra თუ არ ვცდები ლაáƒ...   Apr 10 2008, 12:33 AM
falestra   ართი ვარდი წარმართ...   Apr 10 2008, 12:40 AM
tamara   წარმართული ბარბალ...   Apr 10 2008, 07:46 PM
tamuna m   ვაგრძელებ სვანეთიá...   Apr 14 2008, 03:18 PM
tamuna m   კოხი (სეტყვა) სვანეá...   Apr 14 2008, 06:40 PM
tamuna m   უფლიშის დღესასწაუá...   Apr 21 2008, 08:10 PM
tamuna m   მგონი, ეს ახლა აქტუá...   Apr 22 2008, 07:54 PM
falestra   tamuna m მინდოდა მეთხოვ...   Apr 23 2008, 11:51 PM
tamuna m   falestra სვანებზე დასაწá...   Apr 24 2008, 08:57 PM
falestra   tamuna m მესმის... ძალიან...   Apr 24 2008, 10:26 PM
tamuna m   წესები მიცვალებულá...   Apr 29 2008, 08:43 PM
tamuna m   სვანების ზოგიერთი ...   May 9 2008, 05:11 PM
tamuna m   დიდი ხუთსაბათს დილ...   May 14 2008, 12:18 PM
tamuna m   შელოცვები ტვინის áƒ...   Jun 2 2008, 08:21 PM
OPERATOR   http://church.ge/index.php?showtopic=4463   Jun 2 2008, 09:48 PM
tamuna m   თოვლის ლოცვა (მოხეáƒ...   Jun 3 2008, 01:03 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd November 2026 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი