9 აპრილის ტრაგედია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
9 აპრილის ტრაგედია |
marine |
Mar 27 2008, 02:30 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია. ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ. დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე. მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა. ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება. გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა. დიდი პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2008, 05:06 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
... ახლა საჭიროა უფრო მოქნილი და უფრო გონივრული სიცოცხლე, ახლა მთავარია მომავალზე ფიქრი, ახლა მთავარია ურთიერთნდობა და კიდე ურთიერთნდობა.
მუხლს ვიყრი უდანაშაულოდ დაღუპულთა წინაშე, რომელთა სულის მშვენიერება აკეთილშობილებს საქართველოს ხვალინდელ დღეს. ჯვარცმული ერი ვართ, "ჯვარს აცვამენ მას და იყოფენ მის სამოსელს, წილის ყრით, - ვინ რა აიღოს!" დღეს ასეა ჩვენი საქმე, ჭკუით ვერ უნდა გვაჯობონ, იქნებ, თავად უნდა მოვუხმოთ ჭკუას? და რაც მთავარია, ძალიან მთავარი: ერთმანეთთან "იყავით გულმოწყალენი ისევე, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე..." ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი სიმშვიდე!.. ჩვენი თავის პატრონი ჩვენა ვართ, ნურავის იმედი გვექნება!.. /ჯანსუღ ჩარკვიანი/ ... მოდით ისევ ჩვენით, სხვათა დაუხმარებლად, ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი - ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედა-ბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგისახეს. /ოთარ ჭილაძე/ "ჯვარი ვაზისა" N2, 1989 9 აპრილი ტანკები, ფარები, ტიტები... თამუნა, ნათია, ეკა... სადა ხართ? სიცოცხლე გრძელდება, ჩვენ ვინ დაგვაშორა ნეტავ? თქვენ სიმართლისათვის ეწამეთ... ხალხის გულისთვის მართლებს ვინ, ვინ დაგიწყევლათ ის ღამე, ან ვინ შეგადარათ სანთლებს? ტანკები, ქაშვეთი, ტიტები, სიმღერა მთავრობის სახლთან. სადა ხართ, სიცოცხლე გრძლედება, სამშობლო გეძახით, სად ხართ? /ფრიდონ გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი