სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
მნათე |
Jul 13 2007, 12:19 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თემა იხსნება, ფორუმის წევრთა მოტივირებისთვის... ალბათ როცა რეგისტრაციას გადიოდით, ბანერზე დალანდეთ რომ ფორუმი გახლავთ "მართლმადიდებლური" პროფილის ( ), ა.გ თქვენ უკვე გარკვეული წინასწარი ინფორმაცია მიიღეთ მასში განთავსებულ ტექსტურასა თუ მპოსტავ იუზერებზე... მაგრამ ვფიქრობ დროა გავიაზროთ, რომ ეს ღვთაებრივი სიტყვა - ბერძნული ორთოდოქსიის შესატყვისი რომ არის და სწორედ დიდებას გულისხმობს, სულაც არ გახლავთ ასეთი მშრალი და იდეოლოგიური, როგორადაც მას ხშირად წარმოადგენენ... მართლმადიდებლობა ეს არის მადიდებლობა და რწმენა სიყვარულში, უკეთ - რწმენის გავრცელება სიყვარულში, კიდევ უკეთ - რწმენისა და ჭეშმარიტების დამოწმება სიყვარულით! - თითოეული ადამიანი, რომელიც ფორუმზე შემოდის, რა თქმა უნდა ხვდება ეკლესიურ გარემოში, რადგან მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის წევრია - მაშასადამე ისინი ჩვენგან მოელიან რაღაც არაჩვეულებრივს თუ არა, განსხვავებულს მაინც, ასეთ ადამიანებს რამდენიმე რამ მინდა ვუთხრა: 1. ღმერთი ადამიანებით არ იზომება და ნურც თქვენ გაზომავთ მას ჩვენით. 2. მართალია ჩვენ გვევალება ვიყოთ "ამ სოფლის მარილი", მაგრამ ხშირად ჩვენსავე სამარილეში, წიწაკის მეტი არაფერია. 3. ეკლესია თითქმის ყველა საუკუნეში სამწუხაროდ ისევ ადამიანთა დაუდევრობისა და ურწმუნოების გამო ასეთ ქარ-ცცეხლში იყო, თავად პავლე მოციქულს უწევდა მკაცრი გამონათქვამების მთელი ნუსხის მიწერა მაშინდელი ქრისტეანული თემებისადმი, რომელიც საოცრად ეხმიანება ფორუმის ყოფას: "თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ" (გალატ 5,15) "ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის" (ფილიპ. 2; 20-21) ეს ნუ დაგაბრკოლებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიღწვით სრულყოფილებისთვი, ჩვენი მიზანია აღარ ვიყოთ მშრალნი, ნელთბილნი და უსიყვარულონი! " ხოლო მე შეგაგონებთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით (კორ. I, 1,10) ჩვენი ვალია გვიყვარდეს, რადგან ქრისტეს სურს ამ ქვეყნის ბრძენთა და ფარისეველთ, სწორედ ჩვენი უანგარო ერთგულებით დასცინოს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
arizona |
Apr 10 2008, 03:12 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,470 |
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება.
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს. -------------------- Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი