ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2008, 01:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოწყალების ძალა
წმინდა ონოფრე დიდი (IV ს.) სპარსეთი მეფისწული იყო. უფლის ბრძანებით, ის ბავშვობიდანვე მონასტერში მიაბარეს. შვიდი წლის რომ შესრულდა, მონასტრის ბერები ერთი სასწაულის მოწმენი გახდნენ: მონასტრის მნე ბავშვს დღეში ერთხელ თითო ნაჭერ პურს აძლევდა. ერთხელ ერთმა ბერმა შემთხვევით დაინახა, რომ ონოფრე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა და ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის კალთაში მჯდომ ყრმა იესოს პურს უწვდიდა, თან ეუბნებოდა: აიღე ჩემი პური და შეჭამე, შენც ჩემსავით პატარა ხარ, მაგრამ მნე პურს არ გაძლევს, გეშიებაო. ყრმა იესომაც გამოუწოდა ხელი და პური აიღო. გაოგნებულმა ბერმა ნანახი სხვა ბერებს უამბო, მაგრამ არავინ დაუჯერა, არც მნემ დაიჯერა და წინამძღვარს შეატყობინა. წინამძღვარმა უბრძანა, აღარ მიეცა მეორე დღეს ონოფრესათვის პური. - დღეს შენთვის პური აღარ დამრჩა. წადი და იესოს გამოართვი, აი, იქ, ხატზე რომ არის - უთხრა მნემ ბავშვს მეორე დღეს. ონოფრე მორჩილად მიტრიალდა და ხატთან მივიდა. ბერები ჩუმად გაჰყვნენ და სუნთქვაშეკრულნი დაელოდნენ, რა მოხდებოდა. პატარა ონოფრე ხატს მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და მიმართა: „მნემ დღეს პური არ მომცა, აღარ დამრჩაო, ასე მითხრა, იესოსთან მიდი და ის მოგცემსო. გთხოვ პაწია ნატეხი მაინც მომეცი, თორემ უკვე ძალიან მომშივდა.“ ამის თქმაზე ხატიდან იესომ ხელი გამოუწოდა და საუცხოო პური გადასცა. პატარა ნატეხი კი არ იმხელა იყო, ბავშვმა ძლივს მიიტანა წინაძღვართან. მთელი მონასტერი ერთხმად ადიდებდა უფალს. /“საკვირველი ამბები წმინდანთა ცხოვრებიდან“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი