IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა და შვილთა ''ბრძოლა''
ქავთარაძე
პოსტი Apr 10 2008, 11:03 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









აბა ხალხნო რა იცით ამ დაპირისპირების შესახებ? თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
ეს დაპირისპირება წარმოიშვა მას შემდეგ რაც რუსეთის მეფის - ნიკოლოზ I-ის ვიზიტისას საქართველოში, ახალგაზრდა(ილია, აკაკი...) თაობას დაასწრეს ხნიერებმა(გრიგილ ორბელიანი და სხვები) და მეფეს თხოვეს საქართველოში გაეხსნა სამხედრო სასწავლებელი, ხოლო ილიას და მის თანამოაზრეებს სურდათ ნიკოლოზ I -ისთვის ეთხოვათ უნივერსიტეტის გახსნა(არ გაიხსნა)
გაიხსნა სამხედრო სასწავლებელი და ამის შემდეგ აგორდა დიიდი დაპირისპირება.
ჩამოყალიბდა 2 მხარე- მამები და შვილები.
აბა აბა ძალზედ საიტერესო თემაა.

ერთის მხრივ ჩინ-მედლებზე გაყიდული მამულის "მოღალატე შვილები" და მეორეს მხრივ "ბურთივით მრგვალი" ლიბერალები.

მოველი თემის განვითარებას.
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
q-e-T-i
პოსტი Apr 11 2008, 02:50 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



როგორც ცნობილია, მამათა და შვილთა ბრძოლა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა დაიწყო 60-იან წლებში, როდესაც ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა თერგდალეულთა ბელადის ილია ჭავჭავაძის სტატია "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვის მიერ "შეშლილის" თარგმანზედა "... ეს ბრძოლა თაბდაპრველად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების აგრეთვე ანისა და სტილის საკითხებს მოიცავდა.: ახალი თაობა მოითხოვდა მწერლის დაახლოებას ხალხთან, უაურყოფდნენ ორთოგრაფიულ, გრამატუკულ არქაიზმებს, მაღალ სტილს და ა.შ, ყოველივე ეს "მამების" უკმაყოფილებასა და გულისწყრომას იწვევდა.

ეს ბრძოლა გამწვავდა როცა 1871 წელს ილიამ ხელნაწერით გაავრცელა თავისი ცნობილი "გამოცანები", რომელიც მიმართული იყო ქართველი თავადაზნაურობის მიმართ....

რადგან, 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ს ახალმა თაობამ უნივერსიტეტის გახსნის შესახებ მიართვა ადრესი, მეფისნაცვალისა და თავადაზნაურთა ზეგავლენით რევაზ ანდრონიკაშვილმა შეუცვალა ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად ითხოვა თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა.....

გრიგოლ ორბელიანმა თავისი პასუხი დაბეჭდა "ცისკარში" 1874 წელს სათაურით " პასუხი უღირსთა შვილთა"....


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 12:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი