![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
arizona |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,470 ![]() |
როდესაც საუბრობენ დანაშაულზე, როგორც მომხდარ ფაქტზე წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ობიექტური ნიშანი ობიექტური მხარისა და უპირველეს ყოვლისა_მომხდარი შედეგები. თუმცა, დანაშაული როდი წარმოადგენს გაყინულ სტატისტიკურ მოვლენას, არამედ, ეს არის პროცესი, რომელიც ვითარდება დროსა და სივრცეში. ამგვარად, შეიძლება გამოვყოთ ობიექტური მხარის სამი ძირითადი, მეტ-ნაკლებად საერთო ეტაპები.
I საზოგადოებრივად საშიშ ქმედებათა (უმოქმედობათა) გარეგანი მხარე. II გარემომცველ სამყაროში მათ მიერ შექმნილი ცვლილებები. III კანონმდებლობით დაცული საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის ზარალის მიყენება. ადამიანის მიერ გაცნობიერებული ქმედება, რაც აინტერესებს კანონმდებლობას ყოველთვის იმართება სუბიექტის ფსიქოლოგიური თავისებურებებით, მისი ნებისყოფით, მოწმდება მის ცნობიერებაში ამა თუ იმ ხარისხით. ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ თვით ადამიანის ეს ფსიქოლოგიური თავისებურებანი, მისი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისადმი, სხვა ხალხისადმი და საერთოდ მთლიანი საზოგადოებისადმი ყალიბდება ცხოვრების პირობებით. გარდა ამისა, უშუალო საბაბი, მოცემულ მომენტში განსაზღვრული ქმედებისა, მათ შორის დანაშაულიც დევს იმ გარემო პირობებში, რომელშიც იმყოფებოდა პიროვნება. ყოველი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით შეიძლება განვასხვავოთ გარკვეული სისტემის მიხედვით. შედარებით საშიშ დანაშაულად ითვლება სახელმწიფოებრივი დანაშაულობანი, ესე იგი ისინი, რომლებიც მიმართულნი არიან არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულობანი მრავალფეროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნიშან_ თვისებებით, ყველა ეს ნიშნები შეიძლება შევაერთოთ ერთი განსაზღვრული სქემის სახით და განვალაგოთ ისინი სამ ჯგუფად. ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტს, ესე იგი, რომლებიც იწვევენ დანაშაულს. დანაშაულის სუბიექტის დამახასიათებელი ნიშნები, ესე იგი ვინც ჩადის დანაშაულს ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტურ მხარეს, ესე იგი ჩადენილი ქმედებანი. მართალია დანაშაულობის მიზეზების მეცნიერულ შესწავლას დასაბამი მიეცა მხოლოდ XVIII_XIX საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ ამ პრობლემას იხილავდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები და იურისტები. მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან -------------------- Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
|
![]() ![]() |
ANELI |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 85 რეგისტრ.: 2-February 08 წევრი № 3,830 ![]() |
ცოდვა ის უფროა, რომ იცი შენს გვერდით მკვლელია, რომელმაც ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა, დადის ქუჩაში ამაყად, გულგრილად და ხვალ ზეგ შესაძლოა კიდევ სხვა მრავალი დანაშაული ჩაიდინოს. შენ კი ამას ხელს არ უშლი, ანუ დანაშაულში არ ამხელ. თუ ის არ გინდა, რომ ვინმე დაასმინო, მაშინ ისე გააკეთე, რომ თვითონ მიხვდეს თავის დანაშაულს და მოინანიოს ცოდვები, თუნდაც მხოლოდ უფლის წინაშე.
ყველა თქვენთაგანს დაგისვამთ კითხვას: რას გააკეთებდით, როცა იცით, რომ თქვენი ახლო ნათესავის, მეგობრის ან ახლობლის მკვლელი ქუჩაში ამაყად დასეირნობს, უდარდელად. განა არ ამხილებდით მას, განა თქვენ თვითონ არ შეეცდებოდით მისთვის სამაგიეროს გადახდას. ეს მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანს შეუძლია, რომ სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს. ასეთები ხომ ძალიან ცოტანი არიან. მე ქალი ვარ და ვერავის ვერ შევარჩენ ჩემი ახლობლის თუნდაც დაჩაგვრას. ყველანი ცოდვილები ვართ. მაგრამ არ მიმაჩნია ცოდვად სიმართლის თქმა. ხოდა დამნაშავის მხილებაც სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს. როგორც იურისტი კი შეგახსენებთ სისხლის სამართლის კოდექსის 370-371 მუხლებს. მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი(28.04.2006. N2937) 1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. (22.06. 2007 N 5035) 2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (22.06. 2007 N 5035) შენიშვნა: მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინასწარი გამოძიების პროცესში ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ. მუხლი 371. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა(20.06.2006. N3309 გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ) მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ. -------------------- ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
|
შოთაძე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
ციტატა როგორც იურისტი კი შეგახსენებთ სისხლის სამართლის კოდექსის 370-371 მუხლებს. კანონები ჩვენც კარგად ვიცით, კანონებს რომ იცავდნენ მხოლოდ კანონის დარღვევაზე რომ უსჯიდნენ ადამიანებს სასჯელს მაშინ თითქმის არანაირი პრეტენზია არ იქნებოდა არავის მიმართ! კიდევ ერთხელ ვამბობ გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს და უშვალოდ პიროვნებას, თუ ის მართლაც სასტიკია მაშინ არც არავინ დაფიქრდება ჩავუშვა თუ არ ჩავუშვაო. დამნაშავეს წარმოქმნის საზოგადოება! დამნაშავედ არ იბადებიან ! საზოგადოება უნდა ზრუნდავდეს ადამიანს ის გარემო არ შეუქმნას რომ შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი დანაშაულისკენ მიდრეკილება ან პირიკით! მემგონი ხვდებით რასაც ვგულისხმობ და აქ ქურდული გაგება არანაირად არ არის ! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი