კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Apr 12 2008, 08:06 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ქეით, სანამ სხვები მოვლენ მანამ მე გიპასუხებ
უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ სიკვდილი არის არაბუნებრივი მოვლენა, იმ გაგებით, რომ იგი ცოდვის ჩადენის ნაყოფია, და ადამიანი ერთიანადაა შექმნილი და ამ ერთიანობის დარღვევა, არის დროებითი და იგი უნდა აღსდგეს, სწორედ საყოველთაო აღდგომისას ციტატა სხეულს ასაკი გააჩნია და ის ხრწნადია. მაშ, რომელ სხეულს უნდა შეუერთდეს სული ამის შესახებ პირველ აპოლიგეტ მამებს უწერიათ, ასევე შემდგომებსაც, აქაა შემოკრების თეორია, იყენებენ შედარებას რკინის უმცირეს ნამცეცებსა და მაგნიტისა, რამდენადაც გაბნეული და მცირე არ უნდა იყოს ეს ნაწილები, მაგნიტი მათ მაინც განარჩევს და შემოკრიბავს. შესაბამისადვე იმოქმედებს საღვთო ძალა, რომელიც ადამიანის სხეულის დაშლილ და გაბნეულ ნაწილთაგან აღადგენს ადამიანის სხეულს, ნახეთ რას ამბობს ეპიკოპოსი კალისტრატე უეარი "ადამიანის დაცემის შედეგები იყო როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივიც. ფიზიკურ დონეზე ადამიანი დაექვემდებარა ტკივილსა და ავადმყოფობას, სიბერის სისუსტესა და სხეულის დაშლას. ქალის სიხარული ახალი სიცოცხლის მოვლინებისას შეერია მშობიარობის მწვავე ტკივილების განცდას (შეს. 3:16). არც ერთი მათგანი არ იყო ღმერთის თვდაპირველი გეგმის ნაწილი. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანები დაექვემდებარნენ სულისა და სხეულის გაყრას ფიზიკური სიკვდილის დროს. მაინც, ფიზიკური სიკვდილი უნდა განვიხილოთ არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც განთავისუფლების საშუალება, რომელიც ღმერთმა თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ადამიანებს მისცა. ღმერთს არ სურდა ადამიანს უსასრულოდ ეცხოვრა დაცემულ სამყაროში, მარადიულად ჩაკეტილს თავისი გამოგონების მანკიერ წრეში და მისცა ადამიანს მისგან თავის დაღწევის საშუალება. რადგან სიკვდილი სიცოცხლის დასასრული კი არა მისი განახლების დასაწყისია, ფიზიკური სიკვდილის მიღმა ჩვენ მოველით სულისა და სხეულის ხელახლა შეერთებას სამსჯავროზე, საყოველთაო აღდგომისას. ამგვარად, სიკვდილის დროს ჩვენი სულისა და სხეულის ერთიმეორისაგან განცალკავებისას ღმერთი მოქმედებს როგორც მეკეცე: როდესაც თიხის ჭურჭელი ძერწვის დროს მრუდდება, ის ამტვრევს თიხას, რომ ხელახლა ჩამოქნას ის (იერ.18:1-6)." ციტატა სხული შეიმოსება სხეულით, მაშინ ის სხეული თუ იქნება მსგავსი ამ სულის სიცოცხლის დროს არსებული სხეულისა აქედან, არა "მსგავსი" და არა სხვა და მიმსგავსებული, როგორც ეს გვაქვს რასელისტთა სექტაში, სადაც სხეულთან ერთად სულიც ქრება და "ღმერთის მეხსიერებაში" ინახებიან თურმე, არამედ ღმერთი აღადგენს იგივეს, გაბნეულს შეართებს ციტატა რომელი ასაკის შესაფერი იქნება სულის შესამოსელი სხეული? ახლა დადგა საკითხი, რა სახე ექნება იმ სხეულს, რადგან მრავალი სხვადასხვა ასაკისა წავიდა ამქვეყნიდან, ან მხოლოდ ნაყოფი ან მცირე ჩვილი ან ღრმად მოხუცებული ან შუა ასაკის, ამაზე მამები ვარაუდებენ, რომ აღდგომილი სხეული იქნება ისეთი როგორიც იყო აღდგომილი მაცხოვრის სხეული, და ამახვილებენ ყურადღებას 33 წლის ასაკის ადამიანზე, ანუ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აღდგება ადამიანის სხეული მისი ჩამოყალიბების კულმინაციისას, ანუ სხეულებრივად სრულყოფილად , როგორც ადამის სხეული შექმნა ღმერთმა... სხვათაშორის ეს საინტერესო საკითხია და თუ გამოჩნდება აუცილებლობა შეიძლება ცალკე თემადაც გაიხსნას... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი