IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა
yipiani gio
პოსტი Sep 9 2007, 10:06 PM
პოსტი #1


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



გთხოვთ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროდ,რადგან ეს თემა საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესია...


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 14 2007, 04:52 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,845
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამილახვრები

(ფოტოები გადაღებულია 1850-1914 წწ-ში)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ბოლო სურათი გაფერადებულია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 14 2008, 06:52 AM
პოსტი #3


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(marine @ Sep 14 2007, 03:52 PM) *

ამილახვრები

(ფოტოები გადაღებულია 1850-1914 წწ-ში)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ბოლო სურათი გაფერადებულია

smile.gif ბოლო სურათში გივი ამილახვარი ხომ არ არის?

ციტატა(yipiani gio @ Sep 13 2007, 03:36 PM) *

ამილახვარნი

ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა.


smile.gif ამ გვარის გამორჩეული და დიდი ქართველი იყო,გივი ამილახვარი,რომელიც ყოველთვის თავის პირად ინტერესებს ანაცვალებდა სამშობლოს ინტერესს.აქვე, ვფიქრობ ურიგო არ უნდა იყოს, მისი ცხოვრება მოღვაწეობა,რომ გავიხსენოთ:




გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი






1726 წელს ოსმალებმა სიონის მეჩეთად გადაკეთება განიზრახეს. გივი ამილახვარმა მუსლიმანებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. 1727 წელს ისაყ-ფაშა ჯაყელმა ქრისტიანი გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყ-ბეგად დანიშნა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას "ლეკიანობა" წარმოადგენდა. დაღესტნელები პერმანენტულად არბევდნენ ქართულ სოფლებს. ამილახვარმა ისაყ-ფაშა ჯაყელთან და ოსმალებთან ერთად დალაშქრა დაღესტანი და გარკვეულწილად, შვება მისცა ქართლ-კახეთის გლეხობას.
ამავე წელს თურქები კახეთის აჯანყების ჩახშობას ცდილობდნენ. გივი ამილახვარი მეამბოხე ქართველებს ფარულად ეხმარებოდა.

1734 წელს ოსმალებს ირანელ ავშართა ტომის ბელადი თამაზ-ყული ხანი დაუპირისპირდა. ამით ისარგებლა ამილახვარმა და მოულოდნელი იერიშით გორი თურქეთაგან გაათავისუფლა. თავისი ჯარით აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისიდან ოსმალთა განდევნაშიც. 1736 წლის 6 ოქტომბერს თბილისში თამაზ-ყული ხანი შემოვიდა. ამ დროს გივი ამილახვარი თავის ქალიშვილს აქორწინებდა ქართლის ტახტის მემკვიდრე თეიმურაზ ბაგრატიონზე (შემდგომში ანტონ I კათოლიკოსი). ყიზილბაშებმა საქმროს პატარძალი ტაძრიდან წარსტაცეს. ამილახვარი დააპატიმრეს. თამაზ-ყული-ხანი უძლიერეს ქართველ ფეოდალს არ ენდობოდა. 1736 წელს გივი ამილახვარი ტყვეობიდან გაიქცა და შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ქართველები ქსნის ხეობაში გამაგრდნენ და პირისპირ შეტაკებებითა და პარტიზანული ბრძოლებით მრავალგზის დაამარცხეს ირანელები. ღალატის წყალობით გივი ამილახვარი ვერაგულად შეიპყრეს.

ამასობაში თამაზ-ყული-ხანმა თავი ირანის შაჰინ-შაჰად გამოაცხადა და ნადირ-შაჰი დაირქვა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ავღანეთში ილაშქრა. ტყვედყოფილი გივი ამილახვარიც ზაიყვანეს ავღანეთში. სამხედრო ნიჭისა თუ პირადი მამაცობის წყალობით, გივი ამილახვარმა იმდენი მოახერხა, რომ ირანელთა ჯარის ერთ-ერთი სარდალი გახდა; ავღანეთი სხვა ქართველებთან ერთად სწორედ გივი ამილახვარმა დაიპყრო.

1741 წელს შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა და დაუმორჩილა საამილარო და ქსნის საერისთავო. ამავე წელს, გივი ამილახვარმა ნადირ-შაჰთან ერთად დაღისტანში ილაშქრა და კიდევ ერთხელ დასაჯა საქართველოს დამაწიოკებელი ლეკები.

1742 წელს ნადირ-შაჰმა ნაცვლად შეწერილი 1800ტ. პურისა, ჯერ 9000ტ ამოიღო და შემდეგ 6000ტ მოითხოვა. ქართლის მოსახლეობა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. პარალელურად ქართლში ირანელები ყიზილბაშური მძიმე მმართველობის დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამასთან, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა როგორც ირანელთა ხარკი, მალუჯათი, ასევე ყიზილბაშური ჯარის შენახვა. გივი ამილახვარი უდიდესი პატივით სარგებლობდა და ირანელთა მხარდაჭერის წყალობით აღმოსავლეთ საქართველოში უპირველეს პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა. მან მაინც გაჭირვებაში ჩავარდნილი ხალხის მხარე დაიჭირა და სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას.

გივი ამილახვარი აჯანყებულებთან ერთად ქსნის ხეობაში გამაგრდა; მოიმხრო არაგველები და საამილახვროს მოსახლეობა. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები.
მეფობა შესთავაზა თეიმურაზ ბაგრატიონს, რომელმაც ირანელთა მორჩილება ამჯობინა და აჯანყებულ ქართლს მხარი არ დაუჭირა. ამ დროს, ნადირ-შაჰი დაღესტანში ლაშქრობას გეგმავდა. ტრანსპორტი სჭირდებოდა და სურდა, რომ ზურგიც დაცული ჰქონოდა. ამიტომაც გივის შერიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამილახვარმა ბორჯომის ხეობაც დაიკავა და უსუფ-ფაშა ჯაყელთან კავშირი შექმნა. მისგან ფული და იარაღი მიიღო და ახალი ძალისხმევით განაგრძო ბრძოლა ნადირ-შაჰის წინაამდეგ. მეფედ მოიწვია იმჟამად რუსეთს მყოფი ვახტანგ VI-ის ვაჟი, ბაქარი. უაღრესად შევიწროებულმა ნადირ-შაჰმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ზავი გივი ამილახვარს, რომელიც ქართლის საბოლოო გათავისუფლებამდე არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. მაშინ ირანის შაჰმა მაჩაბლები და ქვემო ქართლის თავადები მოისყიდა.

მაჩაბლებმა, ორბელიანებმა თუ ბარათაშვილებმა აჯანყებულებს უღალატეს. გივი ამილახვარმა გამცემნი სასტიკად დაარბია.
ნადირ-შაჰს თეიმურაზ კახთ-ბატონიც მიემხრო და მათ ერთად დაიკავეს არაგვის ხეობა. 1744 წელს ირანელებმა ქსნის ხევიც გადაიბირეს. გივი ამილახვარის ბიძაშვილმა, რევაზ ამილახვარმა ქართლელებს უღალატა და მტერს წირქვალი გადასცა. ამილახვარმა უსუფ-ფაშა ჯაყელი და ლეკები მოიშველია. თეიმურაზ II ირანელთა ჯარით სამაჩაბლოში შევიდა. მისმა ვაჟმა, ერეკლემ თუშ-კახელების რაზმის დახმარებით, აჩაბეთის ციზე მოულოდნელი დარტყმით აიღო. ამილახვარმა ალყა დაარტყა თეიმურაზისა და კახურ-ყიზილბაშურ ბანაკს. ერეკლემ ალყა გაარღვია და ზურგიდან შეუტია ამილახვარს. მან უკან დაიხია, თუმცა, მალე თეიმურაზი და ირანელები გორთან დაამარცხა. პარალელურად გივის მოკავშირე უსუფ-ფაშა ჯაყელი და მესხები არაგვის ხევის დაუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ერეკლემ სძლია. ახალციხელებმა ქართლი დატოვეს. გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამაგრდა.

ირანელებმა ვერ შეძლეს ქართლის დამორჩილება. შაჰი დათმობაზე წავიდა და ამილახვრის თავის სანაცვლოდ, თეიმურაზ II -სა და ერეკლე II -ს ქრისტიანობის შენარჩუნების პირობით ქართლ-კახეთის სამეფო გვირგვინები შესთავაზა. თეიმურაზი 9000 ირანელისა და ავღანელის თანხლებით სურამის ციხეს შემოეწყო. მის ხელქვეითად იმყოფებოდა კავკასიელ მუსლიმანთა ჯარები და ქართული ჯარიც. სურამში გამაგრებული ამილახვარი, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დანებებას არ აპირებდა. მას ნადირ-შაჰის პირობებიც აუწყეს.

ამილახვარმა ცოლი დაიბარა მოსალაპარაკებლად. ხმალი მოიხსნა და მხოლოდ დედოფალს დანებდა დაუმორჩილებელი გმირი. ამილახვარი ცოლითურთ თბილისში ჩამოიყვანეს. 1745 წელს 1 ოქტომბერს თეიმურაზ II -სვეტიცხოველში ქრისტიანობის შენარჩუნებით ქართლის მეფედ ეკურთხა და მირონი იცხო. დაახლოებით საუკუნე-ნახევრის მანძილზე არც ერთ ბაგრატიონს არ ღირსებია სვეტიცხოველში მირონცხება.

გივი ამილახვარმა თავგანწირვის ფასად, ირანის მბრძანებელი ნადირ-შაჰი აიძულა, რომ ქართლში ქრისტიანული სამეფოს აღდგენა ეცნო. ირანიდან რამდენიმე ხანში ნადირ-შაჰის წერილი მოვიდა. იგი ამილახვარზე ბრძანებდა: "ან აქ გამოგზავნეთ და თუ მანდ გეყოლებათ, თავალები დათხარეთ". იგი დაბრმავებას ამჯობინებს, მაგრამ მაინც ირანში გაგზავნა გადაუწყვიტეს.

ნადირ-შაჰმა თავდაპირველად გივი ამილახვარს პენსია დაუნიშნა. ხოლო რამდენიმე ხანში მას შაჰ-ყული-ხანის ტიტული უბოძა და ირანის გვარდიის მთავარსარდლად დანიშნა. დაახლოებით 5-6 წელიწადში გივი ამილაცვარმა 10-ჯერ მაინც დაამარცხა ნადირ-შაჰი. ირანის მბრძანებელი რაღაც ახალი მიზნისთვის ინახავდა ქართველ სარდალს.

1747 წელს თეიმურაზ II და ერეკლე II ირანს განუდგნენ. ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარს ქართლ-კახეთის დასასჯელად განკუთვნილი 30000-იანი არმიის სარდლობა ჩააბარა. მაგრამ ის საქართველოზე არ წამოსულა. ნადირ-შაჰი კი მოკლეს... ამილახვარმა ირანში მცხოვრები ქართველები შემოიკრიბა. თან წამოიღო დიდძალი განძი. ბრძოლით გაარღვია სპარსული სახანოები და ნადავლითა და ქართული მხედრობით 1749 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

საგანძურის დიდი ნაწილი თეიმურაზსა და ერეკლეს მიართვა. თეიმურაზ II-მ გივი ამილახვარი თბილისი მოურავად დაადგინა.

ამილახვარმა სიცოცხლის ბოლომდე მრავალი ტაძარი და ეკლესია აღადგინა ქართლსა და იმერეთში. ასევე მუსლიმანთა ხელში მყოფ მესხეთში. ფულითა და ჯარით მუდმივად ეხმარებოდა თეიმურაზსა და ერეკლე II-ს.

გივი ამილახვრისთვის ირანის გვარდიის მთავარსარდლობაზე და ქართლის გამგებლობაზე მნიშვნელოვანი ქართველი ერის თავისუფლება იყო.
მან 1745 წელს მკვდრეთით აღადგინა საქართველოს სამეფო.
წმ. გიორგის სახელზე ქაშვეთის ეკლესია ააშენა.
იქ დაიწყო მსახურება და იქვე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მანძილზე მრავალი წყენა ახსოვდა როგორც ქართლის, ისე კახეთის ბაგრატიონებისგან, მისი დევიზი იყო: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი".


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
yipiani gio   ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა   Sep 9 2007, 10:06 PM
yipiani gio   დავიწყოთ აბაშიძიდ...   Sep 10 2007, 01:03 AM
yipiani gio   აბაშისშვილები ესე...   Sep 10 2007, 02:39 PM
yipiani gio   ავალისშვილნი ესენ...   Sep 10 2007, 08:40 PM
yipiani gio   ამილახვარნი ამათნ...   Sep 13 2007, 04:36 PM
yipiani gio   ამირეჯიბნი ამირაჯ...   Sep 13 2007, 05:24 PM
yipiani gio   ანდრონიკაშვილები ...   Sep 14 2007, 03:24 PM
marine   ვახტანგ VI-ის სამართ...   Sep 14 2007, 03:59 PM
yipiani gio   ვიცი და მერე მაგ თა...   Sep 14 2007, 04:05 PM
marine   ვიცი და მერე მაგ თა...   Sep 14 2007, 04:06 PM
yipiani gio   marine შენც ასევე.დიდი ...   Sep 14 2007, 04:15 PM
marine   ამილახვრები (ფოტო...   Sep 14 2007, 04:52 PM
xornabujeli   ამილახვრები (ფოტო...   Apr 14 2008, 06:52 AM
yipiani gio   შენ გაიხარე მარინე   Sep 14 2007, 06:52 PM
Lenus   ................   Sep 14 2007, 07:23 PM
yipiani gio   GEOGEN.GE   Sep 14 2007, 07:50 PM
yipiani gio   Lenus აქ ძალიან საინტე...   Sep 15 2007, 05:46 PM
Lenus   ................   Sep 16 2007, 07:27 AM
ketino   ჰაჰ, ყიფიანები რაჭ...   Sep 16 2007, 05:46 PM
yipiani gio   მაგ საიტზე ეგრეა მ...   Sep 16 2007, 06:10 PM
Lenus   ................   Sep 17 2007, 01:28 PM
yipiani gio   Lenus ეგ რათქმაუნდა ეგ...   Sep 17 2007, 03:10 PM
nanaida   გამარჯობათ. ახვლედ...   Sep 17 2007, 03:25 PM
yipiani gio   ახვლედიანი არც თავ...   Sep 17 2007, 03:35 PM
ჯუღელი   გვარი ჯუღელი მომდი...   Feb 6 2018, 02:11 PM
ჯუღელი   გვარი ჯუღელი მომდი...   Feb 6 2018, 02:34 PM
nanaida   :) რას ამბობ? არცერთ...   Sep 17 2007, 03:38 PM
yipiani gio   www.geogen.ge ლეჩხუმელი ხო ...   Sep 17 2007, 03:39 PM
nanaida   კი :)   Sep 17 2007, 03:40 PM
yipiani gio   მაშინ ტავადის ქალი...   Sep 17 2007, 03:44 PM
nanaida   გენაცვალე :) მადლობ...   Sep 17 2007, 03:47 PM
yipiani gio   ჰაჰაჰა.არა გამახსე...   Sep 17 2007, 03:48 PM
nanaida   :)   Sep 17 2007, 03:49 PM
yipiani gio   ეგ ყველა გვარში ეგ...   Sep 17 2007, 04:36 PM
yipiani gio   3 სიგელი მაქ მათ შორ...   Sep 17 2007, 04:42 PM
nanaida   არა არ მაქვს არაფე...   Sep 17 2007, 05:02 PM
yipiani gio   ჯერ მაგ საქმეს ნამ...   Sep 17 2007, 05:09 PM
jevrie   გამარჯობა... იქნებ ...   Sep 19 2007, 04:21 PM
yipiani gio   jevrie ნამდვილად არ ვი...   Sep 20 2007, 05:54 PM
jevrie   კარგი მგონი ისევ მ...   Sep 20 2007, 06:41 PM
yipiani gio   ძალიან საიტნტერეს...   Sep 21 2007, 03:39 PM
jevrie   დიდი მადლობა :)   Sep 21 2007, 03:59 PM
yipiani gio   jevrie არაფრის.კიდევ რ...   Sep 21 2007, 04:52 PM
yipiani gio   აფაქიძენი(ოდიშის თ...   Sep 21 2007, 05:55 PM
ketino   რაიმე თუ იცით ამილ...   Sep 21 2007, 06:16 PM
yipiani gio   ketino პირველ გვერდზე ...   Sep 21 2007, 10:02 PM
ketino   ვნახე, ... შიო მღვიმი...   Sep 22 2007, 02:03 PM
yipiani gio   აფხაზისშვილნი ეს...   Sep 22 2007, 09:18 PM
yipiani gio   ბარათაშვილები ესე...   Sep 26 2007, 08:55 PM
yipiani gio   ბებუთოვნი ესენი ა...   Sep 28 2007, 06:24 PM
ketino   ჰეჰ, რა უცნაური გვა...   Sep 29 2007, 10:28 PM
yipiani gio   ketino მერე შესაბამისი...   Sep 30 2007, 09:22 PM
ketino   ყიფიანი გიო რა შუა...   Sep 30 2007, 09:55 PM
ketino   გიო იქნებ ჩიჩუებზე...   Oct 1 2007, 07:01 PM
yipiani gio   ჩიჩუა ძველად იყვნ...   Oct 3 2007, 08:25 PM
ketino   აჰა, გავიგე გიო.. ეს...   Oct 3 2007, 08:54 PM
yipiani gio   ketino არა არ გეჩვენებ...   Oct 3 2007, 09:05 PM
ketino   მაყაშვილებზე რას ი...   Oct 8 2007, 11:13 PM
yipiani gio   (მაყაშვილები) ესენ...   Oct 11 2007, 08:42 PM
Georgia_me1121   (მაყაშვილები) ესენ...   Jul 17 2008, 08:48 PM
ketino   მადლობა გიო... :) საინ...   Oct 12 2007, 10:31 PM
yipiani gio   ketino არაფრის,თუ რამე ...   Oct 13 2007, 09:55 PM
yipiani gio   მაინტერესებს თუ ვი...   Dec 8 2007, 09:50 PM
TuTashxia   ვინმემ იცით თარხან...   Dec 9 2007, 03:53 AM
TuTashxia   Lenus მადლობა! ძალია...   Dec 9 2007, 06:15 PM
დავით ივერიელი   TuTashxia lol.... პირდაპირ ჟღ...   Dec 9 2007, 06:22 PM
yipiani gio   მცირე ცნობა კახაბე...   Dec 11 2007, 01:24 AM
ბაჭია   ძალიან საინტერესო ...   Jan 25 2012, 09:36 PM
sable   ბაჭია ი. ახუაშვილი...   Feb 11 2012, 11:01 PM
A.V.M   ეს თემა არ ვიცოდი...   Feb 12 2012, 12:22 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი