წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 14 2008, 03:18 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ვაგრძელებ სვანეთის თემას
ნათლისღება სვანეთში ნათლისების წინადღეს სვანები ემზადებიან, რომ მკვდრებს კარგად დახვდნენ. ნატლისღებას და ორს შემდეგ დღეებში აქ მიცვალებულების მოხსენიება იციან. სვანი ფიქრობს, რომ მკვდრები მათ ეწევიან და ამიტომ ყველა ცდილობს, რომ ყველაფერი ბლომად ჰქონდეს: პური, არაყი, ხორცი, ხილი და სხვა. წინა ღამეს თითო-ოროლა პურს ფანჯრებზე ძესდებენ, რომ მკვდრის სული მოვიდეს და ჭამოს. სადილობისა და ვახშმობის დროს დიდი სუფრები ხორაგით სავსეა, ყველა მეოჯახენი დიდ და პატარა ფეხზე დგანან და ევედრებიან მიცვალებულებს. უფროსი კაცი დაიწყებს: "საბრალ დედე ი ბაბა! ლახხუმრედ მა ემმა იკფოლდესი იშგდოლდეს, ესგვეი იაქაშ მამა არი, მერე ჩიგა ამჟი მად ირა; კოატ კოტოლ სგაი მა ლანმეხრედ, ნიშგვეი აშხი მერმა ბარაქ ლახჭვენდ; ბოფშარს ხოჩამდ ხოცამდად. ჩიუ შვენდბა ჯარხ სალბუ. ქრისტეი ბაგთეისგაუ ჯიგადხ". (საბრალონი დედა და მამა, თუ რამე მოიხმარებოდეს, თუ სეიზლებოდეს და მიირთმეოდეს, სათქვენო არაფერი არის, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იქნება, ცოტა-ცოტა თქვენც მოგვეხმარეთ, მადლი მოგხვდებათ, მარცხს აგვაშორეთ, ჩვენს ერთსა და მეორეს ბარაქა მიეცით, ბავშვებს კარგა მოეპყარით, ღმერთმა ყველას სეგინდოთ, ქრისტეს სუფრაში მოგცეთ მან მონაწილეობა!) დააბრუნებს დედაკაცი პურს მარჯვნივ, მამაკაცი არაყს წაუქცევს თავს. ეს ჩვეულება მუდამ, ყოველ სადილ-ვახშამზე იციან სვანეთში, მაგრამ განსაკუთრებით ამ ორ დღეს. ვახშამს ჭამენ და დიდხნამდი სხედან და რიგ-რიგობით დიდი და პატარა სხვადასხვა ზღაპრებს ამბობენ. ზღაპრები შემოერიათ და ძილიც მოეკიდათ, დაწვნენ. ცოტაც წაიძინეს და უცბად ერთი დედაკაცი წამოდგა და გააღვიძა თავისი ქმარი: მამაშენი სკამზე იჯდა კერასთან და რაღაცაზე გულმოსული იყოო, იმასთან ჩვენი ახლადგარდაცვლილი ბავშვი იყოო. უცბად ადგებიან ყველანი, სადაც მკვდრები ნახა დედაკაცმა, არაყი უნდა დაღვაროს და რომ ბავშვს რამე მოსწონებოდა ვაშლი და თხილი დაუფანტონ - უსათუოდ ცუდი მასპინძელი დავხვდითო და იმიტომ გვემდურებიანო... ახალწელიწადსა და შობას, როგორც სხვა დიდ დღეებშიდაც, ღმერთს შეაძლევენ სამელ-საჭმელს. ერთი კაცი დაიკევებს ხელშI არაყს, მეორე - პურებს, მესამე ხორცს, პირით აღმოსავლეთისაკენ დადგებიან და ღმერთს ევედრებიან. ამ ხვეწნაზე თითქმის მთელი სვანეთის ეკლესიაებ ახსენებენ: "დიდაბ, დიდაბ ხოშა ღერბით ქვეყნი მოწრე ი ეჩი შუნისგა მუყდანი, ჩივ ლუმზურე ი ჩივ ლუხმაშ, ლახხუმარ მა ჰემა იშგდოლდეს, ნომა ანცურე ისგვა უშადდ, ლეჟა ბიქვს ათხო ნიშგვეი მაზიგი ლექვა ლიცს. ლამარია ქუთაშიშ ლენეშდ, სოლომ ანგლეზ ჩუ ანღვიზ, თარინგზერ, მარცხვა მულახიშ, ისგვა შუნისგა ხვაროდ ი სი ჯიხა ჰე დომ ანცვირე ისგვა უშდად და სხვა და სხვა." (დიდება, დიდება დიდ ღმერთს! ღმერთო ყოველმხრივ დალოცვილო და ყოვლის შემძლებელო! მოიხმარე თუ რამ იკადრებოდეს, ნუ დაგვტოვებ შენს შეუწევნელად, ზევით ქარს გაატანე და ქვევით წყალს ჩვენი ჭირი. ღვთისმშOბელო ქუთაისისაო, მოგვეხმარე! სოლომონ ანგელოზო, გაგავაძლიერე! მთავარანგელოზო, გააქრე ჩვენი ცუდის მყოფელი! მაცხოვარო მულახისაო, შენს ხელში ვართ და შენ იცი, თუ არ დაგვტოვებ შენს შეუწევნელას! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი