წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 14 2008, 06:40 PM
პოსტი
#62
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
კოხი (სეტყვა) სვანეთში
... სეტყვას სვანეთში არ ეძახიან ბუნების მოვლენას, არამედ როდესა სეტვა მოვა, იტყვიან ხოლმე რომ ღვთის რისხვა არის ჩვენზედაო, უსათუოდ ღმერთი განვარისხეთო და სასჯელად ეს მოგვივლინაო... ... სეტყვის მოსვლას ჩვენი სვანები ზარის რეკვით უხვდებიან. ხალხში არის ცრურწმენა, რომ სეტყვას ზარის ეშინია და არ მოვაო. იმის მოვლენას სვანბეი რაიმე ცრუმორწმუნეობას მიაწერენ.; აი, მაგალითებრ: როდესაც ზემოხსენებული სეტყვა მოვიდა (აღწერილია მესტიაში მოსული საშინელი სეტყვა), ხალხშI ხმა გავარდა, რომ გუშინ ტბის მახლობლად ჩხუბი მოსვლიათ ვიღაცეებს და სეტვასაც იმის მიზეზით მოვიდაო. ორიოდე სიტყვა ამ ტბაზე:მესტიის მახლობლად მთაში ერთ მინდორში დგას დიდი ტბა. ამ ტბაში სვანები ფეხს ვერ ჩაჰყოფენ, ხმამაღლა ვერ დაიყვირებენ იმის მახლობლად, ქვას ვერ ისვრიან შიგ, ვერც საქონელს ჩაუშვებენ და სხვა. როდესაც ამ ტბას მიჰკარებია ვინმე, მაშინვე სეტყვა მოსულაო, იტყვიან ხოლმე . აი, ამ ტბის მახლობლად, იმ კოხის მოსვლის წინა დღეს, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, მოსვლოდათ ვიღაცეებს ჩხუბი, თოფიც გაეგდოთ. რა საკვირველია კოხიც უნდა მოსულიყოო და რატომ მეტიც არ დაგვემართაო.. აქ ხმამაღლაც არავის ულაპარაკია და თოფის სროლაც თავის დღეში არავის ახსოვსო. ამ ცრუმორწუნეობაზედ ძლიერ დამყარებულნი არიან ამ სოფლის მცხოვრებნი. ეს ტბა წმინდა არისო. და რადგან, ჩვენ ხალხი, უწმინდურები ვართ, არ უნდა მივეკაროთ მას. ერთს პატრონს ამა სოფლის მღვდელს უნდა გამოეყვანა ისინი ამ მორწმუნეობისაგან, ეუბნებოდა, რომ მე ჩავალ ამ ტბაში, ტანს დავიბან და თუ სეტყვა მოვიდს, მაშინ რაც ზარალი ნახოთ, სულ მე გიზღავთო. მღვდელი აპირებდა წასვლას. რაკი მთელმა სოფელმა ეს შეიტყო, თოფებით გამოუდგნენ მღდელს, დააბრუნეს: შენ გინდა დაგვღუპო, მაგრამ ჩვენ ამის ნებას არ მოგცემთო, მრვდელმა ვერ გაბედა და თავი დაანება, რადგან ხალხისა შეეშინდა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 12:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი