![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კანონისტი
ციტატა მე მგონია, რომ მან შეინანა, მაგრამ ჩანს, არ უყვარდა უფალი და შეეშინდა. ამიტომაც მოიკლა თავი დამიჯერე დავით ოდნავი მარცვალი რომ მაინც ყოფილიყო სინანულისა იუდაში ის არ დაიღუპებოდა. აბა ეს მსჯელობა ნახეთ მოჰყავს რა მახარებლის სიტყვები: „ინახით-ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა“ წმ. ოქროპირი შესძახებს: „ოი, უსირცხვილობა იუდასი! იგი იქაც ესწრებოდა, და მივიდა იმისათვის, რომ მიეღო საიდუმლო ზიარება, და მხილებული ყოფილიყო თვით ტრაპეზისას. როცა მას შეეძლო გამხდარიყო უწყინარი, თუმცა სინამდვილეში იყო მხეცი. ამიტომაც შენიშნავს მახარებელი, რომ როცა ისინი ჭამდნენ, ქრისტე ესაუბრებოდა მათ გაცემაზე, რათა თავად და ტრაპეზობით ემხილებინა ბოროტი გამცემელი“. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესო: ამინ გეტყვით თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ არ იმეტებს თავის გამცემს, რადგან არ თქვა: ეს გამცემს მე! არამედ „ერთმან თქუენგანმან“ - იმისათვის, რომ იფარვიდა რა მას, ხელახლა სურდა მიეცა საშუალება მომანიებისა, და სურდა შეეშინებინა სხვები, რათა გადაერჩინა იგი. „ერთმან თქუენგანმან“ - თორმეტთაგანმან, რომლებიც ყველგან ჩემთან იმყოფებით, რომელთაც მე დავბანე ფეხი, და შევპირდი დიდ სიკეთე! მაშინ წმინდა საკრებულო მოიცვა აუტანელმა წუხილმა. იოანე ამბობს, რომ მოწაფენი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ყურადღებით აცქერდებოდნენ ერთმანეთს“. და უფალმაც დასძინა: „აჰა ხელი გამცემლისა ჩემისაი ჩემ თანა ტაბლასა ზედა“ (ლკ. 22,21)... ამის შემდეგ თითოეული მათგანი, უკვე ვეღარ ბედავდა სხვის შეხედავს, აღარ ენდობოდა საკუთარ თავსაც და შიშით ეკითხებოდა, თუმცა კი არ ცნობდა ასეთად თავს, ისინი უკვე იყვნენ განსწავლულნი, მათ იცოდნენ როგორი ცვალებადია ადამიანის გული, და ამიტომ გაისმა კითხვები: და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუ უკვე მე ვარ, უფალო? „არის განა დამახასიათებელი ცოდვილთათვის დამდაბლება, ეჭვის შეტანა საკუთარი თავის ცოდვიანობაში? ო, არა! ეს მისთვის არის სიმართლის საქმე... პირიქით, იგი ჩავარდებოდა დამღუპველ თავის მოტყუებაში, თუკი ჩათვლიდა თავს მართლად ყველაფერში“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი). მაცხოვარი დუმდა, მოწაფეთა ბავშვური უბრალოება და გულწრფელობა ასაჩუქრებდა მის გულს, რომელიც მხოლოდ ერთის გამო იყო დამძიმებული. მაშინ უფალი იძლევა უფრო მეტ მინიშნებას გამცემელზე: ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთი თორმეტთაგან, რომელმან შთამოყო ჩემ თანა ხელი ერთსა და იმავე პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე! წმ. ოქროპირი შენიშნავს: „ზოგიერთები ამბობენ, რომ იუდა იმდენად თავხედი იყო, რომ აღარ ერიდებოდა მასწავლებელს და მასთან ერთად აწობდა ხელს. ჩემი აზრით კი, ქრისტემ ეს დაუშვა იმის გამო, რომ შეერცხვინა იგი და გაეღვივებინა მასში კეთილი განწყობილებანი... ვინ იქნება, რომ იფიქროს ამ სერობაზე, გამცემელზე, მაცხოვართან ერთად მსხდომებზე, და იმაზეც, თუ როგორ მშვიდად საუბრობს ის, რომელმაც იცის, რომ უნდა გასცეს, - ვინ იქნება, რომ ამაზე იფიქროს და არ მოიშოროს მთელი შხამი რისხვისა და გულისწყრომისა? შეხედე, როგორი სიმშვიდით წარმართავს თავის სიტყვას იესო იუდას მისამართით“. ძე-სამე კაცისაი წავალს, ვითარცა წერილ არს მისთვის წინასწარმეტყველთა წიგნებში, იგი მიდის წამებაზე წამების გზით - თავის ზეციურ მამასთან, - ასე იყო ზემოდან განსაზღვრული, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს გამცემლის დანაშაულს, არ ასუსტებს იმ მწარე ხვედრს, რაც მას ელოდა ამისათვის: ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს, უდიდესი დამნაშავე უსაშინლესად იქნება დასჯილი... უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი! „შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, მხილებაში ისევ რამოდენა სიმშვიდეა, ახლაც მრისხანედ კი არა, არამედ შემწყნარებლურად ემსახურება თავის გამცემელს, და ამასთან დაფარულად, მიუხედავად იმისა, რომ არამარტო უწინდელი მისი უგრძნობელობა, არამედ შემდგომშიც მასში გამოვლენილი უსირცხვილობა, იმსახურებდა გაწყრომას“. ასე, ზეციური მასწავლებელი „თავისი დიდ სიკეთით ედავება ცოდვილის ბოროტებას და სიკეთით სურს მასზე გამარჯვება“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი). ბოლოს, უკვე მხილებული, „რათა არ დარჩენილიყო მარტო სხვებს შორის, რომლებიც ეკითხებოდნენ უფალს, კითხვის გარეშე, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - და ამ სახით სრულად არ გაეცხადებინა თავი, ეს უბედურიც ბედავს ხმის ამოღებას და უსირცხვილოდ ეკითხება სხვების მსგავსად: მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და ჰრქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? „ო უგრძნობლობა! - შესძახებს წმ. ოქროპირი: - ეკითხება მაშინ, როცა ეს თავადაც შეგნებული ჰქონდა. რატომ არ ჰკითხა ამაზე თავიდან? იგი ფიქრობდა, რომ ვერ გაიგებდნენ მისას, როცა ითქვა „ერთმან თქუენგანმან“; როცა ქრისტემ გააცხადა იგი, მაშინ იმანაც გაბედა კითხვა, იმედი ჰქონდა რა მასწავლებლის სიმშვიდისა, არ ამხელდა მას“. - აღნიშვნის ღირსია, რომ „მაშინ, როცა სხვა მოწაფენი ამბობდნენ: „ნუუკვე მე ვარ ვარ, უფალო?“, იუდამ თქვა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარო?“ პირველი ცხადია არის ნაყოფი კეთილმოსაობისა, მეორე კი - სულ სხვაა: მოძღუარი, ანუ რაბბი - ეს დასაფასებელი წოდებაა, რომელსაც ითხოვდა მარტივი განსწავლულობა ნებისმიერი მასწავლებლის მიმართ, ე.ი. იუდა ლაპარაკობს მხოლოდ უბრალო ჩვეულებრივ ენაზე“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი). იუდა ეკითხება: „ნუუკუე მე ვარ?“ იგი მოწაფეების წინაშე იქცევა როგორც თვალთმაქცი. მაგრამ როგორი იყო იგი თავისი სინდისის წინაშე? ოი, როგორი მძიმე იყო გულთამხილავისათვის მოსმენა უსირცხვილო კითხვისა! როგორ შეიძლებოდა წყრომის გარეშე ეპასუხა ასეთი საშინელი სულისათვის? შენმა ზეციურმა მადლმა, უფალო, მშვიდად მიუგო იუდას: ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ. ანუ შენ თვითონ იცი, რომ შენა ხარ გამცემელი... „თუმცა შეიძლებოდა ეთქვა: ო, საძაგელო და ბილწო, ბოროტო და არაწმიდა ადამიანო! რამდენ ხანს ემზადებოდი, რომ ასეთი ბოროტება ჩაგედინა, განმეშორე მე და სატანურად შეუთანხმდი მტერებს, დათანხმდი ვერცხლის მიღებას, და უკვე მხილებული, როგორ ბედავ კიდევ ასეთ კითხვას?... მაგრამ ქრისტემ არაფერი უთხრა მას მსგავსი. რა უთხრა მაინც: „შენ სთქუ“, რითაც გვაძლევს ჩვენ მაგალითს მოთმინებისა და სიმდაბლისა“ (წმ. ოქროპირი). უფალმა იუდას უპასუხა „ისე მშვიდად და ხმადაბლა, რომ არც კი გაუგია სხვებს, ანდა ვერ მიხვდნენ, გარდა იუდასი, რაც ჩანს შემდგომიდანაც, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი - გამცემელმა დუმილით გადაიტანა საყვედური, რათა აერიდებინა დიდი შერცხვენა - ყველას წინაშე მხილება. დანარჩენ მოწაფეებსაც აღარ გაუგრძელებიათ ცნობისმოყვარეობა, დაინახეს რა, რომ მასწავლებელს არ სურდა გამცემელზე პირდაპირ მითითება. ერთ პეტრეს ვეღარ ასვენებდა აზრი, რომ გამყიდველი, რომელზეც ის იყო ბრძანა მოძღვარმა, შეიძლება მის გვერდითაც იჯდეს; კიდევ უფრო უარესიც იფიქრა: იქნებ მას გულისხმობდა მასწავლებელი, იქნებ იგი რაღაც საშინელ განსაცდელს მიეცა, - განა ერთხელ უკვე არ იქნა უბედური, როცა მოძღვარმა მას დამსახურებულად სატანა უწოდა: - არ აძლევდა ასეთი ფიქრი მას მოსვენებას. დაფარულის გასაცხადებლად მან მიმართა იოანეს რომელიც ახლა სულ ახლოს იჯდა მაცხოვართან, და ნიშანი მისცა, რათა მას საიდუმლოდ ეკითხა ქრისტესათვის: ვინაა ის, ვისზედაც იგი ამბობდა? - იოანემ, რომელიც უფალის მკერდს მიყრდნობოდა, მაშინვე ჰკითხა უფალს: ვინაა გამცემი? კითხვა ვერავინ გაიგო და ვერც შეამჩნია, პეტრეს და უდავოა თვით იუდას გარდა, რომელმაც, როგორც დამნაშავე, ყველაზე ეჭვიანობდა, ამიტომ მათ თვალყურს ადევნებდა: „რომელსა მე დავაწო პური და მივჰცე, იგი არს“ - უთხრა დაბალი ხმით უფალმა და დაასველა რა ნაწილი, მიაწოდა იუდა ისკარიოტელს. ეს მეგობრული საბოძვარი დასაღუპად განწირული მოციქულისათვის იყო უკანასკნელი მოწოდება სინანულისაკენ. მაგრამ იუდას სულში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, პურთან ერთად, იოანეს თქმით, რომელიც ამ დროს აკვირდებოდა იუდას, იმ წამს მასში შევიდა სატანა. სიმშვიდისა და მეგობრობის ნიღაბი სრულიად ჩამოდნა მხილების ცეცხლისაგან, რომელიც მის გულში აგიზგიზდა. გამცემლის სახე ბნელი და აშინელი გახდა. წმიდა კრებული უკვე აუტანელი გახდა იმ ადამიანებისათვის, რომელსაც გულში ეშმაკი ჰყავდა; უხილავი უკეთური ძალა გარეთ ეზიდებოდა მას... გულთამხილავი ყოველივეს ხედავდა, რაც ხდებოდა მის სულში და აღარ ისურვა მეტად იქ უნაყოფოდ დასწრება გამცემლისა: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“ (ინ. 13,27-30); უთხრა ეს და ამით მისცა მას კარგი საბაბი სერობის დასატოვებლად, რითაც არ აღიძვრებოდა მოწაფეებში ეჭვი მის მიმართ. აი, ეს მორიდებული ნახევარი საყვედური მადლის დატოვებაზე, ჩანს ძლიერ მუქად გამოჩნდა: „მე აღარ დავაყოვნებ ჩემს საქმეს“, - ფიქრობდა იგი და იქიდან კიდეც გავიდა. - „იყო ღამე“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - ანუ არა უადრეს საღამოს 9 საათისა, ჩვენი დროის მიხედვით. მოწაფეებმა იფიქრეს, რომ გაგზავნილ იქნა სადღესასწაულოდ რაიმეს საყიდლად, ანდა მას დაევალა მოწყალების გაცემა გლახაკებზე დღესასწაულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რაიმეს შეძენა ასე გვიან იქნებოდა ძნელი, ღატაკთა მოძიებაც ასეთ დროს არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ მოციქულები მზად იყვნენ ნებისმიერი რამ დაეჯერებინათ, ვიდრე ეფიქრათ ის, რომ იუდა ისკარიოტელი პირდაპირ საპასექო მაგიდიდან, მას შემდეგ, რაც მას მასწავლებელმა დაბანა ფეხი, წავიდოდა მმღვდელთმთავართან, რათა მიეღო აღთქმული ვერცხლი“... იუდას გამცემლობაზე მსჯელობისას, წმ. ოქროპირი ამბობს: „ვიღაც იტყვის: თუ დაწერილია, რომ ქრისტე ასე უნდა ევნოს, რიღასთვის ისჯება იუდა? მან შეასრულა ის, რაც დაწერილია, - მაგრამ მან ეს გააკეთა არა ამ აზრით, არამედ ბოროტებით. თუ შენ არ შეხედავ მიზანს, მაშინ ეშმაკსაც გაათავისუფლებ ბრალისაგან. მაგრამ არა, არამც და არამც. ისიცა და სხვაც ღირსნი არიან ურიცხვი სატანჯველებისაგან, თუმცა ამით მოხდა „ქვეყნის გამოხსნა. რადგან იუდას გამცემლობამ კი არ გამოიხსანა, არამედ მაცხოვრის სიბრძნემ და მისმა უდიდესმა გონიერებამ, რომელიც სხვათა ბოროტებასაც კი ჩვენთვის სასიკეთოდ აქცევს. მაშინ რა, - იკითხავ შენ, - თუკი იუდა მას არ გასცემდა, განა მას სხვა ვინმე არ გაიმეტებდა? ყველა კეთილი რომ ყოფილიყო ქვეყნად, მაშინ ვერ შესრულდებოდა ჩვენი ხსნის სახლის აგება. - ღმერთმა ნუ ქნას! რადგან თავად ყოვლადბრძენმა იცოდა, როგორ უნდა შესრულებულიყო ჩვენი გადარჩენა, კიდეც რომ არ მომხდარიყო გამცემლობა. სიბრძნე მისი ძალზედ დიდი და მიუწვდომელია. ამიტომაც, რომ არ ეფიქრა ვინმეს, იუდა ემსახურებოდა გამოხსნის საქმეს, იესო უბედურ ადამიანს უწოდებს მას“... -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი