![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გაგრძელება (ერთად ვერანაირად ვერ დავპოსტე)
4) ქმედება იუდასი არის სრულიად თავისუფალი არჩევანი, რომელიც შეჩერდა დანანებაზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია святитель Иоанн Златоуст, объясняют это свободным произволением и выбором самого Иуды. «Так как… Иуда был господином своих помыслов и в его власти было не повиноваться им и не склоняться к сребролюбию, то он, очевидно, сам ослепил свой ум и отказался от собственного спасения… Посмотри, сколько сделал Христос, чтобы склонить его на Свою сторону и спасти его: научил его всякому любомудрию и делами и словами, поставил его выше бесов, сделал способным совершать многие чудеса, устрашать угрозою геенны, вразумлял обетованием царства, постоянно обличал тайные его помышления, но. Обличая, не выставлял на вид всем, омыл ноги его вместе с прочими учениками, сделал участником Своей вечери и трапезы, не опустил ничего – ни малого, ни великого; но он добровольно остался неисправимым». 5) არის მოსაზრება რომ იუდას დანანება, არის მხოლოდ ის რომ მან უდანაშაულო გასცა, მაგრამ სინანული არ არის, რადგან მან ბოლომდის მაინც ვერ გაისიგრძეგანა ვინ იყო უფალი, იგი მაინც ხორციელ მხსნელს ელოდა ქრისტეში: მკვლევარი ბარსოვი წერს: он разочаровался в Учителе. «Когда же он увидел, что ему от Иисуса Христа нельзя ждать никаких временных выгод, то охладел к Нему до того, что даже тридцать сребреников могли расположить его сделаться Его предателем»[3]. Очевидно Иуда, даже и следуя за Христом в течение почти четырех лет, так и не понял, кем на самом деле был его Учитель и Чьим учеником он являлся. Вероятно, сначала его привлекали слова Христа о Его царстве, и он рассчитывал получить в нем высокое и почетное место. Слова Христа: «Я завещаваю вам… царство, да ядите и пиете за трапезою Моею в царстве Моем, и сядете на престолах – судить двенадцать колен Израилевых» (Лк. 22, 29, 30) – он, как, впрочем, и другие ученики, понял лишь применительно к земной власти и земной жизни. 6) ერთმანეთს ადარებენ პეტრეს სინანულს და იუდასი, ერთი სინანულია, მეორე დანანება, ამ მაგალითად ნათელია რატომ ჩამოიხჩო მეორემ თავი და რატომ სდიოდა ცრემლები ყოველ მამლის ყივილზე პირველს... დღეს კმარა... იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ოქროპირი ასე აღწერს იუდას: Иуда Искариот был высок и широкоплеч, острые и темные вьющиеся волосы, резко очерченный нос ..( Иоанн Златоуст, 2003, Толкование на Евангелие от Матфея) ხოლო ზიგაბენი ასე მხატვრულად წერს, როცა იუდა გასაცემად წავიდა, ცოდვილი ქალი მაცხოვარს ფეხებს ბანდა ცრემლებითო Иуда отправляется к первосвященникам «тогда» (Мф. 26, 14), когда блудница возлила на Господа драгоценное миро. «В то время, когда чужая стала своей, свой стал чужим и удалился к тем, которые не звали его» -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი