ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 15 2008, 01:52 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს: მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.
/ჩვენი პატრიარქი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Apr 15 2008, 01:55 PM
პოსტი
#43
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს: მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა. /ჩვენი პატრიარქი/ ულამაზესი სიტყვებია! ბრძენია ჩვენი უწმიდესი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Apr 16 2008, 03:44 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ულამაზესი სიტყვებია! ბრძენია ჩვენი უწმიდესი მოწყალების შესახებ ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და გლახაკთადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში. და აი, ერთხელ მოძღვართან მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაში დაწოლილი წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისაკენ. ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ ბერები ამ სიტყვებით მსწრაფლ ფეხზე დააყენა: "იჩქარეთ, ეხლავ გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით ღმერთს მოაბრძანებს. მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მოაღწია, დავრდომილი მიწაზე დაასვენა, რათა კარები გაეღო. და როცა გლახაკის ასაყენებლად მობრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა ეს სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულვებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულვებელგყოფ შენ ზეცაში, შენ აქ შემიწყნარე, მე კი შეგიწყნარებ შენ საუკუნოდ." მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა? მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო... /საეკლესიო-საოჯახო კალენდარი. 2000 წელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი