ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
*ნინო* |
Apr 16 2008, 03:54 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმ. გრიგოლ პალამა თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ! წმ. იოანე ოქროპირი ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ - პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. მიტროპოლიტი ფილარეტი როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!.. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი