![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
kato_Bato
თუ ელიოზში რამე სიმბოლოს დავინახავთ, გადატანითი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ ბევრნაირად შეგვიძლია ავხსნათ და ძალიან შორსაც წავიდეთ მსჯელობებში. მაგრამ თუ პირდაპირ შევხედავთ - ელიოზი - მეოცნებე ადამიანი, მაშინ ქრისტიანული თვალსაზრისით მოსაწონი ნამდვილად არ იქნება ასეთი მეოცნებეობა. რადგან ფაქტიურად მას არ უცხოვრია რეალური ცხოვრებით. თუ დავაკვირდებით, მის ოცნებებში საერთოდ არც კი გაიელვებს ღმერთის ხატება. ის ეძებს ნატვრისთვალს, ნატვრის ხეს და ა.შ. მაგრამ არ ეძებს ღმერთს, რომელშიც ყველაფერი შეუძლია მოიპოვოს სინამდვილეში. მაგრამ შეიძლება სხვანაირადაც გავიგოთ: ხშირად უფალი იგავებით ესაუბრებოდა ადამიანებს და მათ შორის ხშირად ადარებდა სასუფეველს სხვადასხვა საგნებს - მათ შორის ძვირფას მარგალიტს, მდოგვის მარცვალს, რომელიც შემდეგ დიდ ხედ იქცა და ა.შ. თუ იგავური სახისმეტყველებით შევხედავთ ამ მცირე მოთხრობას, შეიძლება ბევრი დადებითიც ამოვიკითხოთ.... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი