ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nino_ni |
Apr 16 2008, 09:19 PM
პოსტი
#2
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
მე ასეთი ისტორია ვიცი.რამდენად მართალია თავს ვერ დავდებ,უბრალოდ გაგონილი მაქვს.
ერთ კაცს ღვთისმშობლისთვის რაღაც უთხოვია და თან უთქვამს მოწყალების ნიშნად ,რაგაც რაოდენობის ფულს გაჭირვებულებს დაურიგებდა.ეკლესიიდან გამოსულს მათხოვრები დასევია და ფული,როგორც უთქვამს ყველას დაურიგა(დიდი რაოდენობის ფულზეა საუბარი).როცა შეთქმული თანხა დაარიგა,წასასვლელად გამობრუნებულმა ხის კუთხეში მჯდომი ქალი შეუნიშნავს,რომელიც მოწყალებას ითხოვდა.ქალი მას მიუახლოვდა და ფული სთხოვა.კაცმა ჯერ უარი უთხრა(შეთქმული თანხა დახარჯული ქონდა),მაგრამ მერე შეეცოდა და თავისი დარჩენილი ფული სულ იმ ქალს მისცა. გარკვეული დროის მერე მას სურვილი შეუსრულდა და სიზმრად ღვთისმშობელი ნახა,რომელმაც უთხრა:ის მათხოვარი მე ვიყავი,გამოგცადეო!!! კაცს არ დაუჯერებია სიზმრისთვის და ისევ იმ ტაძარში მისულა,იმ ქალ;ის მოსაძEბნად,მაგრამ ვერსად ვერ უნახავს.იქვე მყოპ მათხოვრებისთვის უკითხავს,მაგრამ ყველამ გაიკვირვა:მასეთი ადამიანი აქ არასდროს არ გვინახავსო,ჩვენ ყოველ დრე აქ ვარტო. მასინ კი დაიჯერა კაცმა,რომ ის ქალი მართლა ღვთისმსობელი იყო -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი