სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ninca |
Dec 18 2006, 12:32 AM
პოსტი
#1
|
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
|
![]() ![]() |
| ninca |
Dec 23 2006, 09:42 PM
პოსტი
#2
|
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) |
| თამარი_ცქნაფო |
Dec 23 2006, 10:10 PM
პოსტი
#3
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) აბსოლუტურად იგვე ტექსტია, როგორც არჩევდა ჩემი კომუნისტური რეჟიმისდროინდელი მასწავლებელი, უბრალოდ ახლა სოციალისტ ბელადთა სიტყვების ნაცვლად ქრისტიანული ფრაზებია ჩანაცვლებული.... მაპატიეთ, მაგრამ კარგა ხანია ამ განყოფილებას ვათავლიერებ და გავოგნდი მოდი, აიღეთ ტექსტი და სიტყვა-სიტყვით დაამტკიცეთ აზრი, გაანებეთ თავი აბულაძის ''ნატვრის ხეს'' (სწორედ იქ აბამებ ხეზე შვილები ნაჭრებს) ის ფრაზა კი, რომელსაც იმოწმებთ, ოცნებასთან დაკავშირებით, აბზაცის დასწყისიდან წაიკითხეთ მის ბოლომდე. ასევე წაიკითხეთ მწერლის ბოლო შეფასება და საერთოდ, თქვენ რა გგონიათ, ნაწარმოებს ეპიგრაფები ისე აქვს ხოლმე წამძღვარებული, არაფერში სჭირდება? ''მშობლიურ ხეთა ჩრდილშის'' შემდეგ, რომელიც ამ წიგნის ერთგვარი შესავალია, ''ნატვრის ხეა'' პირველი მოთხრობა. სადმე ხედავთ, რომ ლეონიძე კიცხავს ელიოზს? არ იყო ლეონიძე ის კაცი, სათქმელი დაემალა და არ თქვა, პირიქით, აბა, რაღა საჭიროა ელეფთერი, რატომ არ ეხებით მას, რახან წერია, დიაკვანი იყოოო? ისე მაპატიეთ, მაგრამ, აბა, თქვენ თუ იცით, რა სპეციალობის იყო თავად ლეონიძე? და კიდევ, ნუთუ ის იმ მოთხრობის სათაურს მთელ კრებულს დაარქმევდა, რომელშიც ვინმეს უარყოფით მხარეებს წარმოგვიჩენს? რატომ იღებთ ამ ყველაფერს სიტყვა-სიყვით, სტრიქონებს შორის კითხვა ასე ძნელია, მესმის, მაგრამ არაა ეს მოთხრობა არც ისეთი რთული, რომ ვერ გავიგოთ. ანდა, მაპატიეთ, მაგრამ რა დროს დოგმატიკაააა, ეს ლეონიძეა, ლეონიძეეეეეე, ფაქიზი, მხატვრული სიტყვს ოსტატი და ძალიან სუფთა სულის მწერალი. ის სუფთა სულის ადამიანებზე წერდა! ჰო, რატომ არ პასუხობთ კატოს კითხვებს? თითქოს მას არც არაფერი უთქვამს? ოცნება ცოდვაა და ამ კუთხით მიდგომა გასაგებია დოგმატურ ტექსტებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ლეონიძე ამას აქ ნაღდად არ გულისხმობდა, მაგრამ რახან ასე გნებავთ, თქვენ დაინახეთ, ბატონო, მე კი ისევ გოგლას სიტყვებით ვიტყვი: ''რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი, ვის რას გაუგებ!'' პ.ს. იქნებ ისიც მითხრათ, სად გაარჩიეთ ეს ნაწარმოები, რატომღაც კითხვეს თავს არიდებთ და მარტო თქვენს ზოგად აზრს წერთ ხოლმე მე მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გავოგნდი ამ ბოლო შეფასებით კი ისე გამოვიდა, თითქოს ელიოზი გიჟI იყო, სულიერად მოშლილიც კი გამოჩნდა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ninca ელიოზი "ცხარე მეოცნებე" Dec 18 2006, 12:32 AM
თამარი ხეზე რატომ გაიყინა... Dec 18 2006, 02:57 AM
marine ოცნება ერთ-ერთი ცო... Dec 18 2006, 12:09 PM
ninca ხომ ვერ მეტყვით, რო... Dec 20 2006, 12:55 AM
ქავთარაძე ninca
მე ვფიქრობ რომ ე... Dec 20 2006, 12:59 AM
mr_morrison სულხან საბას აქვს ... Dec 20 2006, 10:45 PM
მნათე მე ვფიქრობ, ელიოზი... Dec 20 2006, 10:46 PM
.:თამარი:.
მე ვფიქრობ, ელიოზი... Dec 25 2006, 08:15 PM
ninca მნათე, ელიოზის ძიე... Dec 21 2006, 12:37 AM
kato_Bato მე მგონია რომ არავ... Dec 21 2006, 12:52 AM
მნათე ეს არ არის ოცნება :) ... Dec 21 2006, 12:54 AM
kato_Bato
მნათე, ელიოზის ძიე... Dec 21 2006, 12:57 AM
მარიამი
ეს რომელია? არარსე... Dec 21 2006, 01:00 AM
კანუდოსელი
ამიტომაა ოცნება ც... Dec 23 2006, 09:56 PM
kato_Bato
ეს რომელია? არარსე... Dec 21 2006, 01:02 AM
მარიამი kato_Bato
ხომ არ გაწყენი... Dec 21 2006, 01:14 AM
kato_Bato ნაჭრების ჩამოკიდე... Dec 21 2006, 01:15 AM
tamunia
კატო ეს კარგად თ... Dec 21 2006, 01:16 AM
kato_Bato არ გეჩხუბები კაცო:) ... Dec 21 2006, 01:19 AM
კანუდოსელი თამარ! ეგრე გააგრ... Dec 23 2006, 10:19 PM
kato_Bato
საკუთარი თავისადმ... Dec 23 2006, 09:48 PM
მნათე სიმბოლიზმი დიდ როლ... Dec 23 2006, 09:55 PM
მარიამი kato_Bato
თუ ელიოზში რამ... Dec 23 2006, 09:57 PM
kato_Bato
kato_Bato
თუ ელიოზში რამ... Dec 23 2006, 10:02 PM
კანუდოსელი მოკლედ ქრისტიანობ... Dec 23 2006, 10:04 PM
მარიამი ჰოდა მაგას ვამბობ ... Dec 23 2006, 10:20 PM
kato_Bato
ჰოდა მაგას ვამბობ ... Dec 23 2006, 10:27 PM
მარიამი
აი, ეს სხვა საქმეა :)... Dec 23 2006, 10:31 PM
კანუდოსელი
და ასეთ შემთხვევა... Dec 23 2006, 10:36 PM

მარიამი
და მართლმადიდებელ... Dec 23 2006, 10:40 PM

კანუდოსელი
რა ვერ გაიგე კაცო? :... Dec 23 2006, 10:42 PM
თამარი
აი, ეს სხვა საქმეა :)... Dec 23 2006, 10:37 PM
მარიამი კაი, მაშინ ასე ვთქვ... Dec 23 2006, 10:45 PM
კანუდოსელი
მაგრამ საქმეც იმა... Dec 23 2006, 10:47 PM

კანუდოსელი პ.ს.
მოკლედ ჩემი აზრ... Dec 23 2006, 10:49 PM
თამარი
კაი, მაშინ ასე ვთქვ... Dec 23 2006, 10:48 PM
kato_Bato
აი, ეს სხვა საქმეა :)... Dec 23 2006, 10:38 PM
თამარი
და სხვათა შორის ნი... Dec 23 2006, 10:41 PM
kato_Bato
უი, მართლა? :D არ წამ... Dec 23 2006, 10:45 PM
მარიამი
ვოცნებობ? მინდა, სუ... Dec 23 2006, 10:50 PM
კანუდოსელი
ვოცნებობ? მინდა, სუ... Dec 23 2006, 10:51 PM

მარიამი
მერე სადაა ზღვარი ... Dec 23 2006, 10:55 PM

თამარი
თითქმის ყოველთვის... Dec 23 2006, 10:55 PM
თამარი
ვოცნებობ? მინდა, სუ... Dec 23 2006, 10:52 PM
მარიამი
კითხვაზე კითხვით? :... Dec 23 2006, 10:52 PM
kato_Bato საყვარლის საფლააა... Dec 23 2006, 10:55 PM
მარიამი
საყვარლის საფლააა... Dec 23 2006, 10:59 PM
თამარი
საყვარლის საფლავზ... Dec 23 2006, 11:01 PM
მარიამი
რა ვიცი, აბა, ჩვენ მ... Dec 23 2006, 11:02 PM
თამარი
მე სერიოზულად ვიკ... Dec 23 2006, 11:04 PM
მარიამი
ვიცი კი არა, იქვე დ... Dec 23 2006, 10:57 PM
თამარი
ვიცი კი არა, იქვე დ... Dec 23 2006, 10:58 PM
მარიამი
შენს პასუხში ერთ რ... Dec 23 2006, 11:00 PM
თამარი
არა, არა, უკაცრავად... Dec 23 2006, 11:03 PM
მარიამი
მარიამ, არ გეწყინო... Dec 23 2006, 11:08 PM
ნიკოლოზ_V ოცნებას რა ჯობია კ... Dec 23 2006, 11:02 PM
მარიამი
ანუ სამებაზეა აქ მ... Dec 23 2006, 11:04 PM
kato_Bato
თამარ, თუ ისევ ლიტე... Dec 23 2006, 11:09 PM
ნიკოლოზ_V
რაღაც ეს პასუხი ვე... Dec 23 2006, 11:10 PM
მარიამი
მეც ეგ ვთქვი და არა... Dec 23 2006, 11:11 PM
დათიკო ძველ პატერიკში წერ... Dec 23 2006, 11:18 PM
კანუდოსელი
ძველ პატერიკში წე... Dec 23 2006, 11:19 PM
მარიამი ერთი რამე მიკვირს ... Dec 23 2006, 11:27 PM
კანუდოსელი
ელიოზი, შეგვიძლია ... Dec 24 2006, 02:20 AM
დათიკო კანუდოსელი
:D
მიტრო... Dec 23 2006, 11:28 PM
kato_Bato
ერთი რამე მიკვირს ... Dec 24 2006, 01:06 AM
კანუდოსელი რამდენად პირდაპირ ... Dec 24 2006, 01:55 AM
van111
ბავშვს ზღაპარს თუ... Dec 24 2006, 02:48 AM
კანუდოსელი კიდევ ერთი მინდა დ... Dec 24 2006, 03:20 AM
თამარი ორჯერ ვასწავლე უკვ... Dec 24 2006, 01:28 AM
თამარი ერთი რამე ვერ გავი... Dec 24 2006, 02:09 AM
კანუდოსელი
ერთი რამე ვერ გავი... Dec 24 2006, 02:11 AM
დათიკო მერე ელიოზი ბავშვი... Dec 24 2006, 03:22 AM
კანუდოსელი
მერე ელიოზი ბავშვ... Dec 24 2006, 03:23 AM
დათიკო კანუდოსელი
:D
ბავშვ... Dec 24 2006, 03:26 AM
კანუდოსელი
კანუდოსელი
:D
ბავშ... Dec 24 2006, 03:43 AM
ლილიანა "ნატვირის ხე " მ... Dec 24 2006, 04:06 PM
kato_Bato
მოძღვარს რომ ეთქვ... Dec 24 2006, 05:08 PM
_MATASI_ მე ერთს ვიტყვი... ელ... Dec 25 2006, 01:37 AM
ninca მარიამ, გეთანხმები... Dec 26 2006, 09:41 PM
კანუდოსელი
მარიამ, გეთანხმებ... Dec 27 2006, 01:02 AM
kato_Bato
მარიამ, გეთანხმებ... Dec 26 2006, 11:39 PM
kato_Bato და კიდევ , ერთი კარგ... Dec 26 2006, 11:58 PM
თამარი ერთს ვიტყვი, უკაცრ... Dec 27 2006, 01:12 AM
kato_Bato მე კიდევ მგონია ის... Dec 27 2006, 12:39 PM
kato_Bato განა უშვილო მშობლე... Dec 27 2006, 01:50 PM
კანუდოსელი
განა უშვილო მშობლ... Dec 27 2006, 03:37 PM
marine kato_Bato
შენი სიტყვები ... Dec 27 2006, 01:52 PM
ლილიანა
საიდან მოიყვანე ე... Dec 27 2006, 05:25 PM
kato_Bato
საიდან მოიყვანე ე... Dec 27 2006, 06:02 PM
.:თამარი:. kato_Bato
აბა რა გითხრა... ... Dec 27 2006, 07:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2026 - 08:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი