![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ![]() ![]() ![]() აბსოლუტურად იგვე ტექსტია, როგორც არჩევდა ჩემი კომუნისტური რეჟიმისდროინდელი მასწავლებელი, უბრალოდ ახლა სოციალისტ ბელადთა სიტყვების ნაცვლად ქრისტიანული ფრაზებია ჩანაცვლებული.... მაპატიეთ, მაგრამ კარგა ხანია ამ განყოფილებას ვათავლიერებ და გავოგნდი ![]() მოდი, აიღეთ ტექსტი და სიტყვა-სიტყვით დაამტკიცეთ აზრი, გაანებეთ თავი აბულაძის ''ნატვრის ხეს'' (სწორედ იქ აბამებ ხეზე შვილები ნაჭრებს) ის ფრაზა კი, რომელსაც იმოწმებთ, ოცნებასთან დაკავშირებით, აბზაცის დასწყისიდან წაიკითხეთ მის ბოლომდე. ასევე წაიკითხეთ მწერლის ბოლო შეფასება და საერთოდ, თქვენ რა გგონიათ, ნაწარმოებს ეპიგრაფები ისე აქვს ხოლმე წამძღვარებული, არაფერში სჭირდება? ''მშობლიურ ხეთა ჩრდილშის'' შემდეგ, რომელიც ამ წიგნის ერთგვარი შესავალია, ''ნატვრის ხეა'' პირველი მოთხრობა. სადმე ხედავთ, რომ ლეონიძე კიცხავს ელიოზს? არ იყო ლეონიძე ის კაცი, სათქმელი დაემალა და არ თქვა, პირიქით, აბა, რაღა საჭიროა ელეფთერი, რატომ არ ეხებით მას, რახან წერია, დიაკვანი იყოოო? ![]() ისე მაპატიეთ, მაგრამ, აბა, თქვენ თუ იცით, რა სპეციალობის იყო თავად ლეონიძე? და კიდევ, ნუთუ ის იმ მოთხრობის სათაურს მთელ კრებულს დაარქმევდა, რომელშიც ვინმეს უარყოფით მხარეებს წარმოგვიჩენს? რატომ იღებთ ამ ყველაფერს სიტყვა-სიყვით, სტრიქონებს შორის კითხვა ასე ძნელია, მესმის, მაგრამ არაა ეს მოთხრობა არც ისეთი რთული, რომ ვერ გავიგოთ. ანდა, მაპატიეთ, მაგრამ რა დროს დოგმატიკაააა, ეს ლეონიძეა, ლეონიძეეეეეე, ფაქიზი, მხატვრული სიტყვს ოსტატი და ძალიან სუფთა სულის მწერალი. ის სუფთა სულის ადამიანებზე წერდა! ჰო, რატომ არ პასუხობთ კატოს კითხვებს? თითქოს მას არც არაფერი უთქვამს? ოცნება ცოდვაა და ამ კუთხით მიდგომა გასაგებია დოგმატურ ტექსტებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ლეონიძე ამას აქ ნაღდად არ გულისხმობდა, მაგრამ რახან ასე გნებავთ, თქვენ დაინახეთ, ბატონო, მე კი ისევ გოგლას სიტყვებით ვიტყვი: ''რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი, ვის რას გაუგებ!'' პ.ს. იქნებ ისიც მითხრათ, სად გაარჩიეთ ეს ნაწარმოები, რატომღაც კითხვეს თავს არიდებთ და მარტო თქვენს ზოგად აზრს წერთ ხოლმე მე მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გავოგნდი ამ ბოლო შეფასებით კი ისე გამოვიდა, თითქოს ელიოზი გიჟI იყო, სულიერად მოშლილიც კი გამოჩნდა ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
თამარ! ეგრე გააგრძელე
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი