![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE რახან ლიტერატურაზეა ლაპარაკი, გაარჩიეთ ლიტერატურულად, კრიტიკის დონეზე. აი, ეს სხვა საქმეა ![]() და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა ![]() ![]() ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php ![]() და ქრისტიანული კუთხით თუ მეკითხებით, რას ფიქრობს ეკლესია მეოცნებეობაზეო, მაშინ ლიტერატურულ გარჩევას თავი უნდა დავანებოთ და სულ სხვა შედეგებამდე მივალთ ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა ![]() ![]() ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php ![]() მართლმადიდებელმა ადამიანმა დოგმატურად უნდა არჩიო ლიტერატურა? ![]() მე ქალი რომ შემიყვარდა სიყვარული დოგმატურად კი არ ავუხსენი მას ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი