IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დანაშაულის ჩადენის მიზეზები და კრიმინოლოგია, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს?
arizona
პოსტი Apr 11 2008, 12:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470



როდესაც საუბრობენ დანაშაულზე, როგორც მომხდარ ფაქტზე წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ობიექტური ნიშანი ობიექტური მხარისა და უპირველეს ყოვლისა_მომხდარი შედეგები. თუმცა, დანაშაული როდი წარმოადგენს გაყინულ სტატისტიკურ მოვლენას, არამედ, ეს არის პროცესი, რომელიც ვითარდება დროსა და სივრცეში. ამგვარად, შეიძლება გამოვყოთ ობიექტური მხარის სამი ძირითადი, მეტ-ნაკლებად საერთო ეტაპები.

I საზოგადოებრივად საშიშ ქმედებათა (უმოქმედობათა) გარეგანი მხარე.
II გარემომცველ სამყაროში მათ მიერ შექმნილი ცვლილებები.
III კანონმდებლობით დაცული საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის ზარალის მიყენება.

ადამიანის მიერ გაცნობიერებული ქმედება, რაც აინტერესებს კანონმდებლობას ყოველთვის იმართება სუბიექტის ფსიქოლოგიური თავისებურებებით, მისი ნებისყოფით, მოწმდება მის ცნობიერებაში ამა თუ იმ ხარისხით. ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ თვით ადამიანის ეს ფსიქოლოგიური თავისებურებანი, მისი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისადმი, სხვა ხალხისადმი და საერთოდ მთლიანი საზოგადოებისადმი ყალიბდება ცხოვრების პირობებით. გარდა ამისა, უშუალო საბაბი, მოცემულ მომენტში განსაზღვრული ქმედებისა, მათ შორის დანაშაულიც დევს იმ გარემო პირობებში, რომელშიც იმყოფებოდა პიროვნება.
ყოველი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით შეიძლება განვასხვავოთ გარკვეული სისტემის მიხედვით. შედარებით საშიშ დანაშაულად ითვლება სახელმწიფოებრივი დანაშაულობანი, ესე იგი ისინი, რომლებიც მიმართულნი არიან არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულობანი მრავალფეროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნიშან_ თვისებებით, ყველა ეს ნიშნები შეიძლება შევაერთოთ ერთი განსაზღვრული სქემის სახით და განვალაგოთ ისინი სამ ჯგუფად.

ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტს, ესე იგი, რომლებიც იწვევენ დანაშაულს.
დანაშაულის სუბიექტის დამახასიათებელი ნიშნები, ესე იგი ვინც ჩადის დანაშაულს
ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტურ მხარეს, ესე იგი ჩადენილი ქმედებანი.

მართალია დანაშაულობის მიზეზების მეცნიერულ შესწავლას დასაბამი მიეცა მხოლოდ XVIII_XIX საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ ამ პრობლემას იხილავდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები და იურისტები.

მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან


--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sandro40
პოსტი Apr 17 2008, 11:08 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა( გიორგი @ Jul 31 2007, 11:41 AM) *

რა საკვირველია არაა ცოდვაა.

არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . .
წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის

არა მგონია მართალი იყო მეგობარო, სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ადამიანი ვალდებული არაა ჩვენება მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მეგობარს
თუკი მეგობარი გაგანდობს დანაშაულს, თავდაპირველად უნდა გაიგო მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ის, თუკი მიხვდები რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამართლება არა აქვს ასეთ შემთხვევაში უნდა შეეცადო რომ მეგობარი დაითანხმო ნებაყოფლობით გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით სამართალდამცავ ორგანოში. თუკი დარწმუნდები რომ ის მართალია მაგრამ მისი ქმედება დასჯადია მაშინ თუკი მიმართავ პოლიციას ეს დაბეზღებაა, მაგრამ თუკი მიხვდები რომ მეგობარი არაა მართალი და მან დაარღვია ზნეობის ნორმები და იგი გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს, მაგრამ იგი ვერ გადაიტანს ციხეში ყოფნას, მაშინ უნდა იცოდე რომ თუკი ის ადამიანი ციხეში შენი დახმარებით მოხვდა მაშინ იმ გაჭირვების ტარება რაც მას ციხეში მოუწევს შენ დაგაწვება კისერზე.

როდესაც მეგობარმა ჩაიდინა დანაშაული და შენც თვლი რომ მისი ქმედება დანაშაული, ხოლო ის არათუ ინანიებს თავის ცოდვას არამედ მზადაა განაგრძოს იგივე ქმედება შემდგომში ასეთ შემთხვევაში გამართლებულია პოლიციისთვის მიმართვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ANELI
პოსტი Apr 17 2008, 11:25 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,830



ციტატა(sandro40 @ Apr 17 2008, 10:08 AM) *

არა მგონია მართალი იყო მეგობარო, სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ადამიანი ვალდებული არაა ჩვენება მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მეგობარს
თუკი მეგობარი გაგანდობს დანაშაულს, თავდაპირველად უნდა გაიგო მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ის, თუკი მიხვდები რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამართლება არა აქვს ასეთ შემთხვევაში უნდა შეეცადო რომ მეგობარი დაითანხმო ნებაყოფლობით გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით სამართალდამცავ ორგანოში. თუკი დარწმუნდები რომ ის მართალია მაგრამ მისი ქმედება დასჯადია მაშინ თუკი მიმართავ პოლიციას ეს დაბეზღებაა, მაგრამ თუკი მიხვდები რომ მეგობარი არაა მართალი და მან დაარღვია ზნეობის ნორმები და იგი გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს, მაგრამ იგი ვერ გადაიტანს ციხეში ყოფნას, მაშინ უნდა იცოდე რომ თუკი ის ადამიანი ციხეში შენი დახმარებით მოხვდა მაშინ იმ გაჭირვების ტარება რაც მას ციხეში მოუწევს შენ დაგაწვება კისერზე.

როდესაც მეგობარმა ჩაიდინა დანაშაული და შენც თვლი რომ მისი ქმედება დანაშაული, ხოლო ის არათუ ინანიებს თავის ცოდვას არამედ მზადაა განაგრძოს იგივე ქმედება შემდგომში ასეთ შემთხვევაში გამართლებულია პოლიციისთვის მიმართვა



სრულიად გეთანხმები და მიმაჩნია, რომ იმ ადამიანს ვისაც შეგნებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მას დასმენა და დაბეზღება აღარ უნდა სჭირდებოდეს. მას იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ დაადებს ვიდრე, თავად გამოუტანს თავის თავს განაჩენს.


--------------------
ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი