ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 17 2008, 11:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველას მადლობა, რომ აქტიურობთ და ლამაზ სიტყვებს გვაწვდით
ამ განყოფილებაში ღვთის შემწეობით ყველა თემა საქმეა, ხოლო სიტყვისათვის ეს ერთიც საკმარისია, რომ ვიცოდეთ თუ რა მადლი სდევს თან მოწყალებას ერთ მდიდარ კაცს სახელად პეტრეს სრულებით არ ებრალებოდა გლახაკები, იგი ყურს არ ათხოვებდა ხოლმე მათ თხოვნას, მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთს არ სურდა მისი დაღუპვა, ამიტომ უწყის რა თითეული ადამიანის ცხოვრება, მისი განგებით ასეთი რამ მოხდა. ერთხელ პეტრე წისქვილიდან მოდიოდა და სახედრით ფქვილი მოჰქონდა, გლახაკმა რომ დაინახა თაყვანი სცა და ვედრებით დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე განრისხდა და უნდოდა ქვა ესროლა, მაგრამ რომ ვერ ნახა აიღო პური და სახეში ესროლა, გლახაკმა აიღო პური პეტრე ღმერთს შეავედრა და წავიდა. მეორე დღეს პეტრეს მძიმე სენი შეეყარა და კვდებოდა, მოვიდნენ ანგელოზები მისი კეთილი საქმეების საძიებლად და გლახაკისათვის უნებლიედ მიცემული პურის მეტი ვერაფერი იპოვეს. რომ მისი ბოროტება გაემართლებინათ პეტრეს უთხრეს ამჯერად წადი და იმ პურს სხვა მოწყალებებიც მიუმატე, რომ ბნელმა ეშმაკებმა არ წაგიყავნონ მარადიულ წყვდიადში, რადგან ვინც წყალობას არ გასცემს უმოწყალოდ ისჯებაო. ასე დაბრუნდა მისი სული კვლავ სხეულში. იმ დღიდან პეტრე მოწყალე გახდა, მთელი თავისი ქონება დავრდომილებს გაუნაწილა, მონები გაათავისუფლა და თვითონაც ერთ-ერთი მონის ხელით მონადვე გაიყიდა და მასში აღებული ფულიც გლახაკებს დაურიგა. ასე გახდა მდიდარი და უმოწყალო პეტრე - მოწყალე. მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა. შეიწყალე - რამეთუ შეგიწყალონ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი