IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძალა მოწყალებისა...
marine
პოსტი Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ smile.gif

ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ:

საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს.

იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...

ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი.



"იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
*ნინო*
პოსტი Apr 17 2008, 02:07 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.

ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გალხაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.




მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.




ერთ ქრისტეან დედაკაცს წარმართი ქმარი ჰყავდა. ღარიბები იყვნენ. სულ ორმოცდაათი ვერცხლი ჰქონდათ. ქმარმა ცოლს უთხრა, ეს რომ ერთბაშად დავხარჯოთ, მერე აღარაფერი გვექნება. მოდი, ისე გავასესხოთ, რომ მონაგები ავიღოთო. კეთილმა ქალმა უპასუხა, თუ გინდა, რომ იგი მონაგებით დაგიბრუნდეს, ქრისტეანების ღმერთს მიეციო. ქმარმა უთხრა, მითხარი, სად არის და მივცემო. ქალმა მიუგო, თუკი მისცემ მას ვახშად, გაჩვენებ. იცოდე, რომ არაფერს დაკარგავ და უფრო მეტს მიიღებო. ქმარი დათანხმდა. ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა, აჩვენა გლახაკები და უთხრა, მიეცი ამათ ეგ ვერცხლი. ქრისტეანთა ღმერთი ამათგან მიიღებს, რადგან ესენი ყველანი მისნი არიანო. კაცმა სიხარულით გაუნაწილა გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი და ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ მათ საზრდო გამოელიათ. ქმარმა ჰკითხა ცოლს, საჭმელი სულ გაგვითავდა და აღარ აპირებს ქრისტეანთა ღმერთი ჩვენი ვახშიდან მონაგების მოცემასო? ქალმა უპასუხა, წადი იქ, სადაც ასესხე, მოგცემს რამდენიც გეკუთვნის და გვეყოფაო.

წავიდა კაცი ეკლესიაში, სადაც ვერცხლი გაუყო გლახაკებს. ყველაფერი მოიარა და ვერავინ ნახა ისეთი, ვინც ვახშს მისცემდა. ერთადერთი გლახაკი იჯდა. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის ეკითხა, მაგრამ წინ რომ დაიხედა, დაინახა, რომ ფეხებთან მარმარილოზე ერთი ვერცხლი იდო. აიღო და წავიდა შინ. ცოლს გაკვირვებულმა უამბო, წავედი თქვენს ეკლესიაში, როგორც შენ მითხარი. ქრისტეანთა ღმერთი ვერსად ვნახე და არც არაფერი მოუცია, მაგრამ იქ, სადაც გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი დავუნაწილე, აი, ეს ერთი ვერცხლი იდოო. ბრძენმა დედაკაცმა უთხრა, სწორედ მან მოგცა ეგ უხილავად. უხილავია ღმერთი და უხილავი ძალით განაგებს სოფელს. ახლა წადი, ბატონო ჩემო, იყიდე მაგით რაიმე სურსათი, რომ ვისადილოთ. იგი სხვა დროსაც მოგცემსო.

წავიდა ეს კაცი, იყიდა იმ ვერცხლით პური, ღვინო და თევზი და მიუტანა ცოლს. ქალმა თევზს მუცელი რომ გაუჭრა და ნაწლავები ამოიღო, შიგ პატიოსანი ქვა იპოვა. ვერ მიხვდა რა იყო და შეინახა. ქმარი რომ მოვიდა, აჩვენა მას ის ქვა და უთხრა, ბატონო ჩემო, აი, ეს იყო თევზის მუცელშიო. კაცმა რომ ნახა, გაუკვირდა მისი ბრწყინვალება. ვერც ის მიხვდა რა ქვა იყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეყიდა.

მივიდა იგი ძვირფასი თვლების შემსყიდველთან და ჰკითხა, იყიდი ამ ქვასო? ვაჭარმა მიუგო, რამდენს აფასებო, კაცმა უპასუხა, შენ უკეთ იცი ამის ფასიო. მაშინ ხუთი დრაჰკანი შესთავაზა. ამ კაცს ეგონა დამცინისო და გაიკვირვა. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და ახლა ათი დრაჰკანი შეაძლია. კაცს ისევ ეცინებოდა და ვერაფერს ეუბნებოდა. ასე ასწია ვაჭარმა ფასი ოცდაათამდე და ორმოცდაათამდე. მაშინ კაცმა იფიქრა, ეს ქვა რომ ძალიან ძვირფასი არ იყოს, ორმოცდაათ დრაჰკანს არ შემომთავაზებდაო და დაიწყო ძვირად დაფასება. საბოლოოდ ვაჭარმა სამასი დრაკჰანი გადაუხადა. მისცა ამ კაცმა ის ქვა და დაბრუნდა შინ გამხიარულებული.

ცოლმა ჰკითხა, რამდენად გაჰყიდეო. მან უჩვენა სამასი დრაჰკანის ოქრო-ვერცხლი, აი, როგორ გავყიდეო. კეთილმორწმუნე დედაკაცს აკვირვებდა ღმრთის კაცთმოყვარება და ადიდებდა მის სიკეთეს. ქმარს უთხრა, ხედავ, როგორი კაცთმოყვარე და კეთილია ქრისტეანთა ღმერთი. მან არათუ ორმოცდაათი ვერცხლი, არამედ ბევრად მეტი მოგცა. იცოდე, ბატონო, რომ არც ცაში და არც ქვეყანაზე არ არის მის გარდა სხვა ღმერთი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ამის შემდეგ მისი ქმარიც მოინათლა და ქრისტეანი გახდა. ასე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“. იმ დღიდან იგი ყოველთვის სწყალობდა გლახაკებს, რადგან მოწყალების გზით ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდა ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე.



ბონიფანტე მოწყალე, ფერენტიელი ეპისკოპოსი (VI ს.), ბავშვიბიდანვე ღარიბთა შემწყნარებელი იყო. როდესაც შემთხვევით ვინმეს შეუმოსავს დაინახავდა, თავისას იხდიდა და აძლევდა, თვითონ კი სახლში ხანდახან ზედა ან ქვედა სამოსის გარეშეც ბრუნდებოდა.

დედა გაჭირვებული ქვრივი იყო და ამიტომ ხშირად ბრაზობდა და ამბობდა: „არ იქცევი სამართლიანად, შვილო, თავად ღარიბი - ღარიბებს აცმევ“.

ერთხელ, როდესაც ბეღელში შევიდა, სადაც მთელი ზაფხულის სამყოფ პურს აცხობდნენ, ცარიელი დახვდა, რადგანაც ბონიფანტეს დედის უჩუმრად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა.

ქალმა ტირილი დაიწყო, სახეში იცემდა და ამბობდა: „რაღა ვქნა, საიდან მოვიტანო მთელი ზაფხულის სამყოფი პური? რითი გამოვიკვებოთ მე და მთელი სახლი?“ ბონიფანტე სიტყვით ცდილობდა დედის დაწყნარებას, მაგრამ დედის უზომო წუხილის გამო ვერ შესძლო. ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო ბეღლიდან.

დედა გავიდა, ბონიფანტემ კარი ჩარაზა, დაემხო მიწაზე და ღვთისადმი ლოცვა აღავლინა. უცბად ბეღელი ხორბლით გაივსო. იგი ღმერთს ჰმადლობდა, შემდეგ კი დედას უხმო და დაანახა ხორბლით სავსე ბეღელი. დედა დაწყნარდა და ადიდა უფალი. მას შემდეგ აღარ უკრძალავდა შვილს ღარიბებისათვის მოწყალების გაღებას, ხედავდა, რომ შვილის უდიდესი რწმენის ძალით მოწყალების გაღებისას არ ღარიბდებოდნენ და რასაც შესთხოვდნენ უფალს - ღებულობდნენ.




ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების იმედი მაქვს. შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში.

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:

- გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

- გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

- აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?

- იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

- შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.

- მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.




ერთხელ ქუჩაში მიმავალ იოანე მოწყალეს მიუახლოვდა ფრიად პატივცემული ადამიანი, რომელსაც ქურდებმა მთელი ქონება მოპარეს. წმიდა იოანემ ბრძანა, მისთვის 15 ფუნტი ოქრო მიეცათ. მაგრამ ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დარჩენილიყო და იკონომოსებმა არ შეასრულეს პატრიარქის ბრძანება და მხოლოდ 5 ფუნტი მისცეს, როდესაც წმიდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, მას ერთი მანდილოსანი მიუახლოვდა და ქარტია გაუწოდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი 500 ფუნტ ოქროს სწირავდა ეკლესიას. პატრიარქმა სულიწმიდის მადლით განჭვრიდა, რომ ქალმა იმდენი არ გაიღო, რაც განზრახული ჰქონდა. მან იკონომოსებს გამოჰკითხა, თუ რა რაოდენობის მოწყალება გაიღეს და შეიტყო, რომ მისი კურთხევა არასწორად შესრულდა და ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა. მან გაუმხილა ისიც, რომ ერთ პატივცემულ ქალბატონს სურდა 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა, მაგრამ რადგან თქვენ სიძუნწე გამოიჩინეთ, უფალმა მხოლოდ 500 მოგვცაო.

ამის შემდგომ პატრიარქმა მოიხმო ეს ქალბატონი, რომელმაც იკონომოსების თანდასწრებით გაამხილა სიმართლე და ყველას უამბო, რომ მას, მართლაც, 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა სურდა, ასეც დაწერა წერილობით მოწმობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში სიტყვა - ათასი წაშლილი იყო და მხოლოდ 500 ეწერა, მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასეთი იყო უფლის ნება და ისიც შესაბამისად მოიქცა.

ეკონომებს შეეშინდათ და შერცხვათ, პატრიარქის ფეხებთან დაემხნენ და შენდობა ითხოვეს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ძალა მოწყალებისა...   Mar 21 2008, 12:00 PM
სოფი   :) + ნათიას ადრენდეáƒ...   Mar 21 2008, 12:26 PM
marine   სოფი :მპუა: :ყვავილá...   Mar 21 2008, 01:13 PM
zviadauri   სოფი :მპუა: :ყვავილ...   Mar 24 2008, 05:36 PM
marine   "ღმერთმან... კეთილá...   Mar 24 2008, 03:48 PM
makiki   მართლა ძალიან ძნელ...   Mar 24 2008, 05:17 PM
marine   "მისდიეთ მოწყალეá...   Mar 25 2008, 10:46 AM
marine   "ჩვენი დღეები - ის ...   Mar 25 2008, 01:27 PM
marine   ქუთაისში გაბრიელ ე...   Mar 26 2008, 11:22 AM
zviadauri   ქუთაისში გაბრიელ áƒ...   Mar 26 2008, 02:38 PM
marine   მადლი ისაა მარინე á...   Mar 26 2008, 02:41 PM
marine   "დრო ჩვენ მოგვეცა...   Mar 26 2008, 04:25 PM
xornabujeli   :) კარგი თემაა,მარინ...   Mar 26 2008, 04:36 PM
marine   ალბათ,თქვენც გამოáƒ...   Mar 26 2008, 04:52 PM
ნათია   marine მაპატიე, ეხლა შეá...   Mar 26 2008, 04:38 PM
marine   "შენი კეთილი საქმ...   Mar 28 2008, 02:09 PM
TikoE   "შენი კეთილი საქáƒ...   Mar 28 2008, 03:15 PM
marine   შენ წარმოთქვი სიტá...   Mar 28 2008, 03:28 PM
marine   "მოწყალების რამდá...   Apr 8 2008, 10:42 AM
marine   მოწყალების ძალა წá...   Apr 11 2008, 01:31 PM
marine   შენს მოქმედებას სა...   Apr 15 2008, 01:52 PM
ნათია   შენს მოქმედებას სáƒ...   Apr 15 2008, 01:55 PM
marine   ულამაზესი სიტყვებ...   Apr 16 2008, 03:44 PM
ლულუ   "მოწყალე ხელი არ áƒ...   Apr 16 2008, 03:50 PM
marine   "მოწყალე ხელი არ á...   Apr 16 2008, 03:52 PM
ლულუ   როგორადაც ძალგიძს,...   Apr 16 2008, 03:54 PM
nino_ni   მე ასეთი ისტორია ვáƒ...   Apr 16 2008, 09:19 PM
makiki   მაგარი ისტორიაა :) ,áƒ...   Apr 16 2008, 10:53 PM
TikoE   მარინე - არაჩვეულეáƒ...   Apr 17 2008, 09:39 AM
marine   ყველას მადლობა, როáƒ...   Apr 17 2008, 11:28 AM
ლულუ   ერთი კონსტანტინეპá...   Apr 17 2008, 02:07 PM
marine   ლულუ ლულუ, ჩემო კარ...   Apr 17 2008, 03:09 PM
marine   "არსებობს სულიერá...   Apr 22 2008, 11:14 AM
marine   ძალზე მოწყალე იყო áƒ...   Apr 22 2008, 01:52 PM
marine   "მოწყალება არს დე...   Apr 23 2008, 12:26 PM
marine   "მოწყალება ისეთი ...   May 14 2008, 11:01 AM
marine   ყოველივეს, რასაც ღáƒ...   May 16 2008, 01:59 PM
marine   "საყვარელნო, ღვთი...   May 22 2008, 02:19 PM
sssimonika   ერთხელ პატრიარქ იო...   May 22 2008, 11:15 PM
marine   "თუ კეთილ საქმეს áƒ...   May 28 2008, 02:20 PM
marine   "რადგან ადამიანთá...   Jun 19 2008, 10:47 AM
.nino   მართალი და მოწყალე...   Jul 1 2008, 02:26 PM
N10a   1. ერიდეთ, თქვენი კეáƒ...   Sep 16 2008, 10:17 PM
dariala   .ნინო რა მაგარიაააá...   Sep 16 2008, 10:20 PM
.ნინო   ერთი მონასტრის წინ...   Sep 18 2008, 08:25 PM
.ნინო   1917 წლის შიმშილობისáƒ...   Nov 3 2008, 08:29 PM
.ნინო   1917 წლის შიმშილობისáƒ...   Nov 3 2008, 08:29 PM
marine   "კეთილი საქმის კე...   Dec 4 2009, 02:58 PM
marine   "ღატაკი, ეს არის შá...   Feb 4 2010, 02:42 PM
marine   "შენი მოყვასით ცხ...   Apr 15 2010, 01:13 PM
marine   "ჩარლი წავა, ჯერაáƒ...   Jan 10 2014, 11:56 AM
qetevano   ძალიან კარგი წეილი...   Jan 10 2014, 01:30 PM
marine   ძალიან კარგი წეილáƒ...   Jan 10 2014, 02:02 PM
qetevano   marine Aაა კაი. რომელირა...   Jan 10 2014, 02:04 PM
marine   marine Aაა კაი. რომელირáƒ...   Jan 10 2014, 02:08 PM
qetevano   marine Dიდი დიდი მადლობá...   Jan 10 2014, 02:14 PM
marine   marine Dიდი დიდი მადლობ...   Jan 10 2014, 02:15 PM
qetevano   ჩაპლინზე რომ არს წáƒ...   Jan 10 2014, 02:16 PM
marine   როცა ქუჩაში ზამთრი...   Jan 15 2014, 01:58 PM
marine   "მოწყალე ადამიანá...   Jan 16 2014, 11:06 AM
marine   არ არსებობს უცოდვე...   Jan 17 2014, 11:41 AM
marine   "იცხოვრე სხვებისá...   Jan 28 2014, 10:52 AM
marine   "მცირსა ზედა" მა...   Feb 10 2014, 11:26 AM
marine   "თუ მოყვასს დაეხმ...   Feb 25 2014, 11:01 AM
marine   იმისათვის რომ თვალ...   Feb 25 2014, 04:03 PM
marine   "ქართველ ხალხს ის...   Nov 1 2014, 08:43 PM
sanfol   თუ კი ვივარაუდეთ თáƒ...   Nov 1 2014, 11:09 PM
marine   თუ კი ვივარაუდეთ თá...   Nov 2 2014, 02:46 PM
sanfol   ერთი წმინდა მამა აá...   Nov 3 2014, 06:43 PM
marine   გასაგებია და თუ კი ...   Nov 3 2014, 07:46 PM
marine   „გვავიწყდება, რომ áƒ...   Nov 4 2014, 06:25 PM
marine   „საკუთარ თავს ყველ...   Nov 5 2014, 12:02 PM
marine   "იგი (წმ. ნექტარიოá...   Nov 6 2014, 02:41 PM
marine   "მოწყალე ადამიანá...   Nov 15 2014, 08:48 PM
marine   "პირდაპირ ამბობს ...   Nov 18 2014, 04:21 PM
sanfol   სულიერი მოწყალებაá...   Dec 9 2014, 02:15 PM
G_saxva   sanfol ვერავის ვერ დაუá...   Dec 9 2014, 02:21 PM
marine   sanfol ვერავის ვერ დაუ...   Dec 9 2014, 05:28 PM
sanfol   G_saxva საინტერესოა ნაáƒ...   Dec 9 2014, 02:24 PM
mari90   sanfol შენ როგორც მიხვ...   Dec 9 2014, 02:32 PM
mari90   ანუ ღმერთის არსებáƒ...   Dec 9 2014, 05:43 PM
marine   ბავშვებო, თემას ნუ á...   Dec 9 2014, 05:56 PM
G_saxva   mari90 მგონი ტერმინებáƒ...   Dec 10 2014, 09:50 AM
mari90   G_saxva რწმენა არის როáƒ...   Dec 10 2014, 10:06 AM
G_saxva   mari90 ეგ როდის მერე გა...   Dec 10 2014, 10:43 AM
marine   "ბევრი სიკეთე აკე...   Dec 11 2014, 06:13 PM
marine   "საკუთარი სიკეთე ...   Dec 28 2014, 07:01 PM
marine   "მართლაცდა, ვინც áƒ...   Jan 11 2015, 08:36 PM
marine   "უნდა ბევრი გასცე...   Jan 11 2015, 09:07 PM
marine   "განკითხვა ძველქá...   Feb 3 2015, 07:16 PM
marine   "გულის განწყობის ...   Feb 3 2015, 11:23 PM
marine   "თავის თავს ყოველ...   Feb 13 2015, 09:35 PM
marine   "მოწყალების გაღეá...   Mar 1 2015, 09:46 PM
marine   "ვინც უფლის სიყვა...   Mar 21 2015, 09:45 PM
marine   "ადამიანმა საკუთá...   Mar 21 2015, 10:00 PM
marine   "სათნო საქმეზე, რáƒ...   Mar 27 2015, 10:35 PM
marine   "მეუფე [ელისე ჯოხáƒ...   Mar 29 2015, 10:24 PM
marine   "ვინც გაჭირვებულ ...   Apr 8 2015, 02:38 PM
marine   "უპოვარნი ხორციეá...   Apr 12 2015, 01:09 PM
marine   მე და მათხოვარი ბაáƒ...   Apr 19 2015, 05:18 PM
9 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th November 2026 - 01:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი