![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ძველ პატერიკში წერია: რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუშალო მას ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში”.
აბა დავფიქრდეთ, რატომ მოგვიწოდებენ წმინდა მამები გამუდმებულად ლოცვისკენ? ანდა ბერები რატომ არ წყვეტენ იესოს ლოცვას? ერთხელ მამა მიქაელმა (ბოტკოველმა) მოგვიყვა ერთი ისიხასტი ბერის მორჩილების შესახებ, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს. მას ბაღის მოვლის და ხეთა მორწყვის მორჩილება ჰქონდა. მცენარეთა მორწყვისას მას აკრძალული ჰქონდა ხისთვის ზევით ახედვა. თავიდან ჩვენ ვერ გავიგთ თუ რატომ? როგორც აღმოჩნდა, ხეზე შეხედვა გამოიწვევდა არასასურველ ფიქრებს მისი ფოთლების, კვირტების, ნაყოფის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია საცდური გამხდარიყო. ახლა თავად დაასკვენით რამდენად სასარგებლოა ოცნება. ![]() არ ვიცი ჩემი პოსტი რამდენად მიესადაგება თქვენს საუბარს. ერთი შეხედვით რასაც გადავხედე ამის დაწერის სურვილი გამიჩნდა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძველ პატერიკში წერია: რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუშალო მას ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში”. აბა დავფიქრდეთ, რატომ მოგვიწოდებენ წმინდა მამები გამუდმებულად ლოცვისკენ? ანდა ბერები რატომ არ წყვეტენ იესოს ლოცვას? ერთხელ მამა მიქაელმა (ბოტკოველმა) მოგვიყვა ერთი ისიხასტი ბერის მორჩილების შესახებ, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს. მას ბაღის მოვლის და ხეთა მორწყვის მორჩილება ჰქონდა. მცენარეთა მორწყვისას მას აკრძალული ჰქონდა ხისთვის ზევით ახედვა. თავიდან ჩვენ ვერ გავიგთ თუ რატომ? როგორც აღმოჩნდა, ხეზე შეხედვა გამოიწვევდა არასასურველ ფიქრებს მისი ფოთლების, კვირტების, ნაყოფის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია საცდური გამხდარიყო. ახლა თავად დაასკვენით რამდენად სასარგებლოა ოცნება. ![]() არ ვიცი ჩემი პოსტი რამდენად მიესადაგება თქვენს საუბარს. ერთი შეხედვით რასაც გადავხედე ამის დაწერის სურვილი გამიჩნდა. მერე დათიკო, ეგ ბერებისთვისაა... საერო კაცისთვის მე სოლომონისეული აზრები მირჩევნია, სადაც ქება არის ბუნების, ქალის სიყვარულის, მცირე დასაშვები ეროტიზმით და საერთოდ ყველაფერში ზომაა საჭირო. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი