![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ორჯერ ვასწავლე უკვე ბავშვებს, ჯერ მათ გავაკეთებინე ანალიზი და არასდროს უთქვამთ, ოცნება ცუდიაო, თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც ძიებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას
![]() მარიამ, მეზობლისა და ელიოზის შედარება ამ თემაში უადგილოა, რადგან აქ ლიტეატურულ ელიოზს ვარჩევთ მგონი, მეზობელზე გეტყვი, რომ გააჩნია, ელიოზის მსგავსნი არ არიან მეოცნებე ადამიანები, ელიოზი დიახაც, რომ თავისი ოცნებისთვის შრომობდა კიდეც: აკი ეუბნება ელეფთერი, რომ ბაბანებ და თრთი ამ ყინვასა და სიცივეშიო? ოჯახიც უშლიდაო ამ ახირებას, მაგრამ ის პასუხობდა: ''აბა, როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო!'' ანუ ის შრომობდა თავისი ოცნების მოსაპოვებლად, დადიოდა, ეძებდა, მან იცოდა, რა უნდოდა, იცოდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური და გამამადიდრებელი უნდოდა. მიაქციე ყურადღება: მეტისმეტად ღატაკი იყო ელიოზი და გავმდიდრდებიო, რამე გაგონებს ახლა ეს ორივე ფრაზა? მგონი, უნდა გაგონებდეს ![]() ![]() ასე რომ, ახლა მითხარი, გყავს კი შენ ასეთი მეოცნებე მეზობელი? და თუ გყავს, მაჩვენე რა, რომ ერთხელ მაინც ვიხილო ამქვეყნად ''სულით პოეტნი'' დათიკოოოოოოო, ეს რა დაწერეეეეე, კარგი რა! მაოცებთ და აი, რატომ, როცა ნაწარმოებს არცევთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვწყდეთ მას და არ უნდა მოვირგოთ იგი ჩვენს აზროვნებასა და მრწმასზე, პირიქით, მასში ვეზებოთ ის, რაც შეიძლება სწორად არ მიგვაჩნია, მაგრამ მასში ნამდვილად არის, იმტომ, რომ ეს ნაწარმოები ჩვენ კი არ დაგვიწერია, ავტორმა დაწერა, ავტორი კი, ჩვენი მსგავსი ნამდვილად ვერ იქნებოდა. და კიდევ, ძალიან მთავარი, ხშირად ჰგონიათ, რად უნდა ავტორის ბიოგრაფიის და მსოფლმხედველობის ცნობა ერთი საწყალი მოთხრობის გარჩევასო, გეგონოთ, დიახაც, რომ უნდა! მით უფრო, ლეონიძის მოთხრობებსა და ლექსებს! არც ეპოქა და არც მისი განვლილი გზა უნდა დაგვავიწყდეს. აბა , გიჟი კი არაა ამდენი მეცნიერი , დღემდე იმას რომ იკვლევს, რუსთველი პლატონს იყენებს თუ არეოპაგელსო ![]() ძალიანაც რელიგიურია ნატვრის ხე, მაგრამ არა ისეთი, რომ დადგეს ლეონიძე და ოცნება ცუდიაო, უზახოს მკითხველს, ერთ დროს ცისფერყანწელი და ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალისტი კაცი, რომელმაც სხვათა შორის სასულიერო განათლებაც საკმაოდ მიიღო, ახლა ამდენი კი იცოდა და ის ჩვენზე უკეთ იცოდა, სათქმელი როდის, რატომ და როგორ მოწოდებინა.... ისე, ''ნატვრის ხის'' წინასიტყვაობა - ''მშობლიურ ხეთა ჩრდილში'' წაიკითხეთ, ხალხო და მიხვდბით, ამ ადამაინს ყველა უყვარს, ყველას ეფერება და საკუთარი სულიდანგადმონაჟური ჰყავს თითოეული პერსონაჟი, ჩვენ კი მივადექით და ოცნება ცუდიაო, ვულანძღავთ ელიოზს (რატომ ჰქვია ელიოზი, ამას არ მეუბნებით ტან და რატომ ეძებს ხეს) ![]() ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი