აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანონისტი |
Apr 18 2008, 11:42 AM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა ყოჩაღ! თუ გცალია შეგიძლია მოხვიდე დღეს. კოპალაში ორზე, შენთან ახლოსაა რა პარლამენტის უკან. ვნახოთ რას იტყვის ხალხი. ეს საიტი მართალა კაი იქნება. ცოტა ხანში თავის ფორუმიც ექნება და გავიგებთ აფხაზების აზრსაც დღეს 2-ზე შანსი არაა ისე, საიტზე ვიაქტიურებ ნიანია ციტატა ეჰ დავით ჩვენ ყველამ ვიცით რომ ასეთი უამრავი კომენტარი იქნება. მაგრამ რაღაცა ხომ უნდა ვქნათ. აბა მარტო იარაღის ჩხაკუნი არ გამოვა რა. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ოსებსაც. იმათ უკვე ეშინიათ ჩვენი და ჰგონიათ რომ მხოლოდ ომზე ფიქრობს მთავრობაც და ერიც და ბერიც. ამიტომ რამენაირად სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ვაგრძნობინოთ რომ ომი და მათი ამოხოცვა არ გვინდა ჰო, მაგრამ ბოდიშიც ცოტა სხვა სტილის ბოდიში უნდა იყოს. აი, მაგათ მე რა დავუწერე იცი? ასეთი საიტია www.vkontakte.ru იქ ვეკონტაქტები აფხაზებს მე ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ ის უმსგავსობები, რაც მათ ჩაიდინეს ვერ მოვითმინეთ, აგრეთვე კიტოვან-იოსელიანის ბანდიტური თარეშის გამო და არა იმიტომ, რომ საქართველოს მიწას ვიცავდით მაგ ირაკლიმ, სხვათა შორის, მითხრა, რომ ამდენი წლის მერე პირველი ქართველი ხარ, ვისაც ძმას ვეძახიო. აფხაზებიც კავკასიელები არიანი, მაგათთან პირდაპირობა ჭრის უფრო. ასე ხელაღებით თუ მოუხდი ბოდიშს, უფრო დარწმუნდებიან თავიანთ "სიმართლეში" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი