![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ერთი რამე მიკვირს ძალიან. ზოგი ადამიანი პირდაპირ მომართულია იმაზე, რომ დაგიპირისპირდეს და ვერ გაგიგოს. მგონი ძალიან მარტივ რამეს ვამბობ და ამდენი ვერ-გაგება, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს. ერთხელ კიდევ ჩამოვაყალიბებ რისი თქმა მინდა და წავედი მე ![]() ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). პირველ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა პოეტის სახე, ხოლო მეორე შემთხვევაში - უბრალო მეოცნებე ადამიანისა. ცხადია, როცა ბავშვებს "ნატვრის ხეს" ასწავლი, პირველზე უნდა გაუმახვილო ყურადღება და არა მეორეზე, მაგრამ ბავშვს სრულიად ბუნებრივად შეიძლება გაუჩნდეს კითხვა ზოგადად მეოცნებეობის შესახებ (რეალურ ცხოვრებაში). ასეთ შემთხვევაში, მეორე ფაქტორზეც უნდა გაუმახვილოს მასწავლებელმა ყურადღება და სწორედაც მართლმადიდებლური სწავლება უნდა შესთავაზოს და არა სხვა რამე, პირადი წარმოდგენები. მარიამ, მასეთმა სწავლებამ გამოიწვია ის, რასაც თქვენ www.literatura.ge ზე ნახავთ! მიდით, იქ ნახავთ და შეძრწუნდებით, ოცნება რომ აუკრძალეს მეათე კლასელ ბავშვს, რა გამოვიდა იმისგან! მასწავლებელი უნდა იყოს განათლებული და იცით როგორი? აი თქვენ რაც თქვით და ჩვენც რაც ვილაპარაკეთ ორივეს დამტკიცება რომ შეეძლოს,ჯერ ერთისა და მერე მეორესი! და არა ასე "ვაიმე რას ასწავლიანო".. ბავშვს აქვს 150 მილიონი "რატომ", და არ ესმის ჩვენი "ხამს და გევალება!" პასუხი სჭირდება, არგუმენტი! არაფერს არ "გაგიგებს" ბავშვი... უნდა დააჯერო, აუხსნა! და მაგალითი აჩვენო! არ შეიძლება ოცნება იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება იღვაწეს იმისთვის რომ ამ დასკვნამდე მისულიყვნენ (თავისით!), ასე თქვესო? ეგ მოსწავლეს კი არა შვილს რომ უთხრა არ დაგიჯერებს! გმირის გზა უნდა გამოატარო მოსწავლეს.. უნდა განაცდევინო რასაც გმირი განიცდის, ავტორი+ეპოქა.. და მერე თვითონ გამოიტანს დასკვნას. კი არ უნდა დააბნიო ![]() არ ვიცი რა ვთქვა ![]() მეტი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რამდენად პირდაპირ ეხება არ ვიცი, მაგრამ ერთი საინტერესო რამ მოხდა საბჭოთა იმპერიაში. რუსეთში გადაწყვიტეს საბავშვო ბაღებიდან ამოეღოთ ზღაპრების პრაკტიკა,როგორც იმპერიალიზმის გადმონაშთი. ამოიღეს, მაგრამ მოხდა სასწაული: ბავშვებს დაეწყოთ კოშმარები, ძილის პრობლემებმა იმატა, გახშირდა აგრესია. მიხვდნენ რომ ბევრი ჭამეს
![]() ბავშვს ზღაპარს თუ წაართმევ ან ოცნებას, მისგან საშინელ პიროვენბას აღზრდი. აგერ ზემოთ დავწერე ერთი მოძღვარი სკოლაში მივიდა და აპოკალიფსზე დაიწყო ქადაგი, .... რად უნდა ბავშვს აპოკალიფსი, ბავშვები ჩვენზე სუფთანი არიან, და ამავე დროს ისეთი გმირები, ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია. მოძღვარს რომ ეთქვა: ქრისტიანობა სახარებაა, და მე მოვედი რათა გახაროთ, რომ ღმერთს უყვარხართ ყველაზე ძლიერ, თქვენ მისი რაინდები ხდებით, ნამდვილი რაინდები ქრისტესი, ჭეშმარიტი მეომრები, ნუთუ არ გ ი ო ც ნ ე ბ ი ა თ არასოდეს რაინდები ყოფილიყავით?, ჰოდა აი ახლა გეძლევათ ამ ნაბიჯის გადადგმის შანსი, შეიმოსეთ აბჯარი რწმენის და შეუდექით ყველაზე დიდ ბრძოლას ქრისტესთვის...თქვენ გელით ქრისტე, ღმერთი ყოველივესი და ჭეშმარიტი მხედართმთავარი თავისი ჯარისა. აი ეს რომ ეთქვა მე მეჩვენება, რომ ბავშვები დარჩებოდნენ იმ მამაოსთან.... პ.ს. ნუ წავართმევთ ბავშვს ოცნებას ჭეშმარიტი გმირობისა, რადგან ერთხელაც ეს ოცნება შეიძლება სინამდვილედ იქცეს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი