![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ერთი რამე ვერ გავიგე რა, რატომა სე კატეგრიულად? განა არ შეიძლება, ვუთხრათ ბავშვებს, ზოგადად ოცნება ცუდია, ცოდვაა, მაგრამ აქ ახლა სხვა რამეზეა საუბრაიო?
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ერთი რამე ვერ გავიგე რა, რატომა სე კატეგრიულად? განა არ შეიძლება, ვუთხრათ ბავშვებს, ზოგადად ოცნება ცუდია, ცოდვაა, მაგრამ აქ ახლა სხვა რამეზეა საუბრაიო? ![]() მე მაგასაც ვერ განვაზოგადებ, რადგან ოცნება ჩემი და ბავშვის, ძალიან განსხვავებული რამეა. ანალიზს რაც შეეხება, ეს ზოგადი მოვლენაა, კომუნისტური რეჟიმიდან მოსულმა ხალხმა კომუნისტური იდეოლოგია ქრისტიანულით შეცვალა, არადა ქრისტიანობა იდეოლოგია არაა, მაგრამ თუ ის მასეთად აქციე, მიიღებ ტორკვემადების უზარმაზარ ჯარს, რომლებზეც პირდაპირაა ნათქვამი: თვითონაც არ შედიან და სხვასაც არ უშვებენო სასუფეველში -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი