![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.
ციტატა როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული. რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის. უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
KAIROS
გმადლობ. გავეცანი ამ ადგილ-ადგილ ძალზე მოსაწყენ სტატიას. და საკითხში ჩაღრმავების შემდეგ გავიგე რომ შენი კომენტარი ჩემს სიტყვებზე მეტ ნაკლებად მართებულია, მაგრამ ბევრ გაურკვევლობას მოიცავს. ანუ იუდა , რომელშიც ეშმაკი შევიდა, არ გახლდათ სრულად მიცემული, ე.ი. მას გონებასი და შემდეგ გულში, როგორც ზევით მოხსენებული ჩასახლდა, ფულის სიყვარულის გამო, მაგრამ მას საკუთარი ნება და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობაც წართმეული არ ჰქონდა. ამაზევე მეტყველებს საქმე 1:25, სადაც ნათქვამია რომ ის თავისით გავიდა სამოციქულო წილიდან. ხოლო ნეტარი თეოფილაქტე წერს რომ ადრე თავს ესხმოდა მაგრამ ვერ ეუფლებოდა მის გულს და სულს, იმიტომ რომ 12 მოწაფეთაგანითაგანი იყო და მადლი ჰქონდა. ხოლო როცა მადლი წაერთვა , ზიარების შემდეგ, ქრისტემ ის გამოყო მოწაფეებისგან და უმადლო რომ ნახა ეშმაკი ეგრევე შეუვიდა გულში და სულშიო. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ საკითხი ბევრ გაურკვევლობას და წინააღმდეგობას მოიცავს, რაც თვით სტატიაშიც ჩანს, ურთიერთ საწინააღმდეგო მსჯელობებში: Действительно, никто не принуждал Иуду к предательству: он сам «пошел и говорил с первосвященниками и начальниками, как Его предать им» (Лк. 22, 4). Свободная воля его была уже помрачена и предана в руки лукавого. Евангелист свидетельствует об этом: «Вошел же сатана в Иуду» (Лк. 22, 3). Действуя прикровенно, нечистый дух часто скрывает от самого человека, над которым он получил власть, истинные мотивы поступков. Во всяком случае, несмотря на то, что Иуда требует у первосвященников деньги за свои услуги, он имеет в виду и еще какую-то свою цель. ანუ მართალია ის თვალებს არ აყირავებდა და ქაფი არ მოსდიოდა პირიდან , მაგრამ საკუთარი თავისუფალი ნება უკვე დაჩრდილული ჰქონდა და ვეღარ იყენებდა. ეშმაკმა ის დააკაბალა და ისე ამოქმედებდა როგორც უნდოდა. -------------------- KILL YOUR TV !
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი