![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ერთი რამე მიკვირს ძალიან. ზოგი ადამიანი პირდაპირ მომართულია იმაზე, რომ დაგიპირისპირდეს და ვერ გაგიგოს.
მგონი ძალიან მარტივ რამეს ვამბობ და ამდენი ვერ-გაგება, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს. ერთხელ კიდევ ჩამოვაყალიბებ რისი თქმა მინდა და წავედი მე ![]() ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). პირველ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა პოეტის სახე, ხოლო მეორე შემთხვევაში - უბრალო მეოცნებე ადამიანისა. ცხადია, როცა ბავშვებს "ნატვრის ხეს" ასწავლი, პირველზე უნდა გაუმახვილო ყურადღება და არა მეორეზე, მაგრამ ბავშვს სრულიად ბუნებრივად შეიძლება გაუჩნდეს კითხვა ზოგადად მეოცნებეობის შესახებ (რეალურ ცხოვრებაში). ასეთ შემთხვევაში, მეორე ფაქტორზეც უნდა გაუმახვილოს მასწავლებელმა ყურადღება და სწორედაც მართლმადიდებლური სწავლება უნდა შესთავაზოს და არა სხვა რამე, პირადი წარმოდგენები. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). ეგეთი მიდგომით სიგიჟეს ვერ ავცდებით ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი