აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ნიანია |
Apr 18 2008, 04:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა აბა მე ეს მომიკლეს, შენ კი ეს, იმას ის - ეს არაფრის მომტანია. ყველას ხოდა ეს კამპანიაც მაგას ემსახურება რომ მივუტევოთ ერთმანეთს შეცდომები და დავივიწყოთ წარსული, ვეცადოთ მაინც. ციტატა მაგრამ იგივე მიზეზით მათაც უნდა მოიხადონ მაშინ. ეს ძალიან მესიამოვნება პირადად მე. მაგრამ, ნან, ჩვენ ქართველები აფხაზებთან შედარებით უფრო მეტი კულტურის მქონე, მეტი ტრადიციების მქონე ერად მივიჩნევით. საერთაშორისო ასპარეზზეც მეტი წონა გაგვაჩნია ვიდრე მათ. ჰოდა, ამ კამპანიის ორგანიზატორებს მიაჩნიათ რომ ჩვენ ბოდიშის მოხდასა და მიტევებაშიც მათზე ძლიერები უნდა ვიყოთ. ეს ძლიერის პრეროგატივაა, პირად, ადამიანურ ურთიერთობაშიც ასე ხდება. მე ასე ვთვლი. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ მათ გზა სიმართლისაკენ. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი