პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 27 2008, 10:02 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
სადაც ჩაღრმავდები, ყველგან ზოდებია, ყველგან ხელთუქმნელი ბაჯაღლო ზოდები. მაგრამ რაღა დროის! - სიბერის კორდებია, სიკვდილის კორდებია, მივალ და გშორდები. მინდოდა ქართველი თორმეტი მილიონი, სულ ათი-თორმეტი მინდოდა მენახა - არაგვის სიარაგვე, რიონის სირიონე და მიწა გაშლილი მსოფლიო ვენახად... სადაც ჩაღრმავდები, ყველგან საშველია, რა ხსნა, რა გზებია, რამდენი საშველი! მაგრამ რაღა დროის! ორი დღე დამრჩენია, ტირილით მივიმღერი, მივდივარ თვალსველი. მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Apr 18 2008, 04:50 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდოდა ქართველი თორმეტი მილიონი, სულ ათი-თორმეტი მინდოდა მენახა - არაგვის სიარაგვე, რიონის სირიონე და მიწა გაშლილი მსოფლიო ვენახად... ულამაზესია, თიკო ეს ჩემი დეიდაშვილის დაწერილი ლექსია: * * * ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა, არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა. სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა, ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა. მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი, თქვენ მიმატოვეთ თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის. მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს, დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის. ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს, შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ? თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე, როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს. თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი, მუხლზე დაეცა - საქართველო აკურთხეო - სთხოვა ტირილით, უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან, კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა. თამარ მარჯანიძე არსებობს ასეთი ლექსი, ,,ანათემა" რამდენადაც მახსოვს მორის ფოცხიშვილის. ხომ ვერ დადებთ აქ? წინასწარ დიდი მადლობა. სამწუხაროდ მე არ ვიცი. შეიძლება თიკომ იცოდეს და აუცილებლად დაგიპოსტავს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი