![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ჩვენი მეზობელი და საყვარელი ფორუმის-კარავის წევრი- შატილის ასულის ნიკით, მოყვა უმძიმეს ავარიაში.
ყველას ვთხოვ რომ მოიხსენიოთ ლოცვებში მხევალი ღვთისა თამარი. წევს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, ნუ დაიზარებთ ამ ადამიანისათვის ლოცვას, შეგეწიოთ უფალი. ღმერთმა უშველოს მხევალს ღვთისა თამარს! აბა უფლის და თქვენი იმედი მაქვს. |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან, ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან; და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას ,თამარს მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი, და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ბავშვებო, ხვალე 18:00 იკრიბებიან კარავის ფორუმელები რესპუბლიკურის ფანტანთან და ვისაც შეგიძლიათ მოდით და ფინანსურადაც უშველეთ ამ ადამიანს, წუხელ 1300 ლარი აუგროვეს კარაველებმა და მაინც ძალიან ძვირი ჯდება რეანიმაცია... აბა თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ ვინც შეძლებთ მოდით! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 05:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი