![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
მოკლედ, გამარჯვება!
ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას.. მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს.. სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ? მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ ![]() მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით. ________________________ სიყვარულის კამიკაძე ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი - რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული. არრა მაბადია გარდა ლექსების და გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო. ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით - ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები... შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება! მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი განცდა მეუფლება: მტრული გაციებით, ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით. და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს, დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად... ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი, როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური. აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა - წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია, კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ, ლექსში გავუცვალო ივან და მარია. ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს, მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი! ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე. _______________________________ განწირული თაობა გუშინ - ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან... დღეს - რომ ვერ "გვიხმარეს", შემოგვდგნენ წიხლებით... ხვალ - ალბათ გამოვალთ როდესმე კომიდან... ზეგ - ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით... რა გვახსოვს? - ტვინების ღვრა თავის ქალიდან... და ნატყვიარები ხერხემლის მალებში... ვერა, ვერ ამოხვალ, შენ, ჩვენი ვალიდან, ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში! გიორგი საჯაია -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ვახ.
ცოტაარიყოს გულზე მომეშვა, ისეთებს ვკითხულობ ხოლმე, მსანამ ლექს ჩავამთავრებ," მუხლები მიკანკალებს", ახლა ვნახავ სიყალბეს, ახლა ვნახავ "იაღლიშს" ახლა ვნახავ ყურით მოთრეულ გრძნობას და სიტყვებს თქო... ჰოდა გულზე მომეშვა... და მომეწონა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ვახ. ცოტაარიყოს გულზე მომეშვა, ისეთებს ვკითხულობ ხოლმე, მსანამ ლექს ჩავამთავრებ," მუხლები მიკანკალებს", ახლა ვნახავ სიყალბეს, ახლა ვნახავ "იაღლიშს" ახლა ვნახავ ყურით მოთრეულ გრძნობას და სიტყვებს თქო... ჰოდა გულზე მომეშვა... და მომეწონა ![]() სიყალბე? ნახუცრიშვილთან ნაკლებად დამინახავს, მომწონდა ყოველთვის, თავიდან, რამდნეიმე წლის წინ რომ დავნახე, არასრულფასოვანი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ მერე ლექსების კითხვა რომ დაიწყო, სულ სხვა პიროვნება დავინახე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მეც მის ლექსებს ![]() ამოწერილი მაქვს ჩემს უბის წიგნაკში რამდენიმე და მერე დავდებ ![]() უი, ინტერნეტშიც დევს. ვიპოვე ![]() დრო და მანძილი ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში, სადაც არ არის დრო და მანძილი, სადაც ცხოვრება თავისით გადის, ასე მარტივი, ასე ნამდვილი. სადაც არ არის ჟესტი თუ ფრაზა, სადაც სათქმელი არ იყიდება, სადაც მზე ჩადის უბრალოდ, ნაზად, სად არც ომია და არც დიდება. სადაც არასდროს არაფერს ცვლიან, სადაც არ არის წვრილმანი საქმე, სამყაროს კარი აქვთ მუდამ ღია, რადგანაც უყვართ სიცოცხლე ასე. სადაც ცხოვრება თავისით გადის, რადგან არც დროა და არც მანძილი, ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში და ეს შეხვედრა იყო ნამდვილი. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი