IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პუბლიცისტიკა
m16
პოსტი Dec 7 2007, 12:24 AM
პოსტი #1


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



დაწერეთ ყველაფერი რაც იცით პუბლიცისტიკაზე და ქართველ პუბლიცისტებზე
ჩვენს სახელმძღვანელოში ცოტა წერია და მინდა მეტი გავიგო laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ninela
პოსტი Apr 20 2008, 11:29 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ქეთუ დიდი მადლობა თბილი სიტვებისტვის! ძალიან კარგი იდეაა ვეცდები ჭილაძის წერილის "ვგმობ სისასტიკეს"მოკლე ვერსია დავდო! doh.gif

"ვგმობ სისასტიკეს"


მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც ჩვენდა სამწუხაროდ, ცხრა აპრილის ღამეს გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ" ბართლომეს ღამედ" ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო ჩვენ შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება_ აღარასოდეს გათენდება,როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვანმსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა..... ამიტომაცაა ახლა ჩვენთვის აუცილებელი დამშვიდება, გონებისა და ძალის მოკრება. ჩვენი დღევანდელი უბედურება როდი ნიშნავს იმას, ჩვენს მიზანზე, ანუ ადამიანის მთავარ მოთხოვნილებაზე ავიღოთ ხელი. მიზანი იგივეა, ხოლო რაკი მიზანი გავაქვს, სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ, რამდენადაც ერთი განაპირობებს მეორეს. სიცოცხლის გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ და უმიზნოდ არანაირ სიცოცხლეს არა აქვს აზრი...........ჩვენს შთამომავლობას ალბათ ძალიან გაუჭირდება ამ მასობრივი მკვლელობის მესვეურთა როგორც პოლიტიკური, ისევე ადამიანური მრწამსის გაგება, მით უფრო_ გამართლება.... ალბათ ესეც ჩვენი ბრალია, როგორც სხვა ყველაფერი. ალბათ ჩვენივე ეროვნული თვისებები განაპირობებს არამარტო დანაშაულის სიმძიმეს არამედ დასჯის მეთოდსაც. ბევრი ჩვენი ეროვნული უბედურება ეროვნულ დანაშაულადაა მიჩნეული. ასე კი იმიტომ ხდება, ოდითგანვე მტრებით რომ ვართ გარემოცულნი, გამკითხავი კი არავინაა. დაჩაგრულნი კი არ ვართ სხვათა თვალში,არამედ მჩაგვრელები; აბუჩად აგდებულნი კი არა_ აბუჩად ამგდებნი. არადა, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს, თავცის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის თეატრში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსი არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს- საფრანგეთს, და არც "ინტერნაციონალიზმის მედროშეს"-რუსეთს.
არც ქალბატონი ტეტჩერი და არც ბატონი ბუში გამოიდებს თავს ჩვენი გულისთვის, ჩვენ არავის ვჭირდებით, თუნდაც იმიტომ, ჩვენი გამოქომაგება გარკვეულ რისკთან რომაა დაკავშირებული,ასე იყო ყოველთვის. ამიტომ როგორც აქამდე დაგვიცავს ჩვენი მეობა, ახლაც ისე უნდა დავიცვათ-გარეგარე ყურებითა და ფუჭი იმედით კი არა, საკუთარ სულში ჩაღრმავებითა და მწარე სიმართლის ხვრეპით, დიახაც რომ ღმერთი ჩვენთანაა, რაკი დღესაც გვახსოვს ჩვენი ქართველობა და დღესაც შეგვიძლია მისთვის თავის გაწირვა. სამშობლოს დაკარგვა იგივე მეობის, ადამიანობის დაკარგვაა.....
" ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ და დაღუპვის უფლება არ გვაქვს. დიდი გზის მგზავრები ვართ და სხვებზე მეტის მოთმენა გვმართებს. ღმერთმა ქნას, ჩვენი შვილები თუ არა,ჩვენი შვილიშვილები მაინც გაწმენდილიყვნენ იმ უსამართლო სიძულვილისგან, ცილისწამებისგან, ცოდვებისგან_დაუნდობელმა ისტორიამ რომ მოგვახვია თავს. ჩვენ დაბმული გმირის შთამომავლები ვართ და მისგან მოგვდევს ნებისმიერი ბორკილის გაწყვეტის ჟინი. ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, გარკვეული თვალსაზრისით, სასჯელიცაა-ამას ადასტურებს მთელი ჩვენი ისტორია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის,ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსაგან. სამაგიეროდ, დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს ანდა კონკურენტს ხედავდა ჩვენში. მხედველობაში მაქვს ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც საქართველოსხელა სამხედრო პოლიგონები აქვთ. ეს კი , უპირველეს ყოვლისა, ისევ სიცოცხლისკენ, ისევ გადარჩენისკენ მოგვიწოდებს.სხვათა სიბრალულსა და თანაგრძნობას ისევ სხვათა შური და ჯიბრი მირჩევნია. ამიტომ, მოდით, ისევ ჩვენით,სხვათა დაუხმარებლად,ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი-ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის, მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი; არასოდეს , არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედაბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგვისახეს. type.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 07:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი