IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "წმ.იოანე ოქროპირი."
saria-giorgi
პოსტი Nov 19 2007, 08:24 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386





წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის[size=3]


საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

[size=4]ღმერთმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით არსრულებულნი ქრისტიანენი[size=4]




--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
saria-giorgi
პოსტი Apr 21 2008, 10:25 AM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



წმ.იოანე ოქროპირი
აღსარებისათვის ცოდვათასა

საყვარელნო!აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა,რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან,ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრის მიმართ დიდად სავნებელ არს-შემდგომად სიკვდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების.ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსარება ცოდვათა,ხოლო დაფარვა სიხარულ სატანისა.რამეთუ იგი ლიქნითა ეტყვის,ვითარმედ დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანე,არამედ,ჰოი კაცო,უწყია მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა?არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი,რათამცა უნანელი წარგიტაცოს.უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს,ესე შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი,ვითარმედ თვით უწყი რაისაცა წერილი იტყვის კანონსა.ეგრეთვე ყავ შენცა და ნუ იტყვი აღსარებასა.არამედ,ჰოი საყვარელო,ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი(აგვიანებ)აღსარებად ცოდვათა შენთა,რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა,მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე,ამენ.
მოვიხსენოთ ყოველნი ცოდვანი ჩვენი,საყვარელნო და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსარებითა და სინანულითა.რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმეღთსა აღსარებისათვის,ვითარცა იტყვის:1)"იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ,რათა განმართლდე" და კვალად იტყვის:"უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა";რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსარება მათი და ხსენება. 2)და კვალად არს სხვაჩა წამალი აღხოცისა მათისა,რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა,არამედ შეუნდობდეთ.3)გნებავს რათა მესამეცა გითხრა?ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რასა იტყვის:"ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღხოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა."4)და კვალად არს სხვაცა გზა ცოდვათა აღხოცისა,ესე იგი არს,ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა,ხოლო მარხვაცა,რაჟამს სხვათა მოწყალებითა იქმნებოდეს,დაშრეტს მოტყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა,რამეთუ ცეცხლი მოტყინარი დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი.ამათ უკვე ყოველთა გზათა ვიდოდეთ,რამეთუ,უკვე ამათ შინა ვჰყოთ სვლაი ჩვენი,არა თუ ოდენ გარდასულნი ცოდვანი განვიბანოთ,არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი.არა ვჰსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა,რამეთუ ესეცა ამისაგან მოიწევის,რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა,არამედ მოცალებით ვიყვნეთ,ხოლო ჩვენ,საყვაელნო,ვისწრაფოთ სათნო ყოფა ღმრთისა აღსარებითა და სინანულითა,რათა მცირესა ამას ჟამსა დავშრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ მოღვაწებითა კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლის თანა მამას შვენის დიდება სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.
მოვედით,საყვარელნო ძმანო და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისაა,არამედ გვეშინოდეს ღმრთისაგან,რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არა რა დაეფარვის და მუნ სტანჯავს უნანელთა,რამეთუ ჩვენ,რომელსა იგი ეგულვების სჯა,არა გვეშინის მისგან გამოცხადება ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა უწყით,ვითარმედ,რომელმან არა შეინანოს თვისნი ბოროტებანი,მას დღესა(განკითხვისასა)არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა,არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადდებიან.რამეთუ მუნ დასჯდების მართლ-მსაჯული იესუ და თვითოეულისა საქმენი,ვითარიცა იყვნიან კეთილნი ანუ ბოროტნი გამოჩნდებიან.გულის-ხმა ჰყავ,ჰოი კაცო,თუ რა გიქმნიეს ბოროტნი ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე,გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ და შენ გრცხვენის და ღმრთისა შიშსა არ მოიგონებ?გულის-ხმა ჰყავ,ვითარმედ ვერცა კაცთა დაეფარო მას დღესა შინა,რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი,ვითარცა გამოხატულნი,დასდგენ წინაშე ჩვენსა,რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ,ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თვალთა მისთა და რომელი იგი საძაგელ უჩნდა,მისსა თითსა ინატრიდა,რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა.ამისთვის გევედრები,საყვარელნო ძმანო,შევიდეთ თვითოეულნი გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავრო და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი.და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გვნებავს განქიქება,აქავე განვიკურნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსარებითა და დავსდგათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი.რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნებად წყლულებათა ჩვენთა ვითარცა იტყვის უფალი:"ვითარმედ უკეთუ მიუტევნეთ,მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი."ეგრეთ ვიქმნეთ,(ავხოცოთ ცოდვანი ჩვენნი),უკეთუ გვენებოს აღსარებისა და სინანულისა მიერ.ხოლო სინანული ესრეთ იქმნების,რათა პირველდა განვეშოროთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსარებითა და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა და უკეთუ მიგიტაცებიეს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მისგან მოწყალებისა.და უკეთუ გისიძავს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა.უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა,აჩვენე კვალად სიყვარული და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა საქმესა და ნუცა თანა წარვხდებით ცოდვათა ჩვენთა,რამეთუ მოახლოებულარს ჟამი სასჯელისა,ვითარცა იტყვის მოციქული:"ვითარმედ უფალი ახლოს არს".ნუ ზრუნავთ,რომელნი მოღვაწებასა და ჭირსა შინა ხართ,ხოლო რომელნი ცოდვასა შინა ხართ თქვენ ესრეთ გეტყვით:"უფალი ახლოს არს,ზრუნევდით,რამეთუ მოახლოებულ არს აღსასრული".
და,უკეთუ პირველ სამასისა წლისა,ოდეს პავლე იყო,იტყოდა,ვითარმედ"უფალი ახლოს არს",არა აწ უფროსად ახლოს არსა?უკეთუ მას ჟამსა(დროსა)ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან,არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?!არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვიწმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსარებითა.რამეთუ ოდეს არა ვუწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ,მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა,(უცებ,ანაზდეულად),ვითარცა
იტყვის უფალი:"ვითარმედ,ვითარცა დღეთა ნოესთა და ლოთისთა,ეგრეთ იყოს,რამეთუ მყისსა(უმსწრაფლეს),შინა მოიწიოს-ვითარცა სალმობა შობადისა უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა,რაჟამს არა მოელოდეს მრავალგზის.და ამისთვის გლოცავ და გევედრები,ძმანო,ვიყვნეთ მარადის მზა აღსარებითა,რამეთუ მრავალგზის,არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა,ვითარცა წერილ არს,"ვითარმედ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ"?არამედ აქვე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი,რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "წმ.იოანე ოქროპირი."   Nov 19 2007, 08:24 PM
თათარაშვილი   "პირისა შენისა მა...   Nov 19 2007, 08:35 PM
ზვარე   http://img301.imageshack.us/img301/8056/oqropiriun...   Mar 19 2008, 03:55 AM
ლულუ   ქრისტიანისათვის ყ...   Apr 16 2008, 03:59 PM
მნათე   შესანიშნავია, როგო...   Apr 16 2008, 04:51 PM
saria-giorgi   შესანიშნავია, როგ...   Apr 21 2008, 11:22 AM
saria-giorgi   წმ.იოანე ოქროპირი ...   Apr 21 2008, 10:25 AM
მნათე   ტრანსცენდენტალიზ...   Apr 22 2008, 11:01 PM
saria-giorgi   ტრანსცენდენტალიზ...   May 2 2008, 11:10 AM
death   არსად საზვერე დაბ...   Apr 23 2008, 04:46 PM
death   saria-giorgi გეთანხმები რ...   May 3 2008, 08:57 PM
მნათე   saria-giorgi სულ მალე შემო...   May 3 2008, 10:20 PM
saria-giorgi   [b]saria-giorgi სულ მალე შემ...   May 5 2008, 03:34 PM
solomony   თემას არ ეხება მაგ...   May 4 2008, 01:30 AM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Dec 10 2017, 02:22 PM
marine   "მნიშვნელოვანია ...   Feb 2 2018, 10:51 AM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Feb 23 2018, 11:04 AM
marine   "ჭეშმარიტად ოქრო...   Jul 17 2018, 09:02 PM
marine   "აწინდელ, ქვეყნიუ...   Feb 27 2019, 03:39 PM
marine   "წმინდა იოანეს წმ...   Feb 26 2020, 10:26 PM
marine   "ზაზას [ფანასკერტ...   Apr 28 2020, 09:17 PM
marine   "იოანე ხახულელი [X ...   May 14 2020, 03:34 PM
marine   "გერონდა ეფრემმა ...   Aug 16 2020, 10:06 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Mar 2 2021, 10:11 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   May 9 2021, 02:36 PM
marine   "დაიმახსოვრეთ ერ...   Jun 13 2021, 07:20 PM
marine   "ჩვენ ღვთის ქმნილ...   Jun 28 2021, 04:42 PM
marine   "ღმერთს არაფერი ს...   Jul 11 2021, 07:22 PM
marine   "უფალი ღმერთი ხელ...   Jul 13 2021, 08:51 PM
marine   "მაშინ კი არ უნდა ...   Jul 25 2021, 04:23 PM
marine   "ჭეშმარიტი სათნო...   Sep 18 2021, 05:53 PM
marine   "წარმოიდგინე ნაპ...   Oct 30 2021, 07:08 PM
marine   "არ არსებობს არან...   Jun 13 2022, 10:20 PM
marine   "ნუ იამაყებ იმით, ...   Jun 19 2022, 06:25 PM
marine   "თუკი გვსურს, მივ...   Jun 21 2022, 07:41 PM
marine   "ასკეტური ღვაწლი...   Aug 4 2022, 07:58 PM
marine   "რატომ ეწოდება იო...   Sep 8 2022, 07:07 PM
marine   "გულის სიღრმეში წ...   Nov 17 2022, 04:29 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Jan 27 2023, 09:57 PM
marine   "ანესტის კარაუსო...   Jul 1 2023, 08:25 PM
marine   "ნეტარმა კირილემ ...   Dec 9 2023, 08:08 PM
marine   "ოქროპირი წმინდა ...   Dec 28 2023, 03:25 PM
marine   "ქალაქი წარმოუდგ...   Dec 29 2023, 09:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 03:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი