მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ninela |
Apr 21 2008, 03:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 |
ქართული ენა
ლადო ასათიანი საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა, მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა, ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა, გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება და ქართული ფარის ფარზე დაჯახება! უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს, სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს, ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში, როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან… საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ! რაც შეეხება დოჩანაშვილს ამგვარ შედარებებს და მხატვრულად გამოსახვას ის უფრო რომელიმე პერსონაჟის განქიქების მიზნით იყენებს"განს მდგომი შუაკაცი"-" მსხვილკუპიურიანი ხელის სილამაზე დააგდო" -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი