მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შევრდომილი |
Apr 21 2008, 05:33 PM
პოსტი
#2
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
ხალხურია
ქალვ გიხდება ქამარი ვერცხლის ღილები წელზედა ისე ლამაზად დადიხარ ვით წყაროს წყალი ქვებზედა -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
T I K O |
Apr 21 2008, 06:29 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ხალხურია ქალვ გიხდება ქამარი ვერცხლის ღილები წელზედა ისე ლამაზად დადიხარ ვით წყაროს წყალი ქვებზედა ძალიან ლამაზი შედარებაა ესეც ლადო ასათიანის ლამაზი მეტაფორა: “მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ, აქამდე არვინ არ შეგიყვარა” ისევ ლადო, ამჯერად შედარებები: “შენ კი ვით თოვლის თეთრი ფანტელი, დაღუპვისაკენ მიექანები” “დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული, ხევის ყვავილი, მზისკენ მზირალი” “ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს, მძიმედ სძინავს ციხეს” შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია, მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი, ულამაზესია -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი