![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
t a m a r i |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ადამიანი იმის ნიმუშია, თუ რაოდენ უმაგალითოა ბუნების მოთმინება ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,521 ![]() |
ვერ ვიტყვი მორწმუნე მშობლები მყავს_თქვა, მაგრამ ჩემთვის არც მარხვა დაუშლიათ ოდესმე და არც წირვა_ლოცვაზე სიარული, აგდგომას საფლავზე გასვლასაც გადაეჩვივნენ ჩემი თხოვნით და უფლის მადლით,ერთხელ მონასტერიც ვახსენე და თქვენ წარმოიდგინეთ გაგებით შეხვდნენ იმ აზრს რომ ცოტა ხნიტ შEიდზლებოდა წავსულიყავი
მართლმადიდებლურ (ახალმოწამეთა სახელობის) სკოლაში ვსწავლობდი და დედაჩემს ბავშვობიდან ვასწავლიდი პირჯვრის გადაწერას, ლოცვას და ყველაფერს რასაც მასწავლიდნენ...მოძღვარი არ აიყვანა მაგრამ მასში რწმენა გაძლიერდა და ჩემი ტადძარში სიარული უხარია. -------------------- ყველას უნდა ზეცაში მოხვედრა, მაგრამ არავის უნდა სიკვდილი...
ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი, გარდა ერთისა, იყოს ნამდვილი ადამიანი. შეუძლებელი ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი