წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 21 2008, 08:10 PM
პოსტი
#62
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
უფლიშის დღესასწაული სვანეთში
თუმცა სვანები დღესასწაულობენ წმინდა აღდგომას ქრისტიანულად, ისრე სიხარულით არ მიეგებებიან, როგორც უფლიშის (კვირაცხოვლობას). აგიწერთ როგორ დღესასწაულობენ ამ დღეს იფარის საზოგაოდებაში. ამ დღისათვის შემოდგომიდანვე დაიწყებენ მზადებას. მოჰკრეფენ თუ არა ყოველივე ჭირნახულს, რამდენიმე მოსახელე შეერთდებიან, კაცი და ქალი, პატარა და დიდი ერთს კვირა დღეს იმ მოსახლისას, რომელსაც წილად აქვს შეხვედრილი ყფლიშის მასპინძლობა. ამ დღეს იმ მოსახელემ კარგდა უნდა უმასპინძლოს; შემდეგ უნდა მოკრიფონ თვითოეულ სულზე თითო ბათმანი ფქვილი ღვთის, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, წმ. გიორგის და წმ. ბარბარეს შესაწირავად, ანუ მისალოცად, ამ მოგროვილ ფქვილს ის მოსახლე შეინახავს. დიდმარხვის მეხუთე კვირას შეიყრიან თავს კიდევ იმავე მოსახლისას, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ყველას სადილად და ვახშმად პურითა და არყით. ეს კვირა უფლიშის წინამორბედია. ამ კვირიდან დაიწყებს ის მოსახლე არყიოს მზადებას უფლიშისათვის. არაყი უნდა მოხარშოს თავისი საკუთარი ჭირნახულიდან ათ ქვაბამდინ, თითო ქვაბში გამოვა თითო ვედრო არაყი. ამ მოსახლესვე უნდა ჰყავდეს გასუქებული საკლავები, ხარი ან ვერძები და სხვა წვრილმანი საკლავები. თითოეული მოსახლე უნდა შეეწიოს ორ-ორ ვედრო არაყს. ამგვარ შეკრებულობას ეძახიან "სკარს" (სკარი ქართულად სხვებრ არ გადაითარგმნება თუ არა ფსონი). უფლიშის შაბათს სარამოს შეგროვდებიან იმავე მოსახლისას, გადაჰკრავენ ლაზათიანად არაყს და წავლენ თავიანთ სახლებში. მეორე დღეს ე. ი. უფლიშის სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილნი ულოცავენ ერთი მეორეს დღესასაწულს, როგორც იმერეთში ახალწელიწადს იციან. ყველანი თავისუფალნი არიან სადილის მზადებისაგან, გარდა იმ მოსახლისა, რომლის სახლშიც არის სკარი, ის კი დიდ ფაცი-ფუცშია; მან უნდა მოამზადოს სადღესასაწულო ყოვლითურთ შემკობილი სადილი, როგორც შეეფერება უფლიშს, ორმელზედაც შიძლება იქმნეს სამოც სულზე მეტიც და ნაკლებიც... სანამ სადილად დასხდებოდნენ თითოეული მოსახლიდან თითო კაცი არაყით, პურით და ცეცხლის ალზე გაკოწელილი პირუტყვის ღვიძლით (ეს ჩვეულება იმ დროიდან არის დარჩენილი რევ მართალმა რომ შემოიღო პირუტყვების არმაზისადმი შეწირვა. თითოეული სვანი აგიხსნით, რომ ეს ღვიძლის შეწირვა ძველიდანვე აქვთ ნაანდერძევი). წავლენ ერთ მაღალ გორზედ ძველ ნაეკლესიავართან; ის შეწსირავენ ტავიანთ საგზალს ხოშა ღერბეთს (ღვთაებას) და თვითონვე შეწჭამენ. იქიდან დაბრუნებულნი მოიყრიან თავს მასპინძლისას, დასხდებიან სადილად და რჰულზედ გადაჰკრავენ. ვახშამსაც ამნაირადვე შეექცევიან. მეორე დღეს, ორსაბათს, როგორც წინადღეს, თითო კაცი მოსახლიდან წავლენ მარტო არყითა და პურით მეორე გორაზედ, სადაც არის ძველი მთავარანგელოზის ნაეკლესიევი, იქ მოილოცავ, როგორც წინა დღესა და იქიდან ისევ მასპინძლისას დაბრუნდებიან. მესამე დღეს, სამშაბათს, კიდევ ისევ თითო კაცი წავლენ წმინდა გიორგის ეკლესიაზედ (ეს ეკლესია ახლაც არის მდიდდარი ხატითა და ჯვრით, მაგრამ სიზველის გამო წირვა არ სრულდება მასში). აქ კი, ბლომად წაიღებენ შესაწირავენ ძღვენს, პურს და არაყს; შემდგომ მოლოცვისა თითქმის საღამომდინ იქ ატარებენ დროებას თამაშითა და თოფის სროლით. ამ სამშაბათიდან შეჩერდება შესაწირავი, ანუ მოლოცვა კვირამდინ. კვირას მთელი სოფელი იყიდის ხარს, დაკლავენ იქ, სადაც უფლიშის ორშაბათს მოილოცეს, შესწირავენ მთავარანგელოზს, ტყავს არაყზედ გაჰყიდიან, მიიტანენ თითო დიდ ყველიან პურს, იმოდენას, რომ თითო კაცი თითოს თუ წაიღებს ტაბაკზე დაკრულს. დასხდებიან და ისადილებენ. მეორე დღეს, ორშაბათს, კიდევ უქმად არიან, შემდეგ კი დაიწყებენ მუშაობას. მესამე კვირას კიდევ მთელი სოფელი ხარს იყიდის და იქ დაჰკლავენ და სესწირავენ, სადაც უფლიშის დღეს ღვიძლები შესწირეს.სადილსაც იქ სჭამენ. მეოთხე კვირას კიდევ იმ გორაზედ შეგროვდებიან მოსალოცად მარტო პურით და არყით, სადაც უფლიშის ორშაბათს მოულოცეს. უფლიშიდან ამ კვირამდინ ყველანი იქ ისადილებენ და ივახშმებენ, სადაც სკარი აქვთ, იმ ფქვილით, რომელიც შემოდგომაზე შეკრიბეს. ამ კვირას დაილევა ეს ფქვილი და კიდეც გამოეთხოვებიან უფლიშის სკარს. ის მოსახლე, რომლის სახლშიც სკარი იყო, გადაულოცავს მეორე მოსახლეს, რომელსაც წილად ერგება მომავალი წლისათვის სკარი. სკარი ყველას არ ექნება, ზოგიერთო მარტო თავის სახლში დღესასწაულობს, მაგრამ მოლოცვაში კი ყველგან დაესწრება. უფლიში მთელს სვანეთში იციან, მხოლოდ ზოგიერთ სოფელში რამდენიმე განსვავებით. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი