![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ელენე გრიგორის ასული დავითინიძე, 70 წლის, თბილსი 61-56-70
ჩემი ნატვრაა, მქონდეს სისხლში შაქრის საზომი აპარატი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი. არა მყავს მეუღლე და შვილი დამეღუპა აფხაზეთის ომში. ჩემი პენსიით ვერ ვყიდულობ ვერც ერთ აპარატს. მაქვს იმედი კეთილი ხალხის და ღმერთის. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. წინასწარ დიდი მადლობა. ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობ როგორც ჩანს ძალიან მძიმეა და ეტყობა საკმაოდ შეჭირვებულიცაა ![]() ფორუმელებო, თუ უფალი შეგვეწევა, შევძლებთ რომ გლუკომეტრიც და წნევის აპარატიც ვუყიდოთ. ნათიასგან ვიცი რომ შაქრის საზომი მაქსიმუმ 60 ლარი ღირს, რაც შეეხება წნევის აპარატს, ჩემმა დამ მითხრა, რომ მაქსიმუმ 40-45 ლარი. 100 ლარში ჩავეტევით. ფასებს კიდევ დავაზუსტებ. ამ კვირაში ჩემი ხელფასი აუცილებლად იქნება და მეც შემოგიერთდებით. ახლა დავრეკე "ივერმედში" და მითხრეს რომ გლუკომეტრი ერთ-ორ კვირაში ექნებათ ახალი პარტია, რაც შეეხება წნევის აპარატს აქვთ და ღირს 40 ლარამდე. ნათია ნათი, მაშინ რომ გლუკომეტრი უყიდეთ დიაბეტიანს, სად შეიძინეთ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
ეკატო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
marine
წნევის აპარატები მე ვიცი სადაც იყიდება და ფასებშიც გარკვეული ვარ, ერთი კვირის წინ ვიყიდე, ამაში შემიძლია დაგეხმაროთ. ფასები იწყება 17 ლარიდან და ადის 200 ლარამდე, ჯობია შვეიცარულს თუ ვუყიდით, ყველაზე გამძლეა და ხარისხიანი, ღირს 55-60 ლარი, უფრო ძვირიანები კი ელექტრონულები და ნახევრადელექტრონულებია, მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა თანხა მოგროვდება ![]() 1. marine 2. TikoE 3. ANELI 4. მარიამი 5. მაეასი 6.კატო_ბატო 7. tiko282 8. ekato -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი