მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 22 2008, 04:03 AM
პოსტი
#302
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული, ხევის ყვავილი, მზისკენ მზირალი” ვახ რა კარგია მადლობა თქვენ , ასე იაქტიურეთ ხოლმე სულ ჭილაძეს გავიძახით და მოდით ახლა ჭელიძეც ვნახოთ: ოთარ ჭელიძე ნაწყვეტები ...... შაურიანი წვიმა წამლის წვეთებივით ჩემში კირავს, აკოწიწებს ბზარებს, წვეთებს გავუწოდე პეშვი, როგორც წუთისოფლის მგზავრებს. ... თითქოს გადმომასხეს წყალი, თვალი გავახილე მაშინ... ასე იაფია წამით თავის დავიწყება ხალხში? 1960 ............................. ვეფხის ბალადა შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე; ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე. ....................................... კუმურდოს ტაძარი უდაბურ ზეგანზე სადგურდება ნგრევის და არყოფნის ნატერფალი, ინთქმება, იქცევა, ნადგურდება კუმურდოს უმრევლო კათედრალი. დრო ლოდებს აგორებს ყომარივით, გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია, და ჯვარი, აქშეულ ყორანივით, საფლავის ბალახში ჩაფრენილა. ............................... ჯაჭვის ხიდი ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი, ჯაჭვი რაჭა-იმერეთის, ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის ბალღობიდან - სიბერემდის. ... ამ ხიდიდან გავჩნდებოდი ათი კაცის საფარავში, რიონს ზურგზე ვახტებოდი, როგორც ლურჯას ფაფარაშლილს. ,..... ლამაზია -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი