მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
xornabujeli |
Apr 22 2008, 05:01 AM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
მიყვარს ვაჟას ეს ლექსი,მისთვის დამახასიათებელი ბუნების დიდი სიყვარულით,ბუნების ეს დიდი მესაიდუმლე როგორ ლამაზად უმღერს გაზაფხულს,ბუნებას.
გაზაფხული ბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთაზედა, ხევებზე მოჰყეფს ღვარია, აქეთ არაგვი აყვირდა, იქით ბანს აძლევს მტკვარია -გაზაფხულისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისების,ანუ სიცოცხლის მინიჭებას ყოველი არსებისათვის,მხატვრულად გადმოგვცემს იოსებ გრიშაშვილი, ლექსით "გაზაფხული". გაზაფხული აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში რომ დგას ასე ობლად, კენტად, გაზაფხულმა გააცოცხლა, ყვავილებით გადაპენტა. იამ გული გადუშალა, მზის სხივებს და ჭრელ პეპელას, ჩვენ კი მიწა სამუშაოდ მოგვიწოდებს ყველას, ყველას! ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ, გაახარეს ხალხის გული! რა კარგია ყინვის შემდეგ თვალჟუჟუნა გაზაფხული! -და კიდევ, ტიციანის ეს ლექსი,რომელიც მრავლისმომცველია თავისი შინაარსით... ტიციან ტაბიძე ლექსი მეწყერი მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა. მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. 1927 -დავით გურამიშვილის "დავითიანიდან" ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი: დავითიანი ეს კაცი ასე ილოცავს ღმერთო, მაჩვენე ყანები ამ სარწყავთ მონაყვანები; ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა, ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა. ყოვლად წმინდაო, დამადევ წყლულზედ წამალი სამთელი, შემაძლებინე აღვანთო მე შენს სახელზე სანთელი. -ვეტრფი ბესიკის ამ ლექსს,რომელსაც დღესაც ბევრი ალბათ სიამოვნებით გაიხსენებს... ბესიკი ტანო ტატანო ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლისა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირნეს ქვეყანად მვლელნი, ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხო ვარებო. ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა რას შეგაფარდო? თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო. შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთავრეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს. მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო! და ბოლოს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,რომელიც დრო და დრო შემახსენებს ხოლმე თავს. ალექსანდრე ჭავჭავაძე ვაჰ, დრონი, დრონი ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად; მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? მე იგივე ვარ მარად და მარად! გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი, იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით, უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად... მე იგივე ვარ მარად და მარად. მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი, მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - მე იგივე ვარ მარად და მარად. თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა? საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი