სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| xornabujeli |
Apr 22 2008, 05:01 AM
პოსტი
#2
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
გაზაფხული ბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთაზედა, ხევებზე მოჰყეფს ღვარია, აქეთ არაგვი აყვირდა, იქით ბანს აძლევს მტკვარია -გაზაფხულისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისების,ანუ სიცოცხლის მინიჭებას ყოველი არსებისათვის,მხატვრულად გადმოგვცემს იოსებ გრიშაშვილი, ლექსით "გაზაფხული". გაზაფხული აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში რომ დგას ასე ობლად, კენტად, გაზაფხულმა გააცოცხლა, ყვავილებით გადაპენტა. იამ გული გადუშალა, მზის სხივებს და ჭრელ პეპელას, ჩვენ კი მიწა სამუშაოდ მოგვიწოდებს ყველას, ყველას! ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ, გაახარეს ხალხის გული! რა კარგია ყინვის შემდეგ თვალჟუჟუნა გაზაფხული! -და კიდევ, ტიციანის ეს ლექსი,რომელიც მრავლისმომცველია თავისი შინაარსით... ტიციან ტაბიძე ლექსი მეწყერი მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა. მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. 1927 -დავით გურამიშვილის "დავითიანიდან" ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი: დავითიანი ეს კაცი ასე ილოცავს ღმერთო, მაჩვენე ყანები ამ სარწყავთ მონაყვანები; ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა, ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა. ყოვლად წმინდაო, დამადევ წყლულზედ წამალი სამთელი, შემაძლებინე აღვანთო მე შენს სახელზე სანთელი. -ვეტრფი ბესიკის ამ ლექსს,რომელსაც დღესაც ბევრი ალბათ სიამოვნებით გაიხსენებს... ბესიკი ტანო ტატანო ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლისა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირნეს ქვეყანად მვლელნი, ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხო ვარებო. ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა რას შეგაფარდო? თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო. შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთავრეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს. მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო! და ბოლოს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,რომელიც დრო და დრო შემახსენებს ხოლმე თავს. ალექსანდრე ჭავჭავაძე ვაჰ, დრონი, დრონი ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად; მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? მე იგივე ვარ მარად და მარად! გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი, იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით, უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად... მე იგივე ვარ მარად და მარად. მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი, მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - მე იგივე ვარ მარად და მარად. თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა? საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
KAIROS მხატვრული ენის გენიალურობა Feb 23 2008, 05:23 AM
KAIROS თავად დავიწყებ:
პა... Feb 23 2008, 05:45 AM
ქეთუ KAIROS
ძალიან კარგი თე... Feb 23 2008, 07:01 AM
KAIROS
მდააა!!! უძლიე... Feb 23 2008, 06:47 PM
ქეთუ KAIROS
:კი:
ოო ოთარ ჭილ... Feb 23 2008, 10:24 PM
likka ....და როგორც დანით გ... Feb 23 2008, 11:30 PM
მარიამი რა კარგი თემაა :)
გა... Feb 23 2008, 11:40 PM
ქეთუ likka
მარიამი
ნუ დოჩა... Feb 24 2008, 12:30 AM
KAIROS ვახ რა კარგად ააწყ... Feb 24 2008, 06:16 PM
მნათე რა უბრალოა, რა ქრის... Feb 24 2008, 06:55 PM
Floyd - მე მეშინია , მართლ... Feb 24 2008, 07:03 PM
likka შენ რომ არ იყო ჩემს ... Feb 24 2008, 10:36 PM
likka * * *
ჰაერივით მაკლდა... Feb 24 2008, 11:11 PM
KAIROS დიდი ემიგრანტის დი... Feb 24 2008, 11:14 PM
likka
ჩაგეთვალა...;)
აჰა, ... Feb 24 2008, 11:31 PM
თამარი_ცქნაფო მოდერატორის განცხ... Feb 25 2008, 03:38 PM
KAIROS სჯობს მართლაც მხოლ... Feb 26 2008, 04:23 AM
tiko282 ანა კალანდაძის ამ ... Feb 26 2008, 10:06 PM
KAIROS
ლამაზია :)
ჩვენი მ... Feb 27 2008, 04:35 AM
tiko282 KAIROS
ორივე ნაწყვეტი ... Feb 28 2008, 03:29 PM
staywhite "დაღლილ წამწამთ ქ... Feb 28 2008, 04:12 PM
KAIROS თემას ვაგრძელებ და... Mar 1 2008, 04:08 AM
ქეთუ KAIROS
მიხარია ისევ რო... Mar 1 2008, 05:14 AM
KAIROS მადლობა ქეთუ :)
ახლ... Mar 1 2008, 12:18 PM
tiko282 ქეთუ
გიორგი ლეონიძ... Mar 1 2008, 03:55 PM
abo ხვლიკისფერია განთ... Mar 1 2008, 04:37 PM
KAIROS
ოოო, დიდი მადლობა ბ... Mar 3 2008, 03:33 AM
tiko282
თიკო, ძალიან კარგი ... Mar 7 2008, 06:22 PM
nini_1 არაჩვეულებრივი ლე... Mar 3 2008, 09:35 AM
ketino
ოოოოო, ხატოვან სიტ... Mar 8 2008, 04:18 PM
KAIROS
ვახ :) მაოცებთ პირდ... Mar 8 2008, 05:05 PM
kato_Bato "თუ გადარჩი, ხომ გ... Mar 8 2008, 07:44 PM
KAIROS დღევანდელი ჩანაწე... Mar 18 2008, 04:13 AM
ქეთუ
მე კი დღეს ისევ ჭი... Mar 19 2008, 04:42 AM
KAIROS
ჭილაძის ლექსების ... Mar 19 2008, 05:39 AM
კანუდოსელი გამომდინარე ჩემი ბ... Mar 19 2008, 11:53 AM
tiko282 არაჩვეულებრივი პო... Mar 19 2008, 04:06 PM
KAIROS
ესეც ასე, დავბრუნდ... Apr 2 2008, 03:47 AM
კელა
ვშორდებით...
ყოველ ... Apr 19 2008, 01:26 AM
KAIROS კარგია ჭილაძე
ამა... Apr 19 2008, 05:52 AM
ninela ქართული ენა
ლადო ა... Apr 21 2008, 03:58 PM
ლილიანა ჩვენს ქვიშის საათს... Apr 21 2008, 04:12 PM
შევრდომილი ხალხურია
ქალვ გიხ... Apr 21 2008, 05:33 PM
tiko282
ხალხურია
ქალვ გიხ... Apr 21 2008, 06:29 PM
KAIROS
ვახ რა კარგია :)
მა... Apr 22 2008, 04:03 AM
tiko282 ქართული პოეზია ამო... Apr 23 2008, 05:38 PM
iisperiTOVLI [quote]
:) მდიდარი ენა გვ... May 6 2008, 10:07 PM
iisperiTOVLI ვითა პეპელას ... May 7 2008, 02:40 AM
KAIROS იისფერი თოვლი და თ... May 7 2008, 02:54 AM
abo ალბათ თვითონ ღმერთ... May 7 2008, 03:33 AM
T I K O KAIROS :მადლიობა:
ნახე... May 7 2008, 11:28 AM
iisperiTOVLI შენი თვალები-მაღლე... May 7 2008, 08:09 PM
KAIROS
ერთი თვის უკან დავ... May 8 2008, 10:02 PM
tinka მაგარი თემაა ძალია... May 8 2008, 10:26 PM
ქეთუ tinka
გადასარევია : )
ვ... May 9 2008, 05:52 AM
tinka ქეთუ
მადლობა ქეთუ, ... May 9 2008, 06:52 PM
KAIROS
ჩემი ავატარი :)
რა ლ... May 11 2008, 04:20 AM
ქეთუ დღეს დიკოს ლექსებს... May 11 2008, 05:15 AM
თამარი_ცქნაფო ქეთუ
დიანას იცნობ? ... May 11 2008, 04:51 PM
nana_007
:cray: May 11 2008, 05:19 PM
KAIROS ვაუ, საღოლ... არ ვიცნ... May 14 2008, 03:04 AM
iisperiTOVLI აღარ მაძინებდა მზე... May 15 2008, 09:38 PM
T I K O გადასარევია.... ძალ... May 19 2008, 04:48 PM
KAIROS
:)
რა უბრალოა და რა ... May 16 2008, 02:30 AM
KAIROS მოკლედ ოთარები ჭ-ი/... May 20 2008, 02:50 AM
nana_007
:cray: May 20 2008, 04:17 AM
KAIROS ულამაზესი შედარებ... May 21 2008, 03:35 AM
T I K O ეს ლექსი მთლიანად ... May 22 2008, 06:25 PM
T I K O ახლა ვკითხულობდი ტ... May 26 2008, 10:59 PM
nino_ni არ ვიცი რამდენად ი... May 26 2008, 11:37 PM
T I K O
არ ვიცი რამდენად ი... Jun 2 2008, 10:21 PM
KAIROS
კარგია, ყოჩაღ ფორუ... Jun 2 2008, 10:55 PM
T I K O საოცარი შედარებებ... Jun 9 2008, 04:21 PM
chiamaialologi თოვდა..
თეთრ წინდას... Jun 14 2008, 09:07 PM
syd მე შენ მიყვარხარ ი... Jun 14 2008, 10:23 PM
T I K O ძაბული
კონსტანტინ... Jun 17 2008, 06:32 PM
iisperiTOVLI ალეგორია
დათა გულუ... Jun 19 2008, 10:23 AM
KAIROS
ლექსებს ბევრს არ წ... Jun 19 2008, 10:46 PM
T I K O
ლექსებს ბევრს არ წ... Jun 20 2008, 12:57 AM
iisperiTOVLI ოთარ ჭილაძე
***
გარე... Jun 24 2008, 10:18 PM
ketino
კი :D
მარტო აღსართა... Jun 25 2008, 01:03 AM
iisperiTOVLI "ჩუმი ვარ, როცა ჩე... Jun 28 2008, 07:16 PM
iisperiTOVLI KAIROS გაიხარეე! :)
მე ე... Jun 29 2008, 02:41 AM
თამარი_ცქნაფო iisperiTOVLI
გარჩევებს თუ ... Jun 29 2008, 04:32 PM
KAIROS რაფერი მკაცრია ეს ... Jun 29 2008, 08:09 PM
T I K O მუხრან მაჭავარიან... Jun 30 2008, 02:10 PM
T I K O iisperiTOVLI
KAIROS
რა ლამა... Jun 30 2008, 02:22 PM
iisperiTOVLI ანა კალანდაძე
* * *
შ... Jun 30 2008, 04:05 PM
თამარი_ცქნაფო T I K O
iisperiTOVLI
რა ვქნა, ვ... Jun 30 2008, 04:11 PM
T I K O
T I K O
iisperiTOVLI
რა ვქნა, ვი... Jun 30 2008, 04:29 PM
თამარი_ცქნაფო
:blink: რამე დავაშავე?
... Jun 30 2008, 04:54 PM
KAIROS
თიკუშ, აქ ვართ მასწ... Jun 30 2008, 09:31 PM
ქეთუ ერთი რაღაც უნდა ვთ... Jun 30 2008, 11:06 PM
KAIROS
მე კი მგონია, რომ ა... Jul 1 2008, 03:21 AM
ქეთუ ხოდა მაშინ ეს თემა ... Jul 1 2008, 04:45 AM
KAIROS აი შარიიი :D
ამიჯანყ... Jul 1 2008, 05:31 AM
ქეთუ KAIROS
რა ყველა ბუზღუნ... Jul 1 2008, 06:45 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th October 2025 - 10:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი