IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები
KAIROS
პოსტი Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი #261


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება.

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Apr 22 2008, 05:01 AM
პოსტი #262


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif მიყვარს ვაჟას ეს ლექსი,მისთვის დამახასიათებელი ბუნების დიდი სიყვარულით,ბუნების ეს დიდი მესაიდუმლე როგორ ლამაზად უმღერს გაზაფხულს,ბუნებას.

გაზაფხული

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.

თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია


-გაზაფხულისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისების,ანუ სიცოცხლის მინიჭებას ყოველი არსებისათვის,მხატვრულად გადმოგვცემს იოსებ გრიშაშვილი, ლექსით "გაზაფხული".

გაზაფხული


აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.

იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!

ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული
!



-და კიდევ, ტიციანის ეს ლექსი,რომელიც მრავლისმომცველია თავისი შინაარსით...

ტიციან ტაბიძე
ლექსი მეწყერი



მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

1927

-დავით გურამიშვილის "დავითიანიდან" ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი:

დავითიანი


ეს კაცი ასე ილოცავს



ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი
.


-ვეტრფი ბესიკის ამ ლექსს,რომელსაც დღესაც ბევრი ალბათ სიამოვნებით გაიხსენებს...

ბესიკი

ტანო ტატანო


ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!


და ბოლოს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,რომელიც დრო და დრო შემახსენებს ხოლმე თავს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი



ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.

მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად -
მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!




--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   მხატვრული ენის გენიალურობა   Feb 23 2008, 05:23 AM
KAIROS   თავად დავიწყებ: პა...   Feb 23 2008, 05:45 AM
ქეთუ   KAIROS ძალიან კარგი თე...   Feb 23 2008, 07:01 AM
KAIROS   მდააა!!! უძლიე...   Feb 23 2008, 06:47 PM
ქეთუ   KAIROS :კი: ოო ოთარ ჭილ...   Feb 23 2008, 10:24 PM
likka   ....და როგორც დანით გ...   Feb 23 2008, 11:30 PM
მარიამი   რა კარგი თემაა :) გა...   Feb 23 2008, 11:40 PM
ქეთუ   likka მარიამი ნუ დოჩა...   Feb 24 2008, 12:30 AM
KAIROS   ვახ რა კარგად ააწყ...   Feb 24 2008, 06:16 PM
მნათე   რა უბრალოა, რა ქრის...   Feb 24 2008, 06:55 PM
Floyd   - მე მეშინია , მართლ...   Feb 24 2008, 07:03 PM
likka   შენ რომ არ იყო ჩემს ...   Feb 24 2008, 10:36 PM
likka   * * * ჰაერივით მაკლდა...   Feb 24 2008, 11:11 PM
KAIROS   დიდი ემიგრანტის დი...   Feb 24 2008, 11:14 PM
likka   ჩაგეთვალა...;) აჰა, ...   Feb 24 2008, 11:31 PM
თამარი_ცქნაფო   მოდერატორის განცხ...   Feb 25 2008, 03:38 PM
KAIROS   სჯობს მართლაც მხოლ...   Feb 26 2008, 04:23 AM
tiko282   ანა კალანდაძის ამ ...   Feb 26 2008, 10:06 PM
KAIROS   ლამაზია :) ჩვენი მ...   Feb 27 2008, 04:35 AM
tiko282   KAIROS ორივე ნაწყვეტი ...   Feb 28 2008, 03:29 PM
staywhite   "დაღლილ წამწამთ ქ...   Feb 28 2008, 04:12 PM
KAIROS   თემას ვაგრძელებ და...   Mar 1 2008, 04:08 AM
ქეთუ   KAIROS მიხარია ისევ რო...   Mar 1 2008, 05:14 AM
KAIROS   მადლობა ქეთუ :) ახლ...   Mar 1 2008, 12:18 PM
tiko282   ქეთუ გიორგი ლეონიძ...   Mar 1 2008, 03:55 PM
abo   ხვლიკისფერია განთ...   Mar 1 2008, 04:37 PM
KAIROS   ოოო, დიდი მადლობა ბ...   Mar 3 2008, 03:33 AM
tiko282   თიკო, ძალიან კარგი ...   Mar 7 2008, 06:22 PM
nini_1   არაჩვეულებრივი ლე...   Mar 3 2008, 09:35 AM
ketino   ოოოოო, ხატოვან სიტ...   Mar 8 2008, 04:18 PM
KAIROS   ვახ :) მაოცებთ პირდ...   Mar 8 2008, 05:05 PM
kato_Bato   "თუ გადარჩი, ხომ გ...   Mar 8 2008, 07:44 PM
KAIROS   დღევანდელი ჩანაწე...   Mar 18 2008, 04:13 AM
ქეთუ   მე კი დღეს ისევ ჭი...   Mar 19 2008, 04:42 AM
KAIROS   ჭილაძის ლექსების ...   Mar 19 2008, 05:39 AM
კანუდოსელი   გამომდინარე ჩემი ბ...   Mar 19 2008, 11:53 AM
tiko282   არაჩვეულებრივი პო...   Mar 19 2008, 04:06 PM
KAIROS   ესეც ასე, დავბრუნდ...   Apr 2 2008, 03:47 AM
კელა   ვშორდებით... ყოველ ...   Apr 19 2008, 01:26 AM
KAIROS   კარგია ჭილაძე ამა...   Apr 19 2008, 05:52 AM
ninela   ქართული ენა ლადო ა...   Apr 21 2008, 03:58 PM
ლილიანა   ჩვენს ქვიშის საათს...   Apr 21 2008, 04:12 PM
შევრდომილი   ხალხურია ქალვ გიხ...   Apr 21 2008, 05:33 PM
tiko282   ხალხურია ქალვ გიხ...   Apr 21 2008, 06:29 PM
KAIROS   ვახ რა კარგია :) მა...   Apr 22 2008, 04:03 AM
xornabujeli   :) მიყვარს ვაჟას ეს ...   Apr 22 2008, 05:01 AM
tiko282   ქართული პოეზია ამო...   Apr 23 2008, 05:38 PM
iisperiTOVLI   [quote] :) მდიდარი ენა გვ...   May 6 2008, 10:07 PM
iisperiTOVLI   ვითა პეპელას ...   May 7 2008, 02:40 AM
KAIROS   იისფერი თოვლი და თ...   May 7 2008, 02:54 AM
abo   ალბათ თვითონ ღმერთ...   May 7 2008, 03:33 AM
T I K O   KAIROS :მადლიობა: ნახე...   May 7 2008, 11:28 AM
iisperiTOVLI   შენი თვალები-მაღლე...   May 7 2008, 08:09 PM
KAIROS   ერთი თვის უკან დავ...   May 8 2008, 10:02 PM
tinka   მაგარი თემაა ძალია...   May 8 2008, 10:26 PM
ქეთუ   tinka გადასარევია : ) ვ...   May 9 2008, 05:52 AM
tinka   ქეთუ მადლობა ქეთუ, ...   May 9 2008, 06:52 PM
KAIROS   ჩემი ავატარი :) რა ლ...   May 11 2008, 04:20 AM
ქეთუ   დღეს დიკოს ლექსებს...   May 11 2008, 05:15 AM
თამარი_ცქნაფო   ქეთუ დიანას იცნობ? ...   May 11 2008, 04:51 PM
nana_007   :cray:   May 11 2008, 05:19 PM
KAIROS   ვაუ, საღოლ... არ ვიცნ...   May 14 2008, 03:04 AM
iisperiTOVLI   აღარ მაძინებდა მზე...   May 15 2008, 09:38 PM
T I K O   გადასარევია.... ძალ...   May 19 2008, 04:48 PM
KAIROS   :) რა უბრალოა და რა ...   May 16 2008, 02:30 AM
KAIROS   მოკლედ ოთარები ჭ-ი/...   May 20 2008, 02:50 AM
nana_007   :cray:   May 20 2008, 04:17 AM
KAIROS   ულამაზესი შედარებ...   May 21 2008, 03:35 AM
T I K O   ეს ლექსი მთლიანად ...   May 22 2008, 06:25 PM
T I K O   ახლა ვკითხულობდი ტ...   May 26 2008, 10:59 PM
nino_ni   არ ვიცი რამდენად ი...   May 26 2008, 11:37 PM
T I K O   არ ვიცი რამდენად ი...   Jun 2 2008, 10:21 PM
KAIROS   კარგია, ყოჩაღ ფორუ...   Jun 2 2008, 10:55 PM
T I K O   საოცარი შედარებებ...   Jun 9 2008, 04:21 PM
chiamaialologi   თოვდა.. თეთრ წინდას...   Jun 14 2008, 09:07 PM
syd   მე შენ მიყვარხარ ი...   Jun 14 2008, 10:23 PM
T I K O   ძაბული კონსტანტინ...   Jun 17 2008, 06:32 PM
iisperiTOVLI   ალეგორია დათა გულუ...   Jun 19 2008, 10:23 AM
KAIROS   ლექსებს ბევრს არ წ...   Jun 19 2008, 10:46 PM
T I K O   ლექსებს ბევრს არ წ...   Jun 20 2008, 12:57 AM
iisperiTOVLI   ოთარ ჭილაძე *** გარე...   Jun 24 2008, 10:18 PM
ketino   კი :D მარტო აღსართა...   Jun 25 2008, 01:03 AM
iisperiTOVLI   "ჩუმი ვარ, როცა ჩე...   Jun 28 2008, 07:16 PM
iisperiTOVLI   KAIROS გაიხარეე! :) მე ე...   Jun 29 2008, 02:41 AM
თამარი_ცქნაფო   iisperiTOVLI გარჩევებს თუ ...   Jun 29 2008, 04:32 PM
KAIROS   რაფერი მკაცრია ეს ...   Jun 29 2008, 08:09 PM
T I K O   მუხრან მაჭავარიან...   Jun 30 2008, 02:10 PM
T I K O   iisperiTOVLI KAIROS რა ლამა...   Jun 30 2008, 02:22 PM
iisperiTOVLI   ანა კალანდაძე * * * შ...   Jun 30 2008, 04:05 PM
თამარი_ცქნაფო   T I K O iisperiTOVLI რა ვქნა, ვ...   Jun 30 2008, 04:11 PM
T I K O   T I K O iisperiTOVLI რა ვქნა, ვი...   Jun 30 2008, 04:29 PM
თამარი_ცქნაფო   :blink: რამე დავაშავე? ...   Jun 30 2008, 04:54 PM
KAIROS   თიკუშ, აქ ვართ მასწ...   Jun 30 2008, 09:31 PM
ქეთუ   ერთი რაღაც უნდა ვთ...   Jun 30 2008, 11:06 PM
KAIROS   მე კი მგონია, რომ ა...   Jul 1 2008, 03:21 AM
ქეთუ   ხოდა მაშინ ეს თემა ...   Jul 1 2008, 04:45 AM
KAIROS   აი შარიიი :D ამიჯანყ...   Jul 1 2008, 05:31 AM
ქეთუ   KAIROS რა ყველა ბუზღუნ...   Jul 1 2008, 06:45 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 08:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი