აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ნიანია |
Apr 22 2008, 10:12 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა აქციაზე ისეთი კომენტარები გააკეტეს ქართველებმა, აღშფოთებული ვარ. გაიხარე ნინო. ამაზე მართლა შეცუხებულები ვართ ყველა. იქ ფორუმზე ხალხი სხვანაირად გამოხატავს პროტესტი, ყველამ, ნანა, ილიამ, დათომ... მაგრამ თვითონ აფხაზურ საიტზე, ფორუმ.გე-ზე იცი როგორი შტთაბეჭდილება დამრჩა, ქართველებს სისხლი გვწყურია აფხაზების და ოსების. ეს საშიელებაა. როცა 4 მილიონიან ერში 80 % ომისათვის მზად არის (ოღონდ გააჩნია ამ ომში რა სახით მიიღებს მონაწილეობას) ეს უკვე სერიოზული საფრთხეა. გადავგვარდით. ჰო, ვიღაც მეტყვის ეს ქართველებისთვი უცხო არ არის არსებობის მანძილზე სულ ვომობდითო მაგრამ, არამგონია მაშინ თავიანთი მეზობლების და ძმების დასახოცად ასეთი სისხლს მოწყურებულები მიდიოდნენ. იმათ პოსტებს რომ ვკითხულობ ვიკინგების ჯარი წარმომიდგენია ღრიალით და გავეშებულები რომ იჭრებოდნენ ხოლმე სოფლებში. ციტატა მათ აქვთ იატაკქვეშა ორგანიზაცია რომელიც იბრძვის საქართველოსთან შეერთებისთვის. ამაში ნამდვილად დაგეტანხმები მეც. არსებობს ასეთი ორგანიზაციები აფხაზეთშიც და ოსეთშიც, სამწუხაროდ მათი რიცხვი არც ისეთი დიდია. ზუსტად ამ რამოდენიმე დღის წინ ცხინვლაში მოქმედი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოცი წლის გოგონა სახელმწიფოს ღალატსა და ტერორიზმში დაადანაშაულეს მამის (უფროსწორად მამინაცვლის) საქმიანობის გამო. ეს ადამიანი კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგია და რუსეთთან შეერთებას ჩვენთან დაბერუნება ურჩევნია. ასე რომ ნუ ვიტყვით რომ მარტო ქართველები და ისიც მხოლოდ ასიოდე კაცი იბრძვის შერიგებისაკენ ბოდიდშის მოხდის გზით. იქითაც ბევრია ასეთი. პირველად რომ გავრცელდა ეს მიმართვა აფხაზი ახალგაზრდებისაგან ძალიან ბევრი დადებითი მესიჯი მოვიდა. ზოგი ემოციებს ვერ იკავებდა, აღფრთოვანებული იყო ასეთი აქციით, ესე იგი ქართველებს კიდევ გიყვარვართო. ყველაზე მეტად რაც შემძრა ერთ-ერთი აფხაზი ქალბატონის სიტყვებია რომელიც იხსენებდა რომ შარშან აფხაზური დღეები გაიმართა და რამოდენიმე აფხაზი ჩამოვიდა თბილისში და როცა ჩვენს კონცერტს დაესწრნენ თვალზე ცრემლი მოადგათ და თქვეს ასეთ ლამაზ დღეს თუ ქართველები გვაჩუქებდნენ არ გვეგონაო. მერე ქართული სიმღერები სოხუმში წაიყეს და იქ საკამოდ გავრცელებულია და ყველას მოწონს. თუმცა ჩუმად. რა ნიჭიერი ხალხი ყოფილა ქართველებიო. მათ ჩვენ მარტო პირსისხლიანი მკვლელები ვგონივართ. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი