აფხაზეთი, ახალი საიტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, ახალი საიტი |
ნიანია |
Apr 18 2008, 11:07 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მინდა გაცნობოთ რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა აფხაზური ინტერნეტ საიტი, www.apsni.org ასევე გამოსცა გაზეთი, კამპანია "ბოდიში". ამ კამპანიის ამბავი იცით ფორუმზე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
აფხაზური საიტი არის ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენი შეხედულებები დააფიქსიროთ. დღეს, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" 2 საათზე ეწყობა საიტის პრეზენტაცია. შეგიძლიათ გვეწვიოთ. მადლობთ. პ.ს. ბ-ნ მოდერატორ დავითს. ალბათ მომთხოვ იმის ახსნას რაღა მაინცდამაინც დღეს, როცა ბაღაფშმა ულტიმატუმები წამოგვიყენა ვაკეთებთ ამას მაგრამ მე გეტყვი რომ დიდ ხნის წინ დაიგეგმა და წუხელ არ გადაგვიწყვეტია საიტის შექმნა და პრეზენტაცია. სამწუხაროა რომ ასე დაემთხვა მაგრამ ბაღაფშის ბოდვას მე მგონი დიდ მნიშვნელობა არავინ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხება ეკლესიასთან ამ თემის კავშირს, აქვე გეტყვი რომ შერიგებისაკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ეკლესიისათვის სათნოა. თან ეს საიტი ყველას დაგვეხმარება გავიგოთ რეალურად რას ფიქრობენ აფხაზები ჩვენზე, ქართველებზე. მათი კომენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენც. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
.ნინო |
Apr 22 2008, 01:32 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა ძან გაზვიადებულია იმაზე ლაპარაკი რო ქართველებს აფხაზების განადგრუება უნდათ. მეც ეგ მინდა, და აქამდე მასე ვფიქრობდი, მაგრამ შედი ნია-ნიას მითითებულ საიტზე და ქართველების კომენტარი წაიკითხე. თუ არ შეგექმნება ასეთ განწყობა, თითქოს აფხაზები ჩვენ დაუძინებელი მტრები იყვენენ ფორუ.გე-ზე გაკეთებულ კომენტარებზე, ხომ საერთოდ გავოგნდი შეიძლება ბოდიშის მოხდა ზედმეტად მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ ასე აგრესიულად? -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ილია |
Apr 22 2008, 01:40 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
მეც ეგ მინდა, და აქამდე მასე ვფიქრობდი, მაგრამ შედი ნია-ნიას მითითებულ საიტზე და ქართველების კომენტარი წაიკითხე. თუ არ შეგექმნება ასეთ განწყობა, თითქოს აფხაზები ჩვენ დაუძინებელი მტრები იყვენენ ფორუ.გე-ზე გაკეთებულ კომენტარებზე, ხომ საერთოდ გავოგნდი შეიძლება ბოდიშის მოხდა ზედმეტად მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ ასე აგრესიულად? მეც ვეცნობი მარა უმეტესობა აგრესიულად არის განწყობილი არა აფხაზ ხალხთან არამედ სათავეში ვინც არიან იმათან. საერთოდ სიტუაციის შემობრუნება ძალიან ადვილად შეიძლება მთავარია ხელისუფელბის ნება იყოს..... მარა რელურად არ დგამენ ნაბიჯებს არც ომისკენ და არც მოლაპარაკებებისკენ.. სანაკაკოევის ნაერ მარიონეტს ეძებენ... ისე ჯობია მაგათან მოვილაპარკოთ და ხალხიც დაწყნარდება რო დაინახავენ საქმე წინ მიდის. არდა მემგონია მოლაპარაკება შეიძლება... -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი